500 Georgia პროგრამა დაიწყო – 10 ქართული და 3 უცხოური კომპანია უსაზღვრო შესაძლებლობების წინაშე
ფოტო: Shutterstock / On.ge
გევინი: აქ ყველაფერი ისეთი ძვირია. შეხედეთ რიცხვებს. თუ Georgia-ში გადავალთ, შეგვიძლია უამრავი ფული დავზოგოთ და შემდეგი ინვესტიციაც მოვიპოვოთ. ეს ერთადერთი გზაა.
დენპოკი: სამხრეთის საჭმელების შესახებ იმდენი კარგი რამ მსმენია...
ჰუვერი: სტანკონია. ფრიკნიკი. მეტი ფერადკანიანი...
გევინი: რა? თბილისზე ვლაპარაკობ და არა ატლანტაზე. Georgia – ქვეყანა და არა შტატი.
— სილიკონ ველი, მეექვსე სეზონი, მეორე სერია.
თუ გიკებისთვის საკულტო სერიალი სილიკონ ველი ნანახი გაქვთ, შეიძლება იმაზეც დაფიქრებულხართ, რომ საქართველო მართლა იდეალური ქვეყანაა სტარტაპებისათვის. ევროპასა და აზიას შორის მოსახერხებელი განლაგება საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ამარტივებს; ცხოვრება და ბიზნესის წარმოება საქართველოში ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი; ბიზნესის კეთების სიმარტივით კი 2020 წელს საქართველო 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა.
თუ ეს ყველაფერი ასეა და ნამდვილად ასეა, რატომ არ არის მეტი ქართული სტარტაპი საერთაშორისოდ ცნობილი? პასუხი, ალბათ, თავადაც იცით. წარმატებისთვის მხოლოდ იდეა საკმარისი არაა. იდეის კომერციალიზაციისთვის სტარტაპს პროფესიონალების მხარდაჭერა სჭირდება. ამ მხარდაჭერას აქამდე სისტემური სახე არ ჰქონდა და სტარტაპერს თავად უწევდა გზის გაკვალვა მსოფლიო ბაზრისკენ, თუმცა 2020 წლის 20 თებერვალს ყველაფერი შეიცვალა. საქართველოს ბანკს, 500 Startups-სა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოვიდა.
500 Startups-ს 2400-ზე მეტ ტექ სტარტაპში აქვს ჩადებული ინვესტიცია. მათი პორტფელი მოიცავს მილიარდ დოლარზე მეტი შეფასების 18 კომპანიას და 100 მილიონზე მეტი შეფასების მქონე 80 კომპანიას. 500 Startups-ის მისია ყველაზე ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენა, წარმატებული ბიზნესის შექმნის პროცესში დახმარება და გლობალური ეკოსისტემის განვითარებაა.
როგორ შეცვლის 500 Startups საქართველოს?
საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. ამას ცხადყოფს ინოვაციების გლობალური ინდექსის 2019 წლის მონაცემებიც − საქართველო პირველად მოხვდა ტოპ 50 ქვეყანას შორის და 48-ე ადგილი დაიკავა.
წინა წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი 11 საფეხურით არის გაუმჯობესებული. საერთაშორისო ტოპ აქსელერატორის, 500 Startups-ის შემოსვლა რეგიონალური მასშტაბის მოვლენაა. ასეთი კლასის აქსელერატორები მხოლოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნებით ინტერესდებიან, შესაბამისად, რესურსებს დებენ ეკოსისტემის გაძლიერებაში და მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვაში.
ამას გარდა, 500 Startups არის სახელი, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ვენჩურული ფონდები და კომპანიები ცნობენ და ენდობიან, რაც არა მხოლოდ ქართველ სტარტაპებს გაუხსნის გზას დიდი ბიზნესისკენ, არამედ საერთაშორისო სტარტაპებსაც მოიზიდავს საქართველოსკენ და ზოგადად, გლობალური ინოვაციების რუკაზე ქვეყნის პოზიციას გაამაგრებს.
რა გზას გადის სტარტაპი 500 Georgia-ს ფარგლებში?
აქსელერატორი ინტერესდება ისეთი პროდუქტით, რომელსაც უკვე აქვს სიცოცხლისუნარიანობის კონტურები, ანუ მხოლოდ იდეა არ არის. აქსელერაციის პროცესში სტარტაპერებთან მუშაობენ მენტორები − მარკეტინგის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, იურიდიული საკითხების სპეციალისტები. ამავე პერიოდში პროდუქტი გლობალური გამოწვევისთვის ემზადება და იმ უპირატესობებს იძენს, რომლებიც საჭიროა ბაზარზე კონკურენტუნარიანი პოზიციისთვის დასაკავებლად.
500 Georgia აქსელერაციის პროგრამისთვის შეირჩა 10 ქართული და 3 უცხოური კომპანია: Cardeal.ge; Cargon • კარგონი; CARU • ქარუ; FINMAP.online; Echolize; Intrro; LiveCaller; Phubber App; QCash.ge; Raccoon.Recovery; Stack; Tripcars.com • Car Rental; Wegotrip
აქსელერაციის პროცესი დაყოფილია ორ ნაწილად. პროგრამა ინტენსიურ და დისტანციურ ტრენინგებს აერთიანებს, რომლებიც 10 თვის განმავლობაში ხორციელდება.
სტარტაპი პროგრამის ფარგლებში შემდეგ ეტაპებს გადის:
- Foundation Boot Camp - აქტიური ტრენინგები მეტორებთან;
- Remote Experimentation - დამოუკიდებლად მუშაობა ტრეინინგებზე მიღებული გამოცდილებით;
- Growth Intensive - თავიანთი პროექტების წარდგენა მენტორებთან და მისი დახვეწა;
- Silicon Valley Immersion - სტარტაპერებისთვის საოცნებო ადგილას 1-თვიანი პროგრამის აქსელერაციის პროგრამის გავლა.
შერჩეული სტარტაპების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან ერთად იმუშაონ საკუთარი იდეების დახვეწაზე, მოიძიონ ფინანსური რესურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ.
ამავე თემაზე: აქსელერატორის მნიშვნელობა ინოვაციური იდეის განხორციელების გზაზე
"დღეიდან სტარტაპები იწყებენ იმ ძალიან საინტერესო გზას, რაც მათ მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან. ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა და გვიხარია, რომ ამ პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. გვჯერა, რომ 500 Startups-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში გლობალური ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს ჩვენს თავს და ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
Stack აქსელერაციის პროგრამისთვის შერჩეული 10 ქართული კომპანიიდან ერთ-ერთია. ის პირველი ქართული ბრაუზერია, რომელსაც უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იყენებენ. პროდუქტმა ჯამში 12 საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა აღიარება. TechCrunch-მა კი 1 500 პროექტიდან ქართული სმარტ-ბრაუზერი 40 საუკეთესო სტარტაპს შორის ორჯერ შეარჩია.
"სთექი სხვა ახალგაზრდა კომპანიებთან შედარებით, გამოირჩევა ე.წ. მასშტაბურობის პოტენციალით. ვინდოუსის ვერსიის გამოშვების შემდეგ, ჩვენ უკვე 130 000 მომხმარებელი გვყავს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. როგორც ინტერვიუს დროს 500 Startups-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მათი მხრიდან ჩვენი შერჩევის გადაწყვეტილების მიღების პროცესში", — ამბობს Stack-ის გუნდის წევრი, დაჩი გუბაძე.
სთექის თანადამფუძნებელს, გიორგი ლალიაშვილს 500 Startups-ის გამოცდილება კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტაში სჭირდება: "ჩვენი ამჟამინდელი მთავარი ამოცანა არის პროდუქტის ბაზართან თავსებადობის წერტილის პოვნა (Product Market Fit-ს ეძახიან) რისთვისაც ბევრი ექსპერიმენტის ჩატარებას ვგეგმავთ მომდევნო თვეების განმავლობაში. მგონია, რომ ამაში 500-ის პორტფელის სტარტაპების გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება. ბუნებრივია, რომ 75 ქვეყანაში დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის ბაზა, რომელიც ამ ქსელში არსებობს, ძალიან წაადგება ქართველ ინოვატორებს გლობალური სტარტაპის შექმნის პროცესში".
პროგრამის დასკვნითი ეტაპი ითვალისწინებს სილიკონ ველიზე რამდენიმეკვირიან ვიზიტსაც, რაც სთექსა და სხვა სტარტაპებს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.
13 სტარტაპისთვის ყველაზე საინტერესო პროცესი ახლა იწყება. მომავალი სტარტაპერებისთვის კი 500 Startups-ის საქართველოში არსებობა იმის გარანტიაა, რომ იმედისმომცემი იდეები მხოლოდ იდეებად აღარ დარჩება.
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
კომენტარები