აქსელერატორის მნიშვნელობა ინოვაციური იდეის განხორციელების გზაზე / 500 Startups
ი
დ
ე
ა ის პირველი ნაბიჯია, რომლიდანაც იწყება ახალგაზრდა კომპანიის, სტარტაპის შექმნა. სტარტაპი თანამედროვე პრობლემის გადასაჭრელად ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ინოვაციურ პროდუქტს ან სერვისს ქმნის და წარმატების შემთხვევაში, როგორც წესი, მსოფლიო ბაზარსაც იპყრობს. მარტივად ჟღერს, თუმცა იდეის კომერციალიზაციამდე გზა გრძელია. როგორი კარგი, საინტერესო და ნამდვილად ინოვაციურიც არ უნდა იყოს იდეა, მისი მარკეტინგული, ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე დიდი ალბათობით დამარცხდებით. თუმცა, წარმატების შემთხვევაში სტარტაპი ზოგჯერ ყველა მოლოდინს აჭარბებს და შეიძლება ითქვას რომ მსოფლიოსაც ცვლის. არ დაგვავიწყდეს, რომ სტივ ჯობსი და სტივ ვოზნიაკიც თავის დროზე სტარტაპერები იყვნენ და მათი იდეა დღეს პლანეტის ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიადაა ქცეული.
მაშ ასე, მოდით გავიგოთ რა არის სტარტაპ აქსელერატორი და რა როლი აქვს მას იდეის კომერციალიზაციისა და ახალგაზრდა ბიზნესის წარმატების საკითხში.
რა არის ბიზნეს აქსელერატორი
იდეის განსახორციელებლად და ზემოაღნიშნული გამოწვევების წარმატებით გადალახვისთვის სტარტაპს პროფესიონალების მხარდაჭერა სჭირდება. როგორც წესი, ბიზნეს-აქსელერატორი იდეის განვითარების გარკვეულ დონემდე მისული სტარტაპის შემთხვევაში ინტენსიურად, სწრაფად და წერტილოვნად მოქმედებს, რაშიც დარგის სპეციალისტების გუნდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
აქსელერატორი საკუთარ "მოსწავლეს" ანუ სტარტაპს საგულდაგულოდ არჩევს, რის შემდეგაც იწყება დაუღალავი სწავლების პროგრამა. სწავლებისა და იდეის სრულყოფის პროცესს აქტიურად აკვირდებიან მენტორები, რომლებიც სტარტაპებს პერიოდულად რეკომენდაციებს, რჩევებს და შენიშვნებს აძლევენ. ეს ყველაფერი კი მომავალში დაეხმარება სტარტაპს მოიზიდოს საჭირო ინვესტიციები და საკუთარი იდეა მალევე მასშტაბურ ბიზნესად აქციოს. ამგვარად, სტარტაპებ, აქსელერატორების დახმარებით დაახლოებით 8 თვეში გადიან გზას, რომლის გავლასაც დამოუკიდებლად წლები მოუნდებოდნენ.
აქსელერატორში მოსახვედრად ინოვაციურ პროდუქტს უკვე უნდა ჰქონდეს ერთგვარი სიცოცხლისუნარიანობის ნიშნები და სცდებოდეს მხოლოდ იდეას. ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ კი სტარტაპი აქსელერატორის მხარდაჭერით პროდუქტის არსებულ ბაზარზე დასამკვიდრებლად და ახალ ბაზრებზე გასატანად ემზადება.
500 Startups-ში დაახლოებით რვათვიანი აქსელერაციის პერიოდში სტარტაპებთან სხვადასხვა მიმართულების მენტორები — მარკეტინგის, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და იურიდიული საკითხების სპეციალისტები იმუშავებენ.
ფინანსური მხარდაჭერა
აქსელერატორს შესაძლებლობა აქვს როგორც დააფინანსოს სტარტაპი, ისე დაეხმაროს მას ინვესტორების მოძიებაში. ზუსტად ამის გამო აქსელერატორის რეპუტაცია და სანდოობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
აქსელერაციის პროცესი ე.წ დემო დღით სრულდება. დემო დღის ფარგლებში სტარტაპები საკუთარი პროექტების პრეზენტაციით წარდგებიან ინვესტორების წინაშე.
500 Startups
500 Startups ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე დამფინანსებელი აქსელერატორია და იდეებს უფრო მეტად უდგება მხარში, ვიდრე უკვე არსებულ მცირე მეწარმეობასა და ბიზნესებს. გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას, მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციის ორგანიზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დაარსების დღიდან აქსელერატორმა 5 გლობალური და 15 თემატური ფონდის მეშვეობით 2 300 კომპანია დააფინანსა. მას 5 000-ზე მეტი დამფუძნებელი ჰყავს და დღეს 500 Startups მსოფლიოში 75 ქვეყანაში ახორციელებს ინვესტიციებს. 500 Startups-ში აქსელერაცია გაიარეს ისეთმა წარმატებულმა სტარტაპებმა, როგორებიცაა Udemy, Canva, GitLab და სხვა.
გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups სტარტაპების მხარდაჭერას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციისა და მსოფლიოს მასშტაბით მთავრობებთან და კორპორაციებთან პარტნიორობითაც ახორციელებს.
სტარტაპ-აქსელერატორი საქართველოში
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში უკვე შემოვიდა. სამმხრივი შეთანხმება მხარეებს შორის 2020 წლის 20 თებერვალს გაფორმდა. ახლა კი 500 Startups-მა აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. 25 მაისამდე დაინტერესებულ სტარტაპებს აქვთ შესაძლებლობა, შეავსონ განაცხადი და გახდნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქსელერაციის პროგრამის ნაწილი. ამისთვის კი საჭიროა მათ გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.
კომენტარები