ვკითხეთ ვინ არის სააკაშვილი — ზალკალიანი უკრაინის დაბარებულ ელჩზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩის სამინისტროში დაბარების მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ ელჩს ჰკითხეს, თუ ვინ არის სააკაშვილი. როგორც ზალკალიანი ამბობს, სააკაშვილის განცხადებებიდან გაირკვა, რომ არც საჯარო მოხელეა და არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და კითხვებიც სწორედ ამიტომ გაჩნდა.
"მას მოვთხოვეთ განმარტებები სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რადგანაც მიგვაჩნია, რომ მისი ეს განცხადება იყო საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩარევას საარჩევნო პროცესში. ასევე, მოვთხოვეთ განმარტებები იმასთან დაკავშირებით რა განცხადებაც გააკეთა შემდგომ სააკაშვილმა, რომ ის თითქოს არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია, არც საჯარო მოხელეა და დღეს მისი განცხადებებით ირკვევა, რომ ის არათუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, საჯარო მოხელეც არ არის. ამიტომ კითხვა იყო ვინ არის სააკაშვილი"
საქართველოში უკრაინის ელჩი მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 11 ივნისს დაიბარა. ზალკალიანის განცხადებით, უკრაინის ელჩს შეხვდებიან, რადგან აქვთ კითხვები, რატომ ერევა "უკრაინის მოქალაქე და მაღალჩინოსანი" მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიდა საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში.
ზალკალიანი ამ ფორმით სააკაშვილის იმ განცხადებას, გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ექსპრეზიდენტი საარჩევნო პროცესში წინა ხაზზე ყოფნას აპირებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტის შემდეგ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელე არაა და მას აქვს უფლება საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა საკითხებზე თავისი პოზიცია დააფიქსიროს.
"უკრაინის პოზიცია აღნიშნულ თემაზე არის ის, რომ სააკაშვილი არ არის საჯარო მოხელე ისაა ქართველი თავისი ცხოვრებით და ეროვნებით მის გულში მუდმივად არის საქართველო და მასზე საუბარს ვერ დავუშლით. გააჩნია თავისი ნოსტალგიები სამშობლოსთან, ვფიქრობთ, რომ აქვს უფლება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსიროს რაც ბუნებრივია და ტრაგედიას არ წარმოადგენს", — თქვა იგორ დოლგოვმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას აპირებს. როგორც სააკაშვილი ამბობს, საბოლოო გამარჯვებისთვის ემზადებიან, რადგან წელს "ან საბოლოოდ დაიღუპება ქვეყანა, ან გაიმარჯვებს და მესამე ვარიანტი არ არსებობს".
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. მანამდე მას უკრაინის პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა.
ეს საკითხი ქართული ოცნებისთვის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საბაბი გახდა. მთავრობისა და პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ ეს მათ შორის ნდობას შეარყევდა და კატეგორიულად მიუღებელი იყო. თავდაპირველად, უკრაინაში აცხადებდნენ, რომ ეს სუვერენული ქვეყნის საქმეში ჩარევის მცდელობაა. ერთი კვირის შემდეგ კი რადაში ხალხის მსახურის ფრაქციის ლიდერმა, დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მუშაობის ახალი ფორმატი იპოვეს.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები