2020 წლის ქარიშხლების სეზონი, შესაძლოა, განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდეს
ქარიშხლების სეზონი ოფიციალურად პირველ ივნისს დაიწყო და როგორც აღმოჩნდა, იგი წელს საკმაოდ განსაკუთრებულიც იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა (NOAA).
NOAA-ს მიხედვით, შანსი, რომ ამჟამინდელი ქარიშხლების სეზონი ნორმალურზე ბევრად უარესი იქნება 60%-ია. წელს, შესაძლოა, 19 დასახელებული შტორმი ვიხილოთ, მათ შორის ექვსი მთავარი და განსაკუთრებულად ძლიერი. ქარიშხლების სეზონზე, როგორც წესი, 12 შტორმი გვხვდება, აქედან განსაკუთრებით ძლიერი კი მხოლოდ სამი.
"სოციალურ დისტანცირებისა და COVID-19-სგან თავდასაცავად არსებულ რეკომენდაციებთან ერთად, საჭირო ხდება შტორმისთვის მზადებაც — თავშესაფრები, საევაკუაციო გასასვლელები და ა.შ.", — განაცხადეს NOAA-ს წარმომადგენლებმა.
სანაპირო ქვეყნების უმეტესობამ მზადება მაისის ბოლოს უკვე დაიწყო. არსანიშნავია, რომ საავადმყოფოებზე და გადაუდებელი დახმარების ცენტრებზე ქარიშხლებს საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხლების სეზონი ახლახან დაიწყო, რამდენიმე შტორმი ნაადრევად, გასულ თვეში უკვე აქტიურობით გამოირჩეოდა.
წელს ქარიშხლები მხოლოდ ნაადრევად არ მოდიან — NOAA-ს თქმით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ისინი საკმაოდ გაძლიერდნენ. ამის მიზეზი, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებები იყოს, რადგან ქარიშხლები ძალას სწორედ სითბოსგან იძენენ.
კომენტარები