The Shining-ის გამოსვლიდან 40 წელი გავიდა — 10 ყველაზე საშიში სცენა ფილმიდან
1980 წლის 23 მაისს კინოთეატრებში The Shining-ის პრემიერა შედგა, რომელიც სტენლი კუბრიკმა სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ცნობილი რომანის მიხედვით გადაიღო.
იმასთან ერთად, რომ ეს კინოსურათი მხატვრული ნაწარმოების ეკრანიზაციის იშვიათად კარგ ნიმუშად ითვლება, ამავდროულად ის ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომელიც კინოსამყაროს ახსოვს.
სწორედ ამ საკულტო ფილმის გამოსვლიდან 40 წელი გავიდა და ამ თარიღის აღსანიშნავად იმ რამდენიმე განსაკუთრებულად საშიშ სცენას გავიხსენებთ ნათებიდან, რომლებმაც მაყურებლებზე წარუშლელი კვალი დატოვა.
10. როცა ჯეკ ტორანსი ვენდის თავის კოშმარს უყვება
კოშმარის გახსენებისას ჯეკი ვენდის დეტალურად აღუწერს, თუ როგორ კლავს მას და დენის. მაყურებელი აქედანვე ხვდება, რომ კოშმარის რეალურად ახდენის დიდი შანსი არსებობს.
9. როცა ვენდი დათვის ფორმაში გამოწყობილ ადამიანს სექსის დროს ხედავს
ერთი შეხედვით ამ სცენაში საშიში არაფერია, თუმცა ეს მაინც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მომენტია, რომელიც თავისი ატმოსფეროთი მაყურებელს აუხსნელად უსიამოვნო შეგრძნებას უტოვებს.
8. როცა ვენდი აღმოაჩენს, რომ ჯეკი რამდენიმე ათეულ გვერდზე მხოლოდ ერთსა და იმავე წინადადებას ბეჭდავდა
All work and no play makes Jack a dull boy,
All work and no play makes Jack a dull boy.
(სულ მუშაობა და არანაირი თამაში ჯეკს აჩლუნგებს)
7. ტყუპი გოგოები
ვისაც ნათება ჯერ არ უნახავს, მათთვისაც კი ეს კადრი ნაცნობი იქნება, რადგან ისინი ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური პერსონაჟები არიან.
6. ლიფტიდან სისხლის ნიაღვარი მოჩქეფს
ერთდროულად წარმოუდგენლად საზარელი და შთამბეჭდავი სცენაა.
5. როცა ჯეკი დენის ეხუტება
სხვა ნებისმიერ ფილმში ეს სცენა მამაშვილური სიყვარულის გამოვლინება იქნებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში იმავეს თქმა ნამდვილად გაგვიჭირდება.
4. ჯეკის საუბარი გრედისთან საპირფარეშოში
როგორია, როცა მკვდარი კაცი დასვრილ პიჯაკს გისუფთავებს.
3. "ვენდი, ძვირფასო. ჩემი ცხოვრების ნათელო, არაფერს დაგიშავებ"
როცა ჯეკ ტორანსი ამ სიტყვებს თავის ცოლს ეუბნება, ამ დროს ვენდის ბეისბოლის ჯოხი უჭირავს და ნელი ნაბიჯით იხევს უკან, რადგან მაყურებელთან ერთად იცის, რომ ყველაზე მეტად სწორედ თავისი ქმრის მიერ ნათქვამ ამ სიტყვებს არ უნდა ენდოს.
2. როცა ჯეკი N237 ოთახში შედის
ოთახში შესული ჯეკი მომხიბვლელ ქალს კოცნის, თუმცა სარკეში დაინახავს, რომ ყველაფერი ისე სულაც არ არის, როგორც მას წარმოედგინა.
1. “Heeere’s Johnny!” (აი, ჯონიც მოვიდა)
ფილმის ამ საკულტო სცენაში მსახიობმა ჯეკ ნიკოლსონმა ეს ფრაზა თავისი ინტერპრეტაციით წარმოთქვა და ის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კინოციტატად იქცა.
კომენტარები