კანადის კალგარის ზოოპარკში ორი პანდა, ერ შუნი და და მაო ცხოვრობს. ეს ცხოველები კანადაში 2023 წლამდე უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა კანადურ ზოოპარკს პანდების მშობილიურ ქვეყანაში დაბრუნება ნაადრევად უწევს.

პანდები პრაქტიკულად მხოლოდ ბამბუკს მიირთმევენ. ისიც აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ზრდასრული პანდა დღეში 40 კილოგრამ ბამბუკის ლერწამს ჭამს. ამის გამო მათი გამოკვება მარტივი საქმე არ არის.

კლიმატის გამო კანადაში ბევრი ბამბუკი არ მოიპოვება, ამიტომ კანადურ ზოოპარკს ბამბუკის იმპორტი ჩინეთიდან უწევდა. თუმცა პანდემიის შედეგად გაუქმებული ფრენების გამო, პანდები საკვების უწყვეტი მარაგის გარეშე დარჩნენ.

ზოოპარში განაცხადეს, რომ ბამბუკის სხვა მიმწოდებლების ძიება ასეთ ვითარებაში მოუხერხებელია, რადგან საკვების იმპორტის შეწყვეტის შემთხვევაში, პანდები მშივრები დარჩებიან.

"ჩვენ გვჯერა, რომ ერ შუნი და და მაო ყველაზე უსაფრთხოდ იქ იქნებიან, სადაც ბამბუკი უხვადაა და ხელმისაწვდომია", — განაცხადა კალგარის ზოოპარკის აღმასრულებელმა დირექტორმა, კლემენტ ლანთიერმა. "ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ცხოველების კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია".