დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება და მის ჩატარებას საფრთხე არ შეექმნება.

"ეპიდსიტუაცია გვაჩვენებს ყველაფერს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯერ შორს ვართ. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ იქნება ყველაფერი დასტაბილიზირებული და არაფერი საფრთხე არ შეექმნება არჩევნებს", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.