გამჭრიახობა — სკოლის მოსწავლემ მარსის შვეულმფრენს სახელი შეურჩია
ალაბამაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა უფროსკლასელმა NASA-ს პირველ შვეულმფრენს, რომელიც წითელი პლანეტისკენ ამ ზაფხულს გაემართება, სახელი შეურჩია.
Ingenuity, ანუ გამჭრიახობა — ეს სახელი შვეულმფრენს ვანერა რუპანმა შეურჩია. იგი ერთ-ერთი იყო იმ 28 000 მონაწილიდან, რომლებმაც NASA-ს სახელის შერჩევის კონკურსში მონაწილეობა მიიღო.
"დღეს რომ კოსმოსის საოცრებების შესწავლა შეგვიძლია, სწორედ იმ ადამიანების გამჭრიახობის დამსახურებაა, ვინც ამისთვის ძალიან ბევრს მუშაობს და უამრავ გამოწვევას უმკლავდება", — წერს რუპანი საკუთარ ესეში.
Ingenuity მარსის როვერ Perseverance-თან ერთად პლანეტისკენ ივლისში ან აგვისტოში გაეშვება. მან ტესტირებები უკვე წარმატებით გაიარა. როდესაც ის მარსზე აღმოჩნდება, იგი პლანეტაზე დაკვირვებას ფრენისას შეძლებს.
თუკი Ingenuity თავის 31-ე ექსპერიმეტულ ფრენას წარმატებით გაივლის, იგი დაამტკიცებს, რომ მარსზე საჰაერო ფრენების განხორციელება შესძლებელია.
კომენტარები