5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო არქიტექტურა
ფოტო: Lex Photography / Pexels
როცა ვფიქრობთ, როგორ გავხადოთ სამყარო უფრო უკეთესი, პირველ რიგში ისეთი რევოლუციური ცვლილებები გვახსენდება, რომელთა მიღწევა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ეს შეიძლება იყოს აღმოჩენები მეცნიერებაში, ისეთი წამლის გამოგონება, რომელიც უკურნებელ სენს არჩენს ან, თუნდაც, კოსმოსში ხომალდის გაშვება. თუმცა, ხშირად გვავიწყდება, რომ უკეთესობისკენ ცვლილებები ჩვენი მიკროსამყაროებიდან იწყება და ამისათვის დიდი გამოგონებები საჭირო არაა.
მრავალი პროფესიიდან არქიტექტურა ერთ-ერთია, რომლის საშუალებითაც ადამიანებს შეუძლიათ გარემო უფრო უკეთესი გახადონ და ის სივრცე, სადაც ვცხოვრობთ, ისე მოაწყონ, რომ არც ადამიანი დაზარალდეს და არც ბუნება.
ამ სტატიაში მოგიყვებით, რატომ უნდა აირჩიოთ არქიტექტურა მომავალ პროფესიად.
1. გამოავლენ შენს კრეატიულობას
ფოტო: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
არქიტექტურის, როგორც პროფესიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარე ისაა, რომ საშუალებას აძლევს ადამიანს, შეინარჩუნოს, განავითაროს და დანერგოს ინდივიდუალური მიდგომა, გამორჩეული, ავთენტური სტილი თავის საქმიანობაში. ცხადია, შენობის დაგეგმარება უკვე თავის თავში მოითხოვს კრეატიულობას, მაგრამ იმისთვის, რომ ამ ინდუსტრიაში გამორჩეული ადგილი გეჭიროს და შექმნა რაღაც ორიგინალური, აუცილებელია, მაქსიმალურად გამოავლინო შენი შთაგონება.
ეს პროფესია დაგეხმარებათ, მუდმივად შეინარჩუნოთ ენთუზიაზმი, იზრუნოთ საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე და ნებისმიერ ასაკში აკეთოთ საინტერესო, სასარგებლო, თქვენთვის საყვარელი საქმე.
2. მიიღებ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით
ფოტო: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
არქიტექტურაზე ხშირად მხოლოდ ინტერიერის ან შენობის დიზაინის დაგეგმარება გვახსენდება, თუმცა სინამდვილეში ის უამრავი დისციპლინის ნაზავია. ხელოვნება, მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, პოლიტიკა, გეოლოგია — ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლის ცოდნა კარგ არქიტექტორად ჩამოგაყალიბებს.
გარდა ამისა, არქიტექტურაზე სწავლა გულისხმობს, გუნდის მართვის, ლოჯისტიკის, მექანიკის, ქალაქების დაგეგმარების, ეკოლოგიის, ახალი ტექნოლოგიებისა თუ ლანდშაფტების შესწავლასაც. პროფესიონალ არქიტექტორს კი კონტექსტის კარგი აღქმისა და პრაქტიკული საქმიანობის ისტორიულ თუ ხელოვნების ჭრილში მორგების უნარიც აქვს. ასე რომ, როცა არქიტექტურის სწავლას დაასრულებთ, თქვენ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე კარგი ცოდნა გექნებათ.
3. შეძლებ, გქონდეს მაღალანაზღაურებადი სამსახური
ფოტო: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
არქიტექტურა დღეს ერთ-ერთი მაღალანაზღაურებად საქმიანობად ითვლება. მაგალითად, აშშ-ს შრომითი სტატისტიკის ფედერალური ბიუროს ცნობით, ამერიკაში არქიტექტორების საშუალო წლიური შემოსავალი 80 000 აშშ დოლარამდეა. ცხადია, სხვადასხვა ქვეყნის მონაცემი ამ კუთხით განსხვავდება, თუმცა, ეს სპეციალობა ყოველთვის და ყველა საზოგადოებაში საჭიროა, ხოლო ის ინდუსტრია, სადაც არქიტექტორები ყველაზე მეტად მოთხოვნადები არიან, მუდმივად მზარდია.
საერთაშორისო გამოცდილების მიღება, მოგზაურობა, განსხვავებული კულტურების აღმოჩენა, თანამედროვე ხედვების ქონა ამ პროფესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ხოლო კარიერის სხვადასხვა ქვეყანაში გაგრძელების საშუალებას მისი უნივერსალურობაც ადვილად იძლევა.
4. ცხადად დაინახავ შენი შრომის შედეგს
ფოტო: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
არქიტექტორის საქმიანობის შედეგი ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები რამაა. როცა შენ მიერ შექმნილ მრავალსართულიან შენობას შეხედავ, აუცილებლად მიხვდები, რომ სწავლა და მუდმივი სწრაფვა განვითარებისთვის ფასეულია. ეს საქმე იმდენად პრესტიჟული და დაფასებულია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შენობებზე არქიტექტორები ხელმოწერასაც ტოვებენ, როგორც მხატვრები — ხელოვნების ნიმუშებზე.
არქიტექტურის, როგორც პროფესიის ხიბლი იმაშიცაა, რომ შრომის შედეგი მალევე უკვალოდ კი არ ქრება, არამედ ათეული წლები მაინც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას და არქიტექტორის გარდაცვალების შემდეგაც მის სახსოვრად იარსებებს. ეს არის ერთ-ერთი გზა, დარჩე "უკვდავი", რადგან შენობები, რომელთაც ააგებ, შენზე ბევრ რამეს "იტყვის".
5. შეცვლი სხვების ცხოვრებას უკეთესობისკენ
ფოტო: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
არქიტექტორების საქმიანობა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ყველაზე ცხადად აისახება ხოლმე. ისინი ქმნიან დასასვენებელ ადგილებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, სკოლებს — ყველა იმ სივრცეს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, ერთობიან და სწავლობენ.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნით, გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით, მწვანე პოლიტიკის გატარებით, ესთეტიკური ხედვით და პრაქტიკულობით არქიტექტორებს შეუძლიათ, ადამიანების ყოველდღიურობა კომფორტული და ჰარმონიული გახადონ.
ასე რომ, თუკი ეს საკითხები გაინტერესებთ, არქიტექტურის სწავლაზე აუცილებლად უნდა იფიქროთ. კარგ არქიტექტორად ჩამოსაყალიბებლად კი აკადემიური ხარისხის მიღება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
ფოტო: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
ამის შესაძლებლობას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული სწავლების საშუალებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გთავაზობთ, სადაც მაღალკვალიფიციურ პროფესორებთან ერთად თანამედროვე სტუდენტური სერვისებიც გელოდებათ. ასევე, უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ "საპროექტო-კვლევით ბიუროში" პროფესიონალი არქიტექტორების ხელმძღვანელობით შეძლებთ რეალურ პროექტირებაში ჩართვას და არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსში მონაწილეობას.
თანაც, მხოლოდ ეს არ არის: ამავე უნივერსიტეტში შესაძლებლობა გაქვთ, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე ისწავლოთ სამართლის, ინგლისური ფილოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების ან ბიზნესის ადმინისტრირების ქართული და ქართულ- ფრანგული პროგრამების მიმართულებითაც.
და რაც მთავარია, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს ახალი სასწავლო წლიდან, თანამედროვე დიზაინის კამპუსი ექნება, რომლის ყველა დეტალი სტუდენტების საჭიროებებზეა მორგებული. ასე რომ, არქიტექტურის უახლეს ტენდენციებს შენს უნივერსიტეტშივე გაეცნობი.
-
Netflix-მა ფენტეზის ჟანრის სერიალი გამოუშვა, რომელსაც Rotten Tomatoes-ზე 100%-იანი შეფასება აქვს Netflix-მა ფენტეზის ჟანრის სერიალი გამოუშვა, რომელსაც Rotten Tomatoes-ზე 100%-იანი შეფასება აქვს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი მომღერალი ნამდვილი სახელით კროსვორდი: გამოიცანი მომღერალი ნამდვილი სახელით
გადახედვა
-
ქვიზი: რა მანძილზე გაგირბიან ქრაშები? ქვიზი: რა მანძილზე გაგირბიან ქრაშები?
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი იქნება
გადახედვა
-
თინათინ რუხაძე შიო III-ს შეხვდა თინათინ რუხაძე შიო III-ს შეხვდა
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი სასარგებლო ნივთიერებაა სხვადასხვა ხილში ტესტი: გამოიცანი, რომელი სასარგებლო ნივთიერებაა სხვადასხვა ხილში
-
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
-
"ძლიერი საქართველო — ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას "ძლიერი საქართველო — ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას
გადახედვა
-
"ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სხვას და ყველაფერი იქნება კარგად" — ლევან მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე "ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სხვას და ყველაფერი იქნება კარგად" — ლევან მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
ჯონ სნოუს სამეფო კარის თამაშებში დაბრუნება 2027 წლამდე გადაიდო ჯონ სნოუს სამეფო კარის თამაშებში დაბრუნება 2027 წლამდე გადაიდო
გადახედვა
-
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
-
აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანმა "ოდისეას" გადაღებებზე აგების ჩაცმა აკრძალა — აი, რატომ კრისტოფერ ნოლანმა "ოდისეას" გადაღებებზე აგების ჩაცმა აკრძალა — აი, რატომ
გადახედვა
-
მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული
გადახედვა
-
როგორ იქმნება მცირე ბიზნესის ჯაჭვი — ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს როგორ იქმნება მცირე ბიზნესის ჯაჭვი — ინიციატივა, რომელიც მცირე ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს
-
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავეს | ვიდეო ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავეს | ვიდეო
გადახედვა
-
ირანელ მომღერალს, ჰიჯაბის გარეშე სიმღერის გამო, 74 როზგი მიუსაჯეს ირანელ მომღერალს, ჰიჯაბის გარეშე სიმღერის გამო, 74 როზგი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკმაყოფილოა, რომ EU მზადაა, სირიასთან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკმაყოფილოა, რომ EU მზადაა, სირიასთან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს
გადახედვა
-
სარფსა და ფოთში იარაღისა და უკანონოდ შემოტანისთვის 2 პირი დააკავეს სარფსა და ფოთში იარაღისა და უკანონოდ შემოტანისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
Spider-Man: Brand New Day-ს ფინალური ტრეილერი გამოვიდა — ტომ ჰოლანდის თავგადასავალი იწყება Spider-Man: Brand New Day-ს ფინალური ტრეილერი გამოვიდა — ტომ ჰოლანდის თავგადასავალი იწყება
-
თბილისში მეგობრისგან 16 800 დოლარის თაღლითურად მითვისების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს თბილისში მეგობრისგან 16 800 დოლარის თაღლითურად მითვისების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები