Apple ინსტაგრამზე ყოველკვირეულად არჩევს 10 ფავორიტ ფოტოს, რომელიც ხელოვანებმა ან უბრალოდ მოხალისეებმა თვითიზოლაციაში ყოფნისას, სახლში გადაიღეს.

სურათები აიფონით უნდა იყოს გადაღებული და სოციალურ ქსელზე გაზიარებისას თან უნდა ერთვოდეს ჰეშტეგი #TheAtHomeSeries.

ამ კვირაში ფავორიტ სურათებში ქართველი ფოტოგრაფის, ლუიზა ჩალათაშვილის ფოტოც მოხვდა. პოსტის სანახავად ეწვიეთ ბმულს. სურათზე ჯონჯოლია გამოსახული.