რა უნდა იცოდეთ, თუ თვითდასაქმებული ხართ და 300-ლარიანი დახმარების მიღება გინდათ — მარტივად
ფოტო: On.ge
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემა მაისის თვიდან უნდა დაიწყოს. ამ კომპენსაციის მიმღებთა სიაში ხვდება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ თვითდასაქმებულები ორ კატეგორიად იყოფიან: იდენტიფიცირებადი და არაიდენტიფიცირებადი. იდენტიფიცირებად თვითდასაქმებულებად მიიჩნევიან პირები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შემოსავლების სამსახურში, არაიდენტიფიცირებადად კი ისინი, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული. ორივე კატეგორია ერთჯერად დახმარებას სხვადასხვა ვადაში აიღებს და თანხის მისაღებად განსხვავებული დოკუმენტაციის შეკრება სჭირდებათ.
რა უნდა იცოდეთ, თუ იდენტიფიცირებადი/რეგისტრირებული თვითდასაქმებული ხართ
შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულები, რომლებიც იდენტიფიცირებად პირებად მიიჩნევიან, სახელმწიფომ 5 კატეგორიად იმის და მიხედვით დაყო, თუ გადამხდელის რა გადამხდელის სტატუსი აქვთ მათ:
- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები;
- მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაზრობის ტერიტორიაზე;
- პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;
- მიკრო ბიზნესის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან;
- ინდივიდუალური მეწარმეები.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები
ამ პირების იდენტიფიცირებას სახელმწიფო მათ მიერ 2002 წლის პირველ კვარტალში წარმოდგენილი დეკლარაციისა და საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების მიხედვით მოახდენს.
"კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ, მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირს, ერთხელ მაინც აქვს წარდგენილი 2020 წლის პირველ კვარტალში დეკლარაცია ან ამავე პერიოდში თუ ერთხელ მაინც თუ გამოყენებული აქვს საკონტროლო სალარო აპარატი, ერთხელ მაინც თუ აქვს ამორტყმული ჩეკი, მას შეუძლია მიიღოს ერთჯერადი კომპენსაცია", — განმარტა ლაშა ხუციშვილმა.
მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებული იყვნენ ბაზრობის ტერიტორიაზე
ამ შემთხვევაშიც განმსაზღვრელი კრიტერიუმი იქნება დეკლარაცია. ხუციშვილის თქმით, თუ მათ 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც ჩააბარეს დეკლარაცია ან ერთხელ მაინც გამოიყენეს სალარო აპარატი, კომპენსაციას მიიღებენ:
"გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურში ბაზრობის ოპერატორებისგან იგზავნება შესაბამისი სიები, იანვრისა და თებერვლის თვის სიები მოწოდებულია, თუ ესეთი პირი დაფიქსირებული იქნება ამ სიაში მას შესაძლებლობა ექნება მიიღოს კომპენსაცია".
მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ პირი ამ იდენტიფიცირების საშუალებიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს, დამატებითი დოკუმენტი არ დასჭირდება.
პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ეს არის სპეციალური სტატუსი. ამ საქმიანობაში შედიან პირები, რომლებიც მუშაობენ თონეში, სილამაზის სალონებსა და ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ცენტრებში.
"ასეთი პირებისთვის, მხოლოდ მათ მიერ რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება, რომ მათ მიიღონ კომპენსაცია. ესეთი დაახლოებით 7 000-მდე პირია", — თქვა მან.
მიკრო ბიზნესის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან
ხუციშვილის განცხადებით, ეს არის კატეგორია, რომელთა შემოსავალი არის 30 000 ლარამდე და არ აქვთ საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება. ხუციშვილის თქმით, ასეთი პირებისგან საკმარისი იქნება მიკრო ბიზნესად რეგისტრაციის სტატუსი, რადგან ასეთ ბიზნესებში დეკლარირების დაბალი კულტურაა.
ინდივიდუალური მეწარმეები
ამ პირებისთვის, იდენტიფიცირების საშუალება იქნება 2020 წლის პირველ აპრილამდე წარმოდგენილი 2019 წლის საშემოსავლო დეკლარაცია, ასევე, საკონტროლო სალარო აპარატი, თუ მათ ერთხელ მაინც აქვთ გამოყენებული ის პირველ კვარტალში.
რა უნდა იცოდეთ, თუ არარეგისტრირებული თვითდასაქმებული ხართ
მინისტრის მოადგილის განმარტებით, არაიდენტიფიცირებადი თვითდასაქმებულების შემთხვევაში კომპენსაციის მისაღებად საჭირო საბუთები დამოკიდებულია საქმიანობის სფეროზე.
ამ პირებმა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსებისას, პირადი მონაცემების გარდა, უნდა წარადგინონ შემოსავალის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი. მსგავსი დოკუმენტი შეიძლება იყოს:
- გადასახადის შესყიდვის აქტი;
- მიღება-ჩაბარების აქტი (ხუციშვილის განმარტებით, იურიდიულ პირებს მსგავსი დოკუმენტების შენახვის ვალდებულება 3 წლის განმავლობაში აქვთ, ამიტომ მისი აღება პრობლემური არ იქნება);
- საბანკო ამონაწერები, სადაც გამოჩნდება მათი, შემოსავლის წყარო და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი;
- მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მირ გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ეს იქნება ცნობა, ნებართვა თუ ლიცენზია;
- საქართველოს რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა და შემოსავალი.
ლაშა ხუციშვილმა პრეზენტაციაზე მოიყვანა რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელ არაიდენტიფიცირებად თვითდასაქმებულს, რა საბუთი შეიძლება, დასჭირდეს:
- პირები, რომლებიც ვაჭრობდნენ ბაზრობაზე შესაძლებელია, წარადგინონ ბაზრობის ადმინისტრაციის ცნობა, რომელიც დაადასტურებს, რომ იქ მუშაობდნენ;
- პირებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტებს შორის მგზავრები გადაჰყავდათ, შეუძლიათ შესაბამისი ცნობა აიღონ მუნიციპალიტეტისგან;
- პირები, რომლებსაც ბავშვები გადაჰყავდათ საჯარო სკოლებში, შესაძლებელია, წარადგინონ ავტოსადგურის ორგანიზატორის შესაბამისი ცნობა და მომსახურების გაწევის დოკუმენტი, ან ხელშეკრულება;
- პირებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს დღიურად აქირავებდნენ Airbnb-ზე, booking.com-ზე, თუ სხვა პორტალებზე, შეუძლიათ წარადგინონ საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი;
- პირები, რომლებიც ამზადებდნენ სუვენირებს და აბარებდნენ მაღაზიას; ან პირები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აბარებდნენ საწყობებს, რესტორნებს ან სხვადასხვა პირის კვების ობიექტებს; შეუძლიათ წარადგინონ საგადასახადო დოკუმენტი, შესყიდვის ან მიღება-ჩაბარების აქტი.
როგორ უნდა მიიღოთ კომპენსაცია საბუთების შეგროვების შემდეგ
ორივე კატეგორიაში შესულმა თვითდასაქმებულებმა კომპენსაციის მისაღებად, არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა, ანუ 2 ივლისამდე, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ფორმატზე უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა.
ფორმის შევსებისას საჭიროა გქონდეთ: სახელი-გვარი და პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია და საბანკო რეკვიზიტი, რომელზეც თანხა დაგერიცხებათ. არაიდენტიფიცირებულმა თვითდასაქმებულებმა კი ფორმას თან უნდა დაურთონ ის დოკუმენტი, რომელსაც მოიპოვებენ.
პროცედურების გავლის შემდეგ, როდის მიიღებთ თანხას
სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი გეგმით, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული და არარეგისტრირებული თვითდასაქმებულები კომპენსაციას სხვადასხვა დროს მიიღებენ.
იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების განცხადებას სააგენტო 10 სამუშაო დღის განმავლობაში შეადარებს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ სიას და კომპენსაციას ამ ვადაში გასცემს.
მეორე შემთხვევაში, აპლიკანტის მოთხოვნას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს და საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის სპეციფიკის მიხედვით დააჯგუფებს. 2 კვირის განმავლობაში გადაწყვეტილების მისაღებად ეს სია უწყებათაშორის კომისიას გაეგზავნება. ლაშა ხუციშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს, აპლიკანტი 10 სამუშაო დღის განმავლობაში აიღებს კომპენსაციას.
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
-
ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება
გადახედვა
-
კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
"ვიმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" — GCAA ირანული ავიაკომპანიების დასანქცირებაზე "ვიმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" — GCAA ირანული ავიაკომპანიების დასანქცირებაზე
გადახედვა
-
თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს
გადახედვა
-
აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები
-
"ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს? "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა






კომენტარები