კაპიტანი რობერტ ფალკონის ექსპედიცია, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მიზნად სამხრეთ პოლუსის დალაშქვრას ისახავდა. ადრეული 1900-ან წლებში ბრიტანელები და ნორვეგიელები ერთგვარ რბოლაში მონაწილეობდნენ: მთავარი მისია, ანტარქტიდის ყველაზე ცივ რეგიონამდე მიღწევა იყო.

ფალკონისთვის სამწუხაროდ, პოლუსის დალაშქვრა ნორვეგიელებმა დაასწრეს. უკანა გზაზე კი ფალკონის ექსპედიციის ყველა წევრი, რომელმაც სამხრეთ პოლუსამდე მიაღწია, დაიღუპა. ერთ-ერთი მკვლევარი, ექიმი ჯორჯ მურეი ლევიკის საბედნიეროდ გადარჩა იმიტომ რომ ის კაპე ადარე-ზე დარჩა და მოსფლიოს უკიდურეს სამხრეთ წერტილისკენ არ უმგზავრია.

ექსპედიციის დაბრუნების მოლოდინში, ლევიკი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც პინგვინების შეჯვარების სრული ციკლი იხილა. ადგილი სადაც ექიმი რჩებოდა ადელის პინგვინების ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი იყო.

ექიმი ჯორჯ მურეი ლევიკი

ექიმი ჯორჯ მურეი ლევიკი

ფოტო: Antarctic Heritage Trust (nz)/AFP/Getty Images

ლევიკი იმდენად შოკირებული იყო ამ ერთი შეხედვით უწყინარი და პატარა პინგვინების ქცევით, რომ მათზე ჩანაწერები ბერძნული ალფაბეტის გამოყენებით გააკეთა იმ მიზნით, რომ გამოქვეყნებისას ჩვეულებრივი მკითხველი დაენდო.

ალბათ, ლევიკი ფიქრობდა, რომ პინგვინების სექსუალური ცხოვრების შესახებ მხოლოდ რამდენიმე ამხანაგ მეცნიერს უნდა წაეკითხა.

1913 წელს ლევიკი ბრიტანეთში დაბრუნდა და თავისი დეტალური დაკვირვებები, რომლებიც ადელი პინგვინებს ეხებოდა, საჯაროდ გამოაქვეყნა. თუმცა, გამომცემლობებმა ექიმის ზოგი დაკვირვება ჟურნალიდან მთლიანად ამოიღეს. მათი თქმით, აღწერილი სცენები სამეცნიერო წრისთვისაც კი ზედმეტად "ვულაგრული" იყო.

ლევიკის დღიურები პინგვინების სექსუალურ ცხოვრებას დეტალებში აღწერს. ლევიკი გაოცებული იყო ამ ფრინველების ჰომოსექსუალური ურთიერთობებით და ჯგუფური სექსით. მსგავსი პრეცედენტი ცხოველთა სამყაროში მისთვის ძალიან უჩვეულო იყო.

ლევიკმა ისიც შენიშნა, რომ ზოგი უფროსი პინგვინი მცირეწლოვნებზე სექსუალურად ძალადობდა და იშვიათ შემთხვევებში, პედოფილიის გარდა, ნეკროფილიაც იჩენდა ხოლმე თავს.

ლევიკის დღიური

ლევიკის დღიური

ფოტო: National History Museum

იმის გამო, რომ პინგვინების სექსუალურ ცხოვრებაზე ჩანაწერები თავის დროზე არ გამოქვეყნებულა, ლევიკის დღიურებზე წვდომა ძალიან ცოტას ჰქონდა. საბედნიეროდ, ლევიკის თავის დროზე დაცენზურებულ ჩანაწერებს 2012 წელს მიაგნეს.

ექიმის დღიურები ბუნებრივი ისტორიის მუზეუმს გადაეცა, მათი ხილვა ახლა უკვე ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეუძლიათ და ის საჯაროდაა ხელმისაწვდომი.

მუზეუმის კურატორის, დუგლას რასელის თქმით, ლევიკის დღიურებმა ახალი მნიშვნელობა შეიძინეს, იმიტომ რომ ადელის პინგვინების კოლონიის დაკავებული ადგილი "რიდლის სანაპირო", სადაც კაპე ადარე მდებარეობს, წყლის დონის მატების გამო მალე დაიტბორება. კოლონიას კი სხვა ადგილების ძიება მოუწევს.