გაზრდილი გრანტები, სარწყავი წყლის გადასახადის გაუქმება — რა შეღავათები იქნება სოფლის მეურნეობაში
ფოტო: Shutterstock
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. ეკონომიკურ გეგმაში სხვადასხვა სფეროსთვის დაწესებული შეღავათები და ის ნაბიჯები იყო გაწერილი, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება უახლოეს მომავალში გეგმავს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია და ეს გრძნობა აქვს საქართველოს მოქალაქეებს. მისი თქმით, დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფერმერებმა შეძლონ დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნა სასურსათო პროდუქტზე. ამისთვის ხელისუფლება სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს რამდენიმე შეღავათს სთავაზობს:
- სახელმწიფოს მიკრო საგრანტო სისტემის ზღვარი 30 000 ლარამდე გაიზარდება
"დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ ზღვარი აგვეწია 30 000 ლარამდე და ამ პორტფელის რაოდენობაც გაგვეზარდა 40 მილიონამდე. ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს ელემენტარული მცირე ბიზნესის წარმოებას ჩვენ მათ პირდაპირ გრანტის სახით ფინანსური რესურსით ვეხმარებით", — თქვა გიორგი გახარიამ.
- ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყოფა
"აგროკრედიტი ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ნაწილში, მოგეხსენებათ დღეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოება, სასურსათო ბაზის შექმნა, ამიტომ სახელმწიფომ გამოყო 50 მილიონი ლარი, ამ პროდუქტით შეძლებს ისარგებლოს 5 ათასი ფერმერი. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამეთი ერთწლოვანი კულტურები არის სწრაფი ეფექტის მქონე", — თქვა გიორგი გახარიამ.
- სარწყავი წყლის 2020 წლის გადასახადი გაუქმდება
პრემიერის თქმით, ყველა იურიდიული თუ ფიზიკური პირის გადასახადი, რომელიც 2012 წლის შემდეგ გროვდებოდა გაუქმდება, ჩამოეწერებათ და 2020 წლის საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან.
"2012 წლის შემდეგ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დაგროვილი სარწყავი წყლის გადასახადი გაუქმდება და 20 წლით ამ საფასურისგან ისინი სრულად გათავისუფლდებიან", — აღნიშნა პრემიერმა.
- რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მიწის 3 წლის განმავლობაში სრულად რეგისტრირება
გახარიას თქმით, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა იზრუნოს, ეს კი მიწის სისტემური რეგისტრაციის საბოლოოდ მოგვარებამდე შეუძლებელია.
"იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სამი წლის განმავლობაში მოხდეს მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის რეგისტრაცია. დღეის მდგომარეობით ეს მიწის ის რესურსია, რომელიც დარჩენილია რეგისტრაციის გარეშე. ამის შემდგომ ეს პრობლემა საბოლოდ იქნება გადაწყვეტილი", — თქვა გიორგი გახარიამ.
ვის დახმარებას გეგმავს მთავრობა, როგორ აპირებს ამას — ანტიკრიზისული გეგმა
დღეს, 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმა, რომელსაც ოპოზიცია დაგვიანებულს, მთავრობა კი ეფექტურს უწოდებს რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
პირველი ეტაპი
პირველ ეტაპში გაერთიანებულია ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ აქამდე გადადგა: კომუნალური გადასახადების ნაწილობრივ დაფინანსება, 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, ტურიზმის სფეროს ბიზნესსუბიექტების საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, მცირე სასტუმროების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, სესხების რესტრუქტურიზაცია იურიდიული პირებისთვის და ა.შ.
მეორე ეტაპი
რაც შეეხება მეორე ეტაპს, მთავრობა აცხადებს, რომ მისი მიზანია პანდემიის ნეგატიური გავლენის შემცირება ეკონომიკაზე. პრემიერის თქმით, პროგნოზებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ხარჯების გათვალისწინებით, ბიუჯეტის დასაბალანსებლად 3,9 მილიარდია საჭირო.
მეორე ეტაპში მოექცა სამსახურის გარეშე და უხელფასო შვებულებაში გაშვებული მოქალაქეების დახმარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, თუ ისინი ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ.
- მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა, 200 ლარის ჩარიცხვა მაისიდან დაიწყება — გახარია
- რა საბუთები დასჭირდებათ თვითდასაქმებულებს 300-ლარიანი დახმარების მისაღებად — გახარიას განმარტება
ამ გეგმის ფარგლებში, მთავრობა ამბობს, რომ დამსაქმებლები ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე მიიღებენ სახელმწიფო სუბსიდიას.
გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600-ლარიან (თვეში 100 ლარი) დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველები და შშმ პირები.
ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპშია გათვალისწინებული პენსიების საკითხიც, რომელიც 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს:
- ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა;
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერს დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%.
მთავრობის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს პენსიების რეალურ მოცულობაზე და პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი. ამის გათვალისწინებით, მთავრობა აცხადებს, რომ 70 წლამდე პირებისთვის პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები 70 წელს ზევით კი — 25 ლარზე ნაკლები.
ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს კერძო სექტორის, სოფლის მეურნეობის და აწარმოე საქართველოში მონაწილე მეწარმეების დახმარებასაც.
ეკონომიკის ამოქმედების გეგმა
ეკონომიკის ამოქმედების გეგმა, ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და თავის მხრივ 6 ეტაპს მოიცავს, რომელთა შორის შუალედი 2 კვირაა. მთავრობის განმარტებით, ეტაპების ამოქმედება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და შესაძლებელია შეზღუდვები ისევ გააქტიურონ, თუ სიტუაცია გაუარესდება.
მაგალითად, პირველი ეტაპი, რომელიც 27 აპრილიდან ამოქმედდება ითვალისწინებს მსუბუქი ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილების აღდგენას, ონლაინ ვაჭრობისა და მიტანის სერვისების ამოქმედებას, ასევე, ღია ტიპის აგრარული ბაზრების აღდგენას.
მეორე ეტაპზე, 10 მაისიდან ამოქმედდება მშენებლობები, ავტოსერვისები და სარეკრეაციო ზონები.
გაიგეთ რას ფიქრობს ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმაზე:
- ვერაფერს დავარქმევ თუ არა ე.წ. ქართული ოცნების ოცნებებს — ვაშაძე ანტიკრიზისულ გეგმაზე
- ბოკერია: დაგვიანებული, ზედაპირული და ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასგან
- მათი ამოცანაა შეინარჩუნონ ხელისუფლება, ამიტომ დახმარება არჩევნებამდეა გაწელილი — ვაშაძე
- ისე არ წვიმს, როგორც ქუხს — რომან გოცირიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე
- ეს არის გეგმა, როგორ მოვიგოთ ბიუჯეტზე დამოკიდებული ადამიანის გული — ჯაფარიძე
-
"შვიდი სამეფოს რაინდი" — სამეფო კარის თამაშები, ოღონდ უფრო სახალისო "შვიდი სამეფოს რაინდი" — სამეფო კარის თამაშები, ოღონდ უფრო სახალისო
გადახედვა
-
რატომ დგება ქალაქში სიჩუმე, როცა თოვს რატომ დგება ქალაქში სიჩუმე, როცა თოვს
გადახედვა
-
კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ
გადახედვა
-
ნახეთ: ორი რობოტი ერთმანეთს დამოუკიდებლად ესაუბრება ნახეთ: ორი რობოტი ერთმანეთს დამოუკიდებლად ესაუბრება
გადახედვა
-
ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ
გადახედვა
-
მართლა გვჭირდება თუ არა დღეში 2 ლიტრი წყალი? მართლა გვჭირდება თუ არა დღეში 2 ლიტრი წყალი?
-
შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს
გადახედვა
-
აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი 20 იანვრამდე? რა ეღირება ლარი 20 იანვრამდე?
გადახედვა
-
ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა
გადახედვა
-
შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება
გადახედვა
-
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება "ერთმნიშვნელოვნად" სურს ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება "ერთმნიშვნელოვნად" სურს
გადახედვა
-
გია ვოლსკი: ყაველაშვილი იღებს საბოლოო [შეწყალების] გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება გია ვოლსკი: ყაველაშვილი იღებს საბოლოო [შეწყალების] გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება
გადახედვა
-
კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს
გადახედვა
-
დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, რომლებიც მსხვერპლებზე ძალადობდნენ — 10 არასრულწლოვანია დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, რომლებიც მსხვერპლებზე ძალადობდნენ — 10 არასრულწლოვანია
გადახედვა
-
მადონა: ჩემი მხარდაჭერა ირანელ ხალხს მადონა: ჩემი მხარდაჭერა ირანელ ხალხს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
-
Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს
-
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ
გადახედვა
-
გორის ყოფილმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-თან კონტრაქტი გააფორმა გორის ყოფილმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-თან კონტრაქტი გააფორმა
გადახედვა
კომენტარები