ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის TikTok ვიდეოზე ვრცელი განმარტება გაავრცელა
ფოტო: კადრი ვიდეოდან TikTok/Bera
პოლიტიკურმა პარტია ქართულმა ოცნებამ მათი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის TikTok ვიდეოზე ვრცელი განმარტება გაავრცელა. ისინი ფიქრობენ, რომ "აბსოლუტურად უწყინარ გართობაზე" ოპონენტებმა "უკადრებელი იკადრეს" და "ღვარძლიანი" კრიტიკის ტალღა გაუშვეს. ასევე, ისინი ფიქრობენ, რომ განცხადებები "აბსურდული და სასაცილოა", თუმცა მათ მაინც პასუხობენ.
ოცნების მტკიცებით, ივანიშვილის "ხელწერა ხალხის და ქვეყნის სამსახურში ყოველგვარი პიარის გარეშე დგომაა", თუმცა, მომხდარის გამო, "თავი ვალდებულად მიიჩნიეს" საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ იმაზე, რას აკეთებდა ივანიშვილი გუშინ, ამ ვიდეოს გამოქვეყნებამდე და რას აკეთებს ზოგადად.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
"გუშინ, სოციალურ ქსელში, ბერა ივანიშვილის ტიკტოკ პლატფორმაზე განთავსდა ვიდეორგოლი, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე საკუთარ შვილს ესალმება ამ პლატფორმაზე მიღებული სახალისო ფორმით.
ამ აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, როგორც ხდება ხოლმე, ქართული ოცნების აგრესიული ოპონენტების მხრიდან მოჰყვა მათთვის დამახასიათებელი, სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა. მათ საკუთარ თავსაც კი აჯობეს უკადრებლის კადრებაში. ამას კრიტიკასაც ვერ დაარქმევ — მათ თქვეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ძირითადი ხაზი ოპონენტებმა იმაზე ააწყვეს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი, რადგან მედიაში აქტიურად არ ჩანს ამ კრიზისის პირობებში, არაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად და მხოლოდ ერთობა. ეს განცხადებები, თავისთავადაც აბსურდული და სასაცილოა, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა ხალხის და ქვეყნის სამსახურში ყოველგვარი პიარის გარეშე დგომაა და რომ ამაზე ათწლეულების განმავლობაში მის მიერ პრაქტიკულად ანონიმურ რეჟიმში ნაკეთები საქმეები ყველაზე ნათლად მეტყველებს.
თუმცა, ვინაიდან ოპონენტები ჯიუტად და აგრესიულად ცდილობენ, კრიტიკის ეს სრულიად აბსურდული ხაზი განავითარონ, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, თუ რით არის დაკავებული ბიძინა ივანიშვილი პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში, რათა ერთი სამუშაო დღის მაგალითზე ვაჩვენოთ მის მიმართ გახმოვანებული ბრალდებების აბსურდულობა.
მაგალითისთვის, გუშინ, ამ ვიდეოს განთავსებამდე, ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა რამდენიმე თათბირი. პირველ თათბირს, რომელიც დილის ათ საათზე დაიწყო, პარტიაში ფუნქციონირებადი ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში და რომელმაც სამ სააათზე მეტ ხანს გასტანა, ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობაში ჩართული სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები.
ამ თათბირზე განხილულ იქნა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც აწუხებს ხალხს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში. კერძოდ, განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რისკები და პროგნოზები, ამასთან ერთად, შეფასდა იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში; თათბირზე დეტალურად იქნა განხილული დონორებისგან ფინანსური რესურსების მობილიზების საკითხი, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ფინანსთა მინისტრი; ყოველმხრივ იქნა განხილული სამთავრობო ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, ის სოციალური პაკეტი, რომელსაც ხალხის დასახმარებლად გეგმავს ხელისუფლება, აგრეთვე, მეწარმეებისათვის სახელმწიფოს შეხიდების ღონისძიებები და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, პანდემიის მიერ დამუხრუჭებული ეკონომიკის ეტაპობრივი ამუშავების ვადები, რისკები და შესაძლებლობები.
ამის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ, გუშინ კიდევ ორი თათბირი გამართა პარტიაში მოქმედ პროფილურ საბჭოებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ დაფუძნდა მისივე ინიციატივით და რომლებიც კი არ დუბლირებენ ან ენაცვლებიან შესაბამის ინსტიტუტებს და სახელისუფლებო შტოებს, არამედ ეხმარებიან მათ კოორდინაციის და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით.
ამ რეჟიმში მუშაობს ბიძინა ივანიშვილი და ასე მუშაობდა ყოველთვის, რაც პოლიტიკაში დაბრუნდა. უბრალოდ ახლა, შექმნილ ვითარებაში, გაცილებით მეტი მუშაობა უწევს და კიდევ უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება გუნდთან; ამ ტიპის თათბირები და შეხვედრები პარტიაში ყოველდღიურად იმართება და ბიძინა ივანიშვილი, მუდმივ კონტაქტშია ანტიკრიზისულ საბჭოსთან და პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან.
თუმცა, როგორც მანამდე, დღესაც ბიძინა ივანიშვილი, ოპონენტებისგან და მათი ლიდერებისგან განსხვავებით, არა საკუთარი თავის წარმოჩენაზე, პიარზე და პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე, არამედ საქმის კეთებაზე და მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგის მიღებაზეა ორიენტირებული.
მუშაობის შედეგები სახეზეა, საქართველოს, მისი ხელისუფლების წარმატებას ამ კრიზისულ ვითარებაში ხედავს და დადებითად აფასებს საქართველოს მოსახლეობაც და მთელი მსოფლიოც. ყველა ხედავს, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა, მისი ხელისუფლება, მსოფლიოში ყველაზე ეფექტური თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნამდვილად არის პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში.
ყველა ხედავს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი წარმატებით ართმევს თავს გამოწვევებს; ყველა ხედავს, რომ ბევრი ძლიერი ქვეყნისგან განსხვავებით, პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლა ვერ შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჯანდაცვის სექტორმა არნახულად კარგად იმუშავა; ყველა ხედავს, პროფილურმა სამინისტროებმა, ბევრად მდიდარი ქვეყნებისგან განსხვავებით უზრუნველყვეს, რომ ქვეყანაში სასურსათო დეფიციტი არ შექმნილიყო; ყველა ხედავს, რომ ფინანსთა მინისტრმა სამი მილიარდი დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა შედგა ეფექტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ!
და რა თქმა უნდა, ეს ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს ოპტიმიზმს და იმის ხალისს, რომ საკუთარ ვაჟთან ერთად ჩაწეროს სახალისო ვიდეო, წარსდგეს არაორდინალურ ამპლუაში და შეზღუდვებით დამძიმებულ მოსახლეობას გაუზიაროს ის ოპტიმიზმი, რომლის საფუძველიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს.
ამ ფონზე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის კრიტიკა, შეურაცხყოფა და სახალისო ვიდეორგოლის უხამსობად შერაცხვის მცდელობა, იმ მარაზმის ავტორებისგან, ვინც თავის დროზე ქვეყანაში რუსულ ჯარს შემოუძღვნენ და ჩვენი გმირების ცხედრები ჯერაც არ იყო გაციებული, როცა კონცერტი მოაწყვეს და წაგებული ომი აზეიმეს ქვეყანას; ვინც 26 მაისს, სისხლით მორწყულ რუსთაველზე საზეიმო აღლუმი მოაწყვეს და ამით ხარობდნენ; ვინც საქმეს შედეგის მისაღებად კი არა, ტელევიზორში ათასჯერ გამოსაჩენად აკეთებდა და თანაც ნახევრად და ხშირად უკუღმაც. ამ ხალხს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, პანდემიის გაჩენასაც ბიძინა ივანიშვილს დააბრალებდნენ, რადგან მისგან განსხვავებით, მათ არ უხარიათ საკუთარი ქვეყნის წარმატება, ისინი ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ჰყავს ეფექტიანი ხელისუფლება და ვერ ეგუებიან, რომ ქართველი ხალხიც და მსოფლიოც ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს მომავლისადმი, ვინაიდან ასეთ საქართველოში თავის ადგილს და ხელისუფლების ხელში ჩაგდების შანსს ვეღარ ხედავენ.
საყოველთაოდ ცნობილია, ხელისუფლების მდგრადობას და ეფექტიანობას, ყველაზე უკეთ სწორედ კრიზისი ავლენს.
უკანასკნელ წლებში საქართველოს ორი ყველაზე მწვავე კრიზისი ჰქონდა - ეს პანდემია, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით გაჩნდა და რომელსაც მთელი მსოფლიო ხედავს როგორ ეფექტურად უმკლავდება საქართველოს ხელისუფლება და აგვისტოს ომით გამოწვეული კრიზისი, რომელში პასუხისმგებლობა აგრესორთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობასაც” მიუძღვის და ყველას კარგად ახსოვს მაშინ, როგორ სამარცხვინოდ დაკარგა სახე „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ, როგორ აბსოლუტურად გაშიშვლდა, რომ ვინ რას სჩადიოდა და ვინ რა განცხადებას აკეთებდა, ჭკუა აღარავის მოეკითხებოდა.
აი, სწორედ ეს ხალხი აკრიტიკებს და ვერ ეგუება დღეს ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის ოპტიმიზმს.
დიახ, დღეს ბიძინა ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც ოპტიმისტურ განწყობაზეა ქვეყნის წარმატების გამო ამ მძიმე კრიზისში, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს, ბუნებრივია უნდა უხაროდეს, თუმცა სწორედ ამას ვერ ეგუება და სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” უკმაყოფილების და ღვარძლის ერთადერთი მიზეზი.
მათ ხომ ავტომატურად აღონებს და ხასიათს უფუჭებს ქვეყნის და ხალხის წარმატება. ივანიშვილისგან განსხვავებით, ისინი ხომ მაშინ იქნებოდნენ კარგ ხასიათზე პანდემიას რომ დამანგრეველი შედეგი მოეტანა იმიტომ, რომ ასობით გარდაცვლილის და ჩამოშლილი ქვეყნის ფონზე, საკუთარ პოლიტიკურ შანსს დაინახავდნენ.
თუმცა, საბედნიეროდ, დღეს მათ არავითარი შანსი არ აქვთ, შანსი აქვს ჩვენს ხალხს და ქვეყანას.
რა თქმა უნდა, წინ ბევრი გამოწვევაა, ბევრი სირთულე ელის მსოფლიოს და საქართველოს, მაგრამ მთავარია, რომ დღეს, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი სრულ მზადყოფნაშია ამ გამოწვევებთან გამკლავებისთვის, აქვს ქვეყნის მომავლის რწმენა და გამარჯვების ფაქტებით დასაბუთებული იმედი!"
ბიძინა ივანიშვილის ვიდეო მისი შვილის, ბერას TikTok-ზე გუშინ, 21 აპრილს გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების დღიდან ივანიშვილი მედიასთან არ გამოჩენილა, ამიტომ საზოგადოების ნაწილმა და პოლიტიკოსებმა ის გააკრიტიკეს. TT
გაიგეთ მეტი პოლიტიკოსების შეფასებებზე:
- ეს არის მთელი საზოგადოების პირდაპირი შეურაცხყოფა — ბოკერია ივანიშვილის TikTok-ზე
- როგორც ჩანს, ერთობა, კარგი დრო იპოვა გასართობად — კაპანაძე ივანიშვილის TikTok-ზე
- ესაა რეალობისგან მოწყვეტის უნიჭო დემონსტრირება — სააკაშვილი ივანიშვილის TikTok-ის ვიდეოზე
- ყველას არ აქვს ფუფუნება, გალაღებული იყოს სახლში და TikTok-ებით გაართოს მოქალაქეები — ლევან გოგიჩაიშვილი
- პოზიტიური და კარგი ნაბიჯი იყო, ბევრი ადამიანი გახალისდა — სოფო კილაძე ბიძინა ივანიშვილის TikTok-ზე გამოჩენაზე
ამავე თემაზე:
-
ღამით პარლამენტთან ერთ-ერთ კარავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან კარვები აიღეს ღამით პარლამენტთან ერთ-ერთ კარავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან კარვები აიღეს
გადახედვა
-
ვინ იყო აიათოლა ალი ხამენეი და როგორ მოვიდა ის ხელისუფლების სათავეში? ვინ იყო აიათოლა ალი ხამენეი და როგორ მოვიდა ის ხელისუფლების სათავეში?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ფაშინიანი თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ურთიერთობა EU-სთან შალვა პაპუაშვილი: ფაშინიანი თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ურთიერთობა EU-სთან
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელსაც დღეს მიიღებენ რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელსაც დღეს მიიღებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი მხატვრის შედევრია თუ არა ქვიზი: გამოიცანი ცნობილი მხატვრის შედევრია თუ არა
-
შსს: ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს — მატერიალური ზიანი 10 000 ლარს შეადგენს შსს: ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს — მატერიალური ზიანი 10 000 ლარს შეადგენს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სინამდვილეში დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირის დამცველები შალვა პაპუაშვილი: სინამდვილეში დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირის დამცველები
გადახედვა
-
NYT: ირანში სკოლაზე იერიშზე პასუხისმგებელი აშშ-ია — მათ შეცდომით ძველი მონაცემები გამოიყენეს NYT: ირანში სკოლაზე იერიშზე პასუხისმგებელი აშშ-ია — მათ შეცდომით ძველი მონაცემები გამოიყენეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა — გამოხმაურებები ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა — გამოხმაურებები
გადახედვა
-
კლიმატის ვოპკე ჰოეკსტრა: ასეთი ქმედებებითა და კანონებით, საქართველოს EU-ს წევრობისკენ რეალური გზა არ გააჩნია არც 2030 წლისთვის კლიმატის ვოპკე ჰოეკსტრა: ასეთი ქმედებებითა და კანონებით, საქართველოს EU-ს წევრობისკენ რეალური გზა არ გააჩნია არც 2030 წლისთვის
გადახედვა
-
ჩემი მიზანი ჩემი პირადი თავისუფლება არ არის; ჩემი მიზანია თავისუფლება ქართველი ხალხისთვის — ელენე ხოშტარია რასა რასა იუკნევიჩიანეს ჩემი მიზანი ჩემი პირადი თავისუფლება არ არის; ჩემი მიზანია თავისუფლება ქართველი ხალხისთვის — ელენე ხოშტარია რასა რასა იუკნევიჩიანეს
გადახედვა
-
მოისმინეთ ბზიკების სიმღერა, რომლითაც ევროვიზია 2026-ზე წარვდგებით (ვიდეო) მოისმინეთ ბზიკების სიმღერა, რომლითაც ევროვიზია 2026-ზე წარვდგებით (ვიდეო)
-
გოლფსტრიმი ჩრდილოეთისკენ მიიწევს — შეიძლება ეს ბუნების ნაადრევი გაფრთხილება იყოს გოლფსტრიმი ჩრდილოეთისკენ მიიწევს — შეიძლება ეს ბუნების ნაადრევი გაფრთხილება იყოს
გადახედვა
-
10 გამორჩეული სამოსი ოსკარების ისტორიიდან 10 გამორჩეული სამოსი ოსკარების ისტორიიდან
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად გასწავლა ინგლისური ფილმებმა და სიმღერებმა? ტესტი: რამდენად კარგად გასწავლა ინგლისური ფილმებმა და სიმღერებმა?
-
"რთულ" ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება უფრო სწრაფად გვაბერებდეს — კვლევა "რთულ" ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება უფრო სწრაფად გვაბერებდეს — კვლევა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს ზურა მენთეშაშვილის შიმშილობას და მის კარცერში გადაყვანას პენიტენციური სამსახური უარყოფს ზურა მენთეშაშვილის შიმშილობას და მის კარცერში გადაყვანას
გადახედვა
-
ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სტერილიზაციისთვის წაყვანილი უპატრონო ცხოველები უჩინარდებიან ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სტერილიზაციისთვის წაყვანილი უპატრონო ცხოველები უჩინარდებიან
გადახედვა
-
პროტესტი ChatGPT-ს შემქმნელი კომპანიის წინააღმდეგ: OpenAI მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა პროტესტი ChatGPT-ს შემქმნელი კომპანიის წინააღმდეგ: OpenAI მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის EU-ში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა EU-სა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა. ჩვენი თხოვნაა, რომ EU-საქართველოს კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის EU-ში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა EU-სა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა. ჩვენი თხოვნაა, რომ EU-საქართველოს კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა პირველი ასოს მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა პირველი ასოს მიხედვით
კომენტარები