მიმაგრებულმა კამერამ ჩაწერა, როგორ უვლის კუზა ვეშაპი ნაშიერს
საკუთარ ნაშიერზე ზრუნვა ხმელეთის ძუძუმწოვრებისთვის უმეტესობისთვის საკმაოდ უშუალო პროცესია, თუმცა იმავეს კუზა ვეშაპზე ვერ ვიტყვით — მოცურავე დედასა და მის ნაშიერს მოძრაობების შეთანხმება დიდი სიფრთხილით უწევთ.
წყლის ძუძუმწოვრების კვლევითი პროგრამის ზღვის ბიოლოგებმა თებერვალში მაუის სანაპიროზე ორკვირიანი ექსპედიციის დროს უპრეცენდეტო ვიდეო გადაიღეს. მისიის მიზანს ამ არეალში, რომელიც მათი გამრავლების ადგილია, კუზა ვეშაპის ქცევის შესწავლა წარმოადგენდა.
კუზა ვეშაპის ნაშიერის პერსპექტივიდან, ვიდეო საკმაოდ უცნაურია. იგი დედის მუცლისკენ მიემართება, რათა რძის დალევა შეძლოს. მეორე ჩანაწერში კი დედა კუზა ვეშაპი საკუთარი ნაშიერის გვერდით მიცურავს, დროდადრო კი ისინი ერთმანეთს მსუბუქად ეჯახებიან.
ვიდეოების გადასაღებად გუნდმა შვიდ კუზა ვეშაპის ნაშიერს, რომლებიც ჯერ კიდევ დედებზე იყვნენ დამოკიდებულები, სპეციალური სამაგრები მოათავსა. სამაგრზე მოთავსებული აქსელერომეტრები მათი ცურვის სიჩქარეს ზომავდნენ, კამერები კი ჩანაწერებს აკეთებდნენ.
სამაგრებიდან მიღებული მონაცემები გუნდს საშუალებას მისცემს კუზა ვეშაპების მზრუნველობითი ქცევა შეისწავლონ.
კომენტარები