Libra — ფეისბუქის კრიპტოვალუტის მარცხი და სამომავლო გეგმა
2019 წლის ივნისში ფეისბუქმა ფართო საზოგადოებას საკუთარი კრიპტოვალუტის, Libra-ს შესახებ სამომავლო გეგმები გააცნო. მისი საშუალებით მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, საკრედიტო ბარათებისა და საბანკო ანგარიშების გარეშე სასურველი პროდუქტისა თუ სერვისის შეძენის შესაძლებლობა უნდა ქონოდათ.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ფეისბუქის კრიპტოვალუტამ მოლოდინები ვერ გაამართლა. როგორც The New York Times წერს, Libra მარცხისთვის განწირული გლობალური ვალუტის ოცნება და PayPal-ის ხელმეორედ გამოგონების მცდელობაა.
ბოლო ათი თვის განმავლობაში ფეისბუქის გლობალური ვალუტის ოცნებამ მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა. ექსპერტებმა პროექტს წარუმატებლობა უწინასწარმეტყველეს, საფრანგეთის მთავრობამ მის გამოყენებაზე უარი განაცხადა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იგი Libra-ს "ფანი არაა".
პროექტზე უარი მხსვილმა მხარდამჭერებმაც თქვეს. PayPal, Visa, MasterCard და eBay-მ Libra-ს ასოციაციიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რითაც იდეას პრაქტიკულად ყველა რესურსი ამოეწურა.
Libra 2.0 ახალი ფინანსური სისტემის შექმნის ნაცვლად მიზნად ისახავს შექმნას პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სასურველი შენაძენი მათთვის მისაღები კრიპტოვალუტით განახორციელონ, რომელიც თავისმხრივ ადგილობრივ ვალუტაზე იქნება მიბმული. აღნიშნული კონცეფცია კრიპტოვალუტებს შორის გადარიცხვის განხორციელების საშუალებასაც ითვალისწინებს.
მიაღწევს თუ არა ფეისბუქის განახლებული იდეა წარმატებას? ამას დროთა განმავლობაში გავიგებთ.
კომენტარები