გადაადგილებაზე ბიზნესისთვის გამონაკლისი დაშვებულია, მაგრამ წესები უნდა დაიცვან — თურნავა
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ქვეყანაში გამკაცრებული შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, ბიზნესისთვის გადაადგილებაზე გამონაკლისი დაშვებულია. მისი თქმით, უსაფრთხო ტრანსპორტირება უსაფრთხო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ თემაზე ნათია თურნავამ მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.
"სატრანსპორტო საშუალებებში მომატებული რისკია ინფექციის გადადების, გამონაკლისი დაშვებულია ბიზნესისთვის, საწარმოებისთვის, რომ მათ უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების გადაადგილება მიუხედავად ყველა აკრძალვისა, თავისი ან დაქირავებული სატრანსპორტო საშუალებებით, მაგრამ ის რომ წესები უნდა იყოს დაცული ძალიან მნიშვნელოვანია", — თქვა ნათია თურნავამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიებს წესების დაცვასთან დაკავშირებით შეამოწმებენ და ტრანსპორტირებაც ამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. მისი თქმით, გაიდლაინებში გაწერილი წესები ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობის დროს უნდა იყოს დაცული.
2 აპრილს მთავრობამ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ონლაინ ვაჭრობა აღარ შეიზღუდება. ახალი დოკუმენტით, ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს განსაზღვრავს. მასში ვკითხულობთ, რომ დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, დისტანციურად, მხოლოდ სახლიდან გაუსვლელად.
დადგენილება განმარტავს დისტანციური მუშაობასაც, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე, სამუშაო ადგილიდან, მათ შორის სამსახურიდან, ოფისიდან სადაც იქნება მაქსიმუმ 5 ადამიანი.
2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ჯამში 130-მდე შეადგინა. მათ შორის 26 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 281.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა. სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა. სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
კომენტარები