საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ყველა სახის კოლექტიურ ლოცვას აჩერებს
ფოტო: ჯემნიუსი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყველა სახის კოლექტიური ლოცვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მათ მიერ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, მეჩეთებში გაგრძელდება ეზნის კითხვა და ლოცვის ინდივიდუალურად შესრულების მსურველთათვის ღია დარჩება.
"მიღებული იქნა გადაწყვეტილება მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას დროებით შეჩერდეს მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა. ვინაიდან ისლამის მიხედვით, პარასკევის ლოცვა მხოლოდ მეჩეთებში ჯამაღეთით სრულდება, აღნიშნული ლოცვის ვალდებულება ეკისრება პირს, თუ ის გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. მათ შორის: პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი. მაგალითად, პატიმარს ან მოცემულ შემთხვევაში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს პარასკევის ლოცვის ვალდებულება არ ეკისრება. ასევე, ადამიანის ქონებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს", — ნათქვამია საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, დღეს 20 მარტს 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება.
15 მარტს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების გამო სინოდის სხდომა უნდა შეიკრიბოს და ერთიან პოზიციაზე შეჯერდეს. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრა იმისთვისაცაა საჭირო, რომ გაირკვეს რომელია პატრიარქის კურთხევა და რომელი არა. მისი თქმით, გაურკვეველია ვინ არის ის, ვინც ეკლესიის სახელით საუბრობს, რადგან რეკომენდაციები, რომელსაც ეკლესია გასცემს, პირადად პატრიარქისგან არ მოუსმენია.
"არის იმის საშუალება მგონი, რომ მღვდელმთავრები შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშავოთ, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მხრებზე, იმაზე თუ ეკლესიაში რა მოხდება", — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
კორონავირუსის პრევენციისთვის ერთჯერადი კოვზით ზიარებაზე საპატრიარქომ უარი თქვა, თუმცა განაცხადა, რომ ზიარების შემდგომ სასმლის (სიტკბოების) მიღება მრევლს ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქით შეუძლია. გარდა ამისა, მრევლს მისცეს რეკომენდაცია ყოველ დილას, უზმოზე ნაკურთხი წყალი დალიონ და სახლსა და სამსახურში აპკურონ. ასევე, პატრიარქის გადაწყვეტილებით ყოველ კვირა დღეს, 12 საათზე ყველა ტაძარში უნდა დაირეკოს ზარი და მრევლმა, ეკლესიაში და სხვაგანაც, ერთად ილოცოს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები