როგორ მუშაობს ახალი iPad-ის კურსორი
რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ახალ iPad-ს ტაჩპედისა და მაუსის მხარდაჭერა ემატება. Magic Keyboard-ის ყიდვა iPad Pro-სათვის მომხმარებელს ზომის მიხედვით, 299 და 349 დოლარად შეეძლებათ.
რადგან მაუსის მხარდაჭერა უკვე გვაქვს, მოდით განვიხილოთ თუ როგორ მუშაობს ის — iPadOS და ზოგადად iPad შეხებაზე დაფუძნებული სისტემებია, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემა მთლიანად თითების აღქმაზეა ორიენტირებული და არა მაუსის პატარა კურსორზე. ეს პრინციპები მაშინაც კი არ შეცვლილა, როცა Apple Pencil გამოვიდა.
საინტერესო ისაა, რომ ეფლის მიერ შექმნილ აიპედის კურსორს თავისებური ქცევა ახასიათებს. მაგალითად, წრიული კურსორი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა თქვენ ის გჭირდებათ, ანუ, როდესაც ტაჩპედს შეეხებით.
კურსორი სტანდარტულ ისარს საერთოდაც არ ჰგავს, ის მრგვალია და უფრო მეტად თითის ანაბეჭდის შთაბეჭდილებას ტოვებს.
მას შეუძლია შეიცვალოს ფორმა კონტექსტის მიხედვით. ყველამ ვიცით, რომ პერსონალურ კომპიუტერებზე კურსორი ხან ხელის ფორმას იღებს, ხანაც ტექსტს ცნობს. აიპედის შემთხვევაში კურსორი ზუსტად იმ ფორმის ხდება, რა სახის UI ელემენტზეც გაჩერდება. ეს კი მას უფრო კომფორტულს ხდის.
ეს ამარტივებს, მაგალითად, ტექსტის დაკოპირებას და ჩასმას, ბლოკების გადატანას, საბოლოო ჯამში აიპედის გამოყენება უფრო მეტად ემსგავსება პერსონალური კომპიუტერის გამოყენებას და ამაზე აქცენტი ეფლმა ახალი აიპედის რეკლამაშიც გააკეთა: "შენი შემდეგი კომპიუტერი, კომპიუტერი არ არის."
ახალ აიპედს ნავიგაციის ჟესტური მართვის მხარდაჭერაც აქვს. რა თქმა უნდა, ის ზუსტად მაკივით არ მუშაობს, თუმცა რამდენიმე ჟესტის გამოყენება აქაც შეგიძლიათ: ჩაიტანეთ კურსორი ეკრანის ქვედა ნაწილში, რათა აპლიკაციების დოკი გამოაჩინოთ, წაიღეთ კურსორი ეკრანის მარჯვენა მხარეს, რათა პროგრამებს შორის გადასვლა ან ერთმანეთზე გადადება მოახერხოთ. საწყის ეკრანზე 3 თითის ჩამოსმით დაბრუნდებით, ასევე, 3 თითის ქვევიდან ზევით ასმით და დაყოვნებით მრავალფუნქციურ რეჟიმზე გადახვიდეთ.
აპლიკაციებს შორის გადაადგილება კი სამი თითის მარჯვნივ ან მარცხნივ გასმით შეგეძლებათ.
მომხმარებლები აიპედში კურსორის სრულ მხარდაჭერას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, ახლა კი, როდესაც ეფლმა ეს ცვლილება განახორციელა, დეველოპერები მას სათავისოდ გამოიყენებენ და აიპედს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო პროდუქტიულს გახდიან.
კომენტარები