ჩიკაგოს აკვარიუმში პინგვინები, როგორც წესი, მნახველების დიდი რაოდენობით გამოირჩევიან ხოლმე. თუმცა, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო აკვარიუმი დროებით დაიკეტა, პინგვინებს ვიზიტორების როლის მორგების შესაძლებლობა მიეცათ.

"ისინი ახალ გარემოს ეცნობიან და სხვადასხვა აქტივობით არიან დაკავებულები", — განაცხადა აკვარიუმის წარმომადგენელმა.

ტვიტერზე გავრცელებულ ვიდეოში კი ერთ-ერთი პინგვინი, ვილინგტონი ჩანს, რომელიც თევზებს ათვალიერებს.

"ვილინგტონი თევზებით განსაკუთრებულად დაინტერესებული აღმოჩნდა", — ნათქვამია ტვიტში.

აკვარიუმი 29 მარტის ჩათვლით დაკეტილი იქნება და იგი ერთ-ერთია იმ უამრავ დაწესებულებას შორის, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.