კორონავირუსი: სტატისტიკა და ახალი ამბები 13 მარტის მდგომარეობით
ფოტო: DAVID SMART / SHUTTERSTOCK
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
13 მარტის მდგომარეობით:
- 141 401 დადასტურებული შემთხვევა მსოფლიოში
- 5371 გარდაცვლილი
- 70 655 გამოჯანმრთელებული
საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 25
- კარანტინის რეჟიმში - 314
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 63
- თბილისის ინფექციურში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებიდან პნევმონია 7 პაციენტს აქვს
დღის ფაქტი:
ჩინეთში მხოლოდ 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ 8-დან დაავადების წარმოშობის ეპიცენტრში, უხანში, მხოლოდ 5 შემთხვევაა.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში:
ირანში კორონავირუსით გარდაცვლილებისთვის განკუთვნილი საფლავები კოსმოსიდან ჩანს
ირანი ჩინეთისა და იტალიის შემდეგ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. ამჟამად ქვეყანაში 10 075 ინფიცირება და 429 გარდაცვალებაა დაფიქსირებული, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეიძლება ირანი პრობლემის მასშტაბებს მალავდეს.
1-ლ და 8 მარტს გადაღებულ სატელიტურ სურათებში ჩანს, რომ ირანის ყველაზე დაინფიცირებულ რეგიონში, ქომში საფლავებისათვის ზონებს ამატებენ.
დღის ფოტო: იტალიელი მედდა ცვლის შემდეგ
ფოტო: Reddit
სახეზე ნიღბის ხანგრძლივი ტარებისგან დატოვებული კვალი ცხადად ჩანს.
დღის დამაიმედებელი ამბები:
- სამხრეთ კორეაში პირველად დაფიქსირდა გამოჯანმრთელების უფრო მეტი შემთხვევა, ვიდრე ახალი ინფიცირების;
- შეგიძლიათ კორონავირუსთან ბრძოლაში თქვენი კომპიუტერით ჩაერთოთ: ეს პროგრამა, რომელსაც Folding@home ჰქვია, თქვენი კომპიუტერის სიმძლავრის ნაწილს სუპერკომპიუტერს უთმობს, რომელიც სამყაროს დაავადებებისთვის წამლის ბრძოლაში ეხმარება.
რა ხდება მსოფლიოში:
უხანის აეროპორტი სრულიად ცარიელია
- ამჟამად კორონავირუსის ეპიცენტრად ევროპა ითვლება.
- სამწუხაროდ, ჯერჯერობით არაფრით დასტურდება, რომ კორონავირუსზე სითბო უარყოფითად მოქმედებს. ავსტრალიაში ზაფხულია, ტემპერატურა კი საშუალოდ 23 გრადუსია. მიუხედავად ამისა, კორონავირუსით 128 ადამიანი დაავადდა, რომელთაგანაც სამი გარდაიცვალა.
- კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა: კოსოვოში, ყაზახეთში, ვენესუელაში, ეთიოპიაში, კენიასა და გვინეაში.
- კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა უკრაინაში და სუდანში.
- რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაავადების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
- შემაშფოთებელი სიტუაციაა ეგვიპტეში, სადაც 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში დაავადებულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. შესაძლოა, რომ ქვეყანაში მეტი შემთხვევა იყოს, რადგან მარტის დასაწყისში ეგვიპტის მთავრობა ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ ორი ინფიცირებული ჰყავდათ, როცა რეალური რიცხვი 20-ს აჭარბებდა.
ცნობილი ადამიანები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ
ფოტო: Getty
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი საოცარი სისწრაფით ვრცელდება მსოფლიოში, მისი რეალურობა განსაკუთრებით რეალური მაშინ გახდა, როცა ის ცნობილ ადამიანებსაც შეეხო:
- სოფი ტრუდოს, ჯასტინ ტრუდოს ცოლს კორონავირუსი აღმოაჩნდა. თავად ჯასტინ ტრუდო კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
- ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, ფაბიო ვაინგარტენს კორონავირუსი დაუდგინდა. რაც შეეხება თავად ბრაზილიის პრეზიდენტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა პრეზიდენტმა ეს ამბავი უარყო.
- დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ნადინე დორისი ასევე კორონავირუსს ებრძვის.
- ტომ ჰენკსსა და რიტა უილსონს გუშინ დაუდასტურდათ კორონავირუსი.
- კორონავირუსით დაავადებულთა სიაში არის ასევე NBA-ის კალათბურთელი რუდი გობერტი, რომელმაც უპასუხისმგებლოდ იხუმრა, მიკროფონებს ჩამოუარა და ხელი შეახო. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა.
- ინფიცირებულია NBA-ის კიდევ ერთი კალათბურთელი, დონოვან მიტჩელი.
- კორონავირუსი დაუდასტურდა იუვენტუსის ფეხბურთელს, დანიელე რუგანის.
რა ხდება საქართველოში:
დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, დღის ახალი ამბების მთავარი ფოკუსი კი ეკონომიკაზე კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება იყო.
კორონავირუსის COVID-19 გავრცელებით გამოწვეული ვითარების გამო ბანკებმა საქართველოს სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადეს. ჩვენი სტატიიდან შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ იმუშავებს სესხების სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.
- ევექსი ჰოსპიტლები საჭიროების შემთხვევაში ოთხ ჰოსპიტალს გამოყოფს
- 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო დაფარავს
- საჭიროების შემთხვევაში ფინანსურად და საკარანტინო ზონით დავეხმარებით მთავრობას — GFF
- ტურიზმის სექტორს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდება.
ერთი ამბავი, რომელმაც დღეს გაგვაღიმა
კარანტინში მყოფი იტალიელები ერთმანეთის გასამხნევებლად აივნებიდან მღერიან:
დღის რჩევა:
როგორ ვიზრუნოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კორონავირუსის დროს
ფოტო: Photo by Tim Mossholder on Unsplash
1. იკონტაქტეთ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ვიდეოჩატის, სატელეფონო ზარისა და მიმოწერის საშუალებით. ეს რეალურად დაგეხმარებათ, რომ გააძლიეროთ თქვენი კავშირები მიუხედავად იმისა, რომ მათ პირადად არ ნახულობთ.
2. გაეცანით მხოლოდ სანდო წყაროებს, თავი აარიდეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ვირუსისა და მისი გაჩენის მიზეზების შესახებ. გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე და არა ვარაუდებზე. შეაგროვეთ ინფორმაცია რეგულარული ინტერვალებით, ავტორიტეტული და სანდო პლატფორმებიდან - იმისთვის, რომ ფაქტები ჭორებისგან განასხვავოთ.
3. მეტი წაიკითხეთ პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ და დარწმუნდით, რომ იცავთ რეკომენდაციებს.
4. COVID-19 გავრცელდა ბევრ ქვეყანაში. ამიტომ, გთხოვთ, არ დააკავშიროთ ის რომელიმე ეთნიკურ ჯგუფსა თუ ეროვნებასთან. გამოიჩინეთ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ეს პრობლემა გაუჩნდა, მიუხედავად რეგიონისა და ქვეყნისა. მათ, ვინც ავად გახდნენ, არაფერი დაუშავებიათ.
5. ნუ უწოდებთ დაავადებულ ადამიანებს "მსხვერპლებს", "კორონავირუსიან ოჯახებს" ან "ავადმყოფებს". ისინი არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ კორონავირუსი. COVID-19-ისგან გათავისუფლების შემდგომ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს, ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს.
6. თავი დაიცავით და სხვბსაც გაუფრთხილდით. სხვისი დახმარება ამგვარი კრიზისის დროს ეხმარება როგორც იმას, ვისაც ეხმარებიან, ასევე თავად დამხმარეს.
7. აღნიშნეთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ეხმარება დაინფიცირებულ ადამიანებს და ზრუნავს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფები პირებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები