$39 000-ად შეგიძლიათ იყიდოთ ლინზა, რომელიც თავისი თავის უკანაც ხედავს
ნიჭიერ ფოტოგრაფს გასაოცარი ფოტოების გადაღება დაბალფასიანი კამერითაც შეუძლია. რა თქმა უნდა, ძვირფასი აღჭურვილობა ლამაზი ფოტოს გარანტიას არ იძლევა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ 39 000 დოლარიანი ლინზის ყიდვა, რომელიც "უკანა მხარესაც" ხედავს, არ ღირს.
ლინზას, რომელიც 270 გრადუსიან ფოტოებს იღებს, ოფიციალურად C-4 Precision Optics 4.9mm f/3.5 Hyper Fisheye ქვია. C-4 როჯერ ციცალამ, ბრაიან კალდველის და აარონ კლოსზის დახმარებით შექმნა. ეს ერთგვარი ექსპერიმენტია, რომლითაც ლინზების ფიზიკური შეზღუდვების შემოწმება შეიძლება.
C-4 სპეციალურად Sony-ს full-frame-E კამერებისთვის შეიქმნა. კამერა სპეციალურად აწყობილ ჩარჩოში მაგრდება, ლინზის მიერთება კი მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი.
ფოტოაპარატის მოდელი, რომლისთვისაც ეს ლინზა შეიქმნა 5 კილოგრამს იწონის. ამას დაუმატეთ C-4-ის არც ისე მსუბუქი წონა და აღმოაჩენთ, რომ აღჭურვილობა საკმაოდ მძიმეა.
ამიტომ თუ ამ ლინზის ყიდვას გადაწყვეტთ, მყარ შტატივში დამატებით ინვესტიციის ჩადება ურიგო არ იქნება.
სავარაუდოდ, C-4-ით ყველაზე ხშირად ისინი ისარგებლებენ, ვინც ვირტუალურ რეალობაზე მუშაობს. თუ თქვენ ფოტოებს უბრალოდ ინსტაგრამისთვის იღებთ ან ხარისხიანი სელფების გადაღება გსურთ, სავარაუდოდ, 39 000 დოლარზე ბევრად უფრო იაფიანი აღჭურვილობითაც დაკმაყოფილდებით.
კომენტარები