კორონავირუსის პორნო Pornhub-ზე უფრო და უფრო პოპულარული ხდება
პორნო ყოველთვის პოულობს გზას, რომ აქტუალურ თემას გამოეხმაუროს
ვიდეოში, რომლის სათაურიცაა "დაავადებათა კონტროლის ცენტრის აგენტი მიტოვებულ უხანს იკვლევს" ჩვენ მთავარი გმირის თვალით ვუყურებთ მოვლენებს. შესაბამის აღჭურვილობაში გამოწყობილი ჯანდაცვის მუშაკი ჩაბნელებული საავადმყოფოს ოთახებში დაეხეტება. კამერაში ისმის გახშირებული სუნთქვა, რაციაში კი მისი კოლეგის ხმა დროდადრო წყდება. უეცრად მისკენ საავადმყოფოს ტანსაცმელში ჩაცმული ქალი მოემართება, რომელიც უსიტყვოდ არღვევს დამცავი სამოსის ჰერმეტულობას და დანარჩენი თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.
ახალი კორონავირუსით დაავადებულების რიცხვი 4 მარტის მდგომარეობით 90 000-ს აღწევს. დაღუპულია 3 000 ადამიანი. ჩინეთის მიერ გატარებული ზომების შედეგად დაცარიელებული უხანი მართლაც შემაშფოთებლად გამოიყურება. კადრებისა თუ ფოტოების ნახვის შედეგად მიღებული შთაბეჭდილების თავიდან ამოგდება შეუძლებელია, ვიდეოც, სავარაუდოდ, სწორედ ამ შეგრძნებაზე ცდილობს კაპიტალიზებას. ამ თემაზე შექმნილ კიდევ ერთ ვიდეოს ასე ჰქვია: "სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრატორი კორონავირუსით დაავადებულ ქალს აკავებს".
როგორც უკვე მიხვდით, კორონავირუსის თემაზე შექმნილი პორნო არსებობს და სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამ დროისთვის Pornhub-ზე კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილი 112 ვიდეო იძებნება.
"COVID-19-ის პორნო იმავე მიზეზით გვიზიდავს, რა მიზეზითაც ვუყურებთ საშინელებათა ფილმებს. ჩვენ ვეძებთ რაიმეს, რაც თავს ცოცხლად გვაგრძნობინებს", - ამბობს სპაისი, ერთ-ერთი ვიდეოს თანაავტორი, - "COVID-19 მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სახიფათო და ამოუცნობია. ჩვენ გვჭირდება, რომ რაიმე ვიგრძნოთ და გლობალური კრიზისი სწორედ ამის შესაძლებლობას გვაძლევს".
ზოგიერთი პორნოვიდეო კორონავირუსზე ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ერთ-ერთ ასეთ მაგალითში პორნოს ერთი გმირი მეორეს 30 წამში უხსნის კორონავირუსის საშიშროებებს და არწმუნებს, რომ ნიღბებით (და არა მხოლოდ ნიღბებით) უნდა დაიცვან თავი.
"ჩვენ ვიცით, რომ კორონავირუსი კარგი მასალაა პორნოსთვის, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ვირუსი ადამიანთა ნაწილისათვის ტრაგიკული თემაა", - ამბობს ერთ-ერთი პორნომსახიობი, - "იმ ადამიანებზეც ვიფიქრეთ, რომლებიც უხანში არიან ჩარჩენილები და საკუთარ თავს ვკითხეთ: ამ ვიდეოთი განაწყენდებოდნენ თუ ეს ყურადღების გადატანაში დაეხმარებოდათ. ჩვენი მიზანი მხოლოდ გართობაა".
რა თქმა უნდა, უხანის საავადმყოფოებში "ზომბი" პაციენტები არ ბუდობენ და სექსის დროს ნიღბის ტარება ვირუსისგან არ დაგიცავთ, თუმცა პორნო არასდროს გამოირჩეოდა სამედიცინო სიზუსტით.
"ხალხს უბრალოდ სიახლე უნდა, თუნდაც სულელური", - ამბობს პორნომსახიობი ჩეისი, - "ბევრ ადამიანს აქვს ნიღბის ფეტიში, თუმცა ეს პირდაპირ არაა დაკავშირებული კორონავირუსის ტრენდთან. კორონავირუსის პორნო იმიტომ იზიდავს ადამიანებს, რომ ამთემის სიმძიმეს ცოტათი მაინც ამსუბუქებს".
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები