მეხის დაცემით უგანდაში ოთხი იშვიათი მთის გორილა დაიღუპა
უგანდის ერთ-ერთ ეროვნულ პარკში მეხის დაცემის შედეგად ოთხი მთის გორილა დაიღუპა. აქედან სამი ზრდასრული მდედრი, ხოლო ერთი ჩვილი მამრი იყო.
ამჟამად მსოფლიოში სულ რაღაც 1 000 მთის გორილაა შემორჩენილი.
მთის გორილები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდასა და რუანდაში დაცულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. მეხით დაღუპული გორილები 17-წევრიანი ოჯახის ნაწილს წარმოადგენდნენ. ოჯახის წევრებმა რუანდას საზღვარი გასულ წელს გადაკვეთეს და ამჟამად ბვინდის ეროვნულ პარკში ცხოვრობდნენ. პარკი ვირუნგას მთის მასივში მდებარეობს, რომელიც უგანდას, კონგოსა და რუანდას საზღვრებშია მოქცეული.
ნაპოვნ გორილებს სხეულზე მეხისთვის დამახასიათებელი დაზიანებები გააჩნდათ.
პროფესორი ენდრიუ სეგუიას თქმით, ეს დიდი დანაკლისია.
"სამ მდედრს გორილების პოპულაციის გაზრდის უზომოდ დიდი პოტენციალი ჰქონდა", — აღნიშნა სეგუიამ.
ოჯახის დარჩენილი ცამეტი წევრი უსაფრთხოდაა და ისინი კარგად იკვებებიან.
მეცნიერები ამჟამად მათი გაკვეთის შედეგად მიღებულ ნიმუშებს სწავლობენ. სიკვდილის მიზეზის დადასტურების შესახებ ინფორმაცია შემდეგი სამი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება.
2018 წელს ბუნებისდამცველთა ძალისხმევით მთის გორილები გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოიღეს.
კომენტარები