ცხოველთა სამყაროს ყველაზე გამძლე წარმომადგენლები
შეიძლება ერთი შეხედვით ფიქრობდეთ, რომ ლომები ან ვეფხვები მსოფლიოში ყველაზე გამძლე არსებები არიან, თუმცა ცდებით. ეს საკითხი საკმაოდ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ისეთზე, როგორიცაა საცხოვრებელი გარემო და ცხოვრების სტილი. ამ სტატიაში კი ყველაზე გამძლე სახეობების რამდენიმე წარმომადგენელს გაგაცნობთ.
ნელამავალნი
ნელამავალნი ცხოველთა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე არსებები არიან. ამ რვაფეხა ცხოველებს გადარჩენა ექსტრემალური სიცხეში, სიცივესა და კოსმოსის ვაკუუმშიც კი შეუძლიათ. ისინი საკმაოდ ბევრ ადგილას გვხვდებიან — ჰიმალაის მთებში, ოკეანის ფსკერზე თუ ანტარქტიდაში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ არსებებს გადასარჩენად წყალი არ სჭირდებათ. ექსტრემალურ სიტუაციებში ცხოველი კრიპტობიოზის მდგომარეობაში გადადის, ამ დროს მათი ორგანიზმი საკუთარი უჯრედების დაცვას სპეციალური პროტეინების და შაქრების გამოყოფით, ასევე დეჰიდრატაციით იწყებს. წყლის სახეობებს თავიანთი დაბალი და სქელი აღნაგობის გამო კი ზედმეტსახელი "წყლის დათვები" შეარქვეს.
კიბოსნაირები
გრძელი, თმიანი მკლავების მქონე ეს ბრმა კიბოსნაირები ზღვაში 700 მეტრის სიღრმეზე ცხოვრობენ. ისინი დიდი წნევისა და უსინათლობის პირობების მიმართ ადაპტირებულნი არიან. დედამიწის ზედაპირზე ადუღებულ წყალს ჰიდროთერმული სავენტილაციო მილების მეშვეობით ოკეანის სიღრმეში სხვადასხვა მინერალები ჩააქვს. სავენტილაციო მილებთან საკმაოდ ბევრი ბაქტერია ბინადრობს — ისინი მინერალებს ენერგიად გარდაქმნიან. კიბორჩხალების სახეობის შენარჩუნება კი სწორედ ამ ბაქტერიებზეა დამოკიდებული.
იაკები
ტემპერატურა სახეობებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მთის ცივი მწვერვალები ცხოველებისთვის, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, შესაბამისი ადაპტაციაა საჭირო. იაკებს გრძელი ბეწვის ქვეშ სქელი მატყლი აქვთ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არეალებს იზოლირებულად ამყოფებს. თუმცა, მსგავსი მეთოდითაც კი, 5 500 მეტრზე მაღლა იაკებს გადარჩენა არ შეუძლიათ.
ბატები
დაბალი ატმოსფერული წნევა ნაკლებ ჟანგბადს ნიშნავს. სახეობები, რომლებიც ზღვის დონიდან ექსტრემალურად მაღლა ცხოვრობენ, გადარჩენისთვის სპეციფიკური თვისებები განუვითარდათ. დიდი ფილტვები, სპეციალიზირებული კუნთები და სისხლძარღვების ჭარბი რაოდენობა ასეთი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბატების ერთ-ერთი სახეობა (Anser indicus) მიგრაციის პერიოდში ექსტრაორდინალური ქმედებებით გამოირჩევა — ისინი ყოველწლიურად ჰიმალაის კვეთენ. აღსანიშნავია, რომ მათი ადაპტირებების მეშვეობით ბატებს 4 000-დან 6 000 მეტრზე აცოცება 7-8 საათში შეუძლიათ. მეცნიერების აზრით, მსგავს აქტივობას იხვები განსაკუთრებული წინასწარი ვარჯიშის გარეშე ახორციელებენ.
აქლემები
წყალი თითქმის ყველა ცოცხალი არსებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია. მსოფლიოს ყველაზე მშრალ რეგიონებში მცხოვრები სახეობები კი ნამდვილად განსაკუთრებული არსებები არიან. ერთ-ერთი მათგანი კი აქლემია. აქლემს ერთი ან ორი კუზი აქვს და ექსტრემალური ტემპერატურის ატანა შეუძლია. იგი ასევე საკუთარი სხეულის წონის 25%-ზე მეტ წყლის დანაკარგს უძლებს.
კუზები წყლის შესანახად არ გამოიყენება — ისინი ცხიმების საცავია. ცხიმებს წყლად გარდაქმნა შეუძლიათ, თუმცა ამისთვის ჟანგბადია საჭირო. სუნთქვის დროს კი საკმაოდ ბევრი სითხე იკარგება, რაც წყლად გარდაქმნის პროცესს უსარგებლოს ხდის. ამის ნაცვლად, კრიტიკულ სიტუაციებში ცხიმები საკვებად გამოიყენება. ისინი ასევე აქლემებს მზისგან იცავს.
თუმცა, აქლემების განსაკუთრებული მახასიათებლები შინაგანია. მათი თირკმელებისა და ნაწლავების წყალობით, ისინი უსარგებლოდ საკმაოდ ცოტა წყალს კარგავენ. აქლემები ძალიან იშვიათად შარდავენ, მათი სისხლის წითელ უჯრედებს თავდაპირველ მოცულობასთან შედარებით, 240%-ით გაფართოვება შეუძლიათ. ისინი ასევე უფრო პატარები და ოვალურები არიან, რაც ნიშნავს, რომ მათ მოძრაობა ექსტრემალური დეჰიდრატაციის დროსაც კი მარტივად შეუძლიათ.
კომენტარები