NASA სპიტცერის კოსმოსურ ტელესკოპს ემშვიდობება — 10 საუცხოო ფოტო
30 იანვარს NASA სპიტცერის კოსმოსურ ტელესკოპს დაემშვიდობა.
სპიტცერი, რომელიც ავტობუსის ზომისაა, ნასას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და საიმედო ტელესკოპი იყო. ის 2003 წლის 25 აგვისტოს გაუშვეს და მისი მისია სამყაროს ინფრაწითელ დიაპაზონში შესწავლა იყო.
ბოლო 16 წლის განმავლობაში სპიტცერის ტელესკოპის საშუალებით უამრავი რამ შევიტყვეთ — როგორ ფორმირდებიან გალაქტიკები და ვარსკვლავები, ბოლო წლების განმავლობაში კი ის ახალი ეგზოპლანეტების აღმოჩენაშიც იღებდა მონაწილეობას.
მისია სამწუხაროდ დასრულდა. ორბიტალურ ტელესკოპს გამაგრილებელი სითხის მარაგი უთავდებოდა, რის გამოც მისი მართვა უფრო და უფრო რთულდებოდა.
თუმცა ტელესკოპი, რომელმაც დაგეგმილ სიცოცხლის ხანგრძლივობას თითქმის 14 წლით გადააჭარბა, ნამდვილად ღირსეულად გვემშვიდობება.
სტატიაში სპიტცერის მიერ გადაღებულ 10 ფოტოს წარმოგიდგენთ.










კომენტარები