კენტუკის შტატის გამოქვაბულში მეცნიერებმა პრეისტორიული ზვიგენის განამარხებული თავის ქალა იპოვეს. უძველესი ცხოველის ნარჩენები მამონტის გამოქვაბულის ეროვნულ პარკში — მსოფლიოში ყველაზე გრძელ გამოქვაბულთა სისტემაში იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ პალეონტოლოგები ზვიგენების ნამარხებს იშვიათად თუ აწყდებიან. ზვიგენების ჩონჩხი დიდწილად ხრტილისგან შედგება, რის გამოც ის რთულად ნამარხდება.

ფოტო: John-Paul Hodnett

თუმცა ის, რასაც საკმაოდ ხშირად პოულობენ, ზვიგენების კბილებია.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩონჩხის დიდი ნაწილის პოვნა ვერ მოხერხდა, თუმცა ზვიგენის ყბა და კბილები დეტალურად იყო შემონახული.

ამ კონკრეტულის გარდა, გამოქვაბულში მეცნიერება სხვა სახეობის ზვიგენის კბილებიც იპოვეს.

"მამონტის გამოქვაბულში ნამარხები საკმაოდ ხშირია, რაც ნიშნავს იმას, რომ წინ კიდევ ბევრი აღმოჩენა გველოდება", — განაცხადა ჰოდნეტმა.

დღევანდელი ზვიგენების ნაწილი მათი უძველესი წინაპრებისგან დიდად არ განსხვავდებიან, რის გამოც მეცნიერები მათ ხშირად "ცოცხალ ნამარხებადაც" მოიხსენიებენ ხოლმე.