არმაზ ახვლედიანი პარტია ქართულ ოცნებას ტოვებს
ფოტო: მეცხრე არხი
არმაზ ახვლედიანი პარტია ქართულ ოცნებას ტოვებს და განმარტავს, რომ პარტიის მმართველი ძალა წლების განმავლობაში ახერხებდა, რომ გაეყალბებინა არჩევნები, სასურველი შედეგი მოეტანა ხელმძღვანელობისთვის, მათთვის ყველაფერზე ეთქვა კი და არასდროს - არა:
"ფასადურობა, მოჩვენებითობა, რომელიც გამეფებულია ქართულ ოცნებაში, ყრილობაზე, ალბათ, უბრალოდ სხვა ხარისხს მიიღებს და ამის შემდეგ პარტია ალბათ ყველა მანქანებით გადაერთვება იმ გზაზე, რომ ნებისმიერი საშუალებით მოიგოს არჩევნები. არჩევნებში გამარჯვება ასეთ პარტიას ნამდვილად არ შეუძლია ნორმალურ, თანაბარ, დემოკრატიულ, კონკურენტულ პირობებში".
ახვლედიანმა დღეს, 10 მაისს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე ამოწურა ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ გადაქცეულიყო დემოკრატიულ-პოლიტიკურ ორგანიზმად იმისთვის, რომ ხელი შეეწყო საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის. მისი თქმით, პარტია აფერხებს პოლიტიკურ განვითარებასა და ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას:
"ოცნება ასნეულებს ერთიან ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს. ამიტომაც მე არ შემიძლია ამ პარტიაში დარჩენა, გამოვდივარ პოლიტსაბჭოდან და განვაგრძობ ბრძოლას იმისთვის, რომ თანამოაზრეებთან ერთად, ხელი შევუშალო, წინ აღვუდგე ამ პროცესს".
ახვლედიანის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, თამაზ მეჭიაური და განაცხადა, რომ მას არ ეგონა, რომ ახვლედიანი ისევ პოლიტ საბჭოს წევრი იყო:
"ზოგს მეტი ამბიცია აქვს, ზოგის ეს ხედვა საფუძვლიანია, ზოგისთვის უსაფუძვლოა. ამის მიხედვით, ზოგიერთი, რომელსაც ჰგონია, რომ მეტი ეკუთვნის და ვერ იღებს იმდენს ან თვისობრივად სხვა შეხედულებები აქვს პრინციპულ საკითხებზე, ის შეიძლება ბუნებრივად განერიდოს".
"ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, შესაბამისად არმაზ ახვლედიანს აქვს ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების სრული უფლება" - ასე გამოეხმაურა ფრაქცია ქართული ოცნების თავჯდომარის მოადგილე, ელისო ჩაფიძე ახვლედიანის გადაწყვეტილებას.
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
კომენტარები