იაპონელი მილიარდერი მთვარეზე სამოგზაუროდ შეყვარებულს ეძებს
იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაეზავამ, რომელიც იქნება პირველი, ვინც მთვარის გარშემო SpaceX-ის რაკეტით იმოგზაურებს, განაცხადა, რომ მოგზაურობისთვის "ქალ პარტნიორს" ეძებს.
სპეციალურად მაეზავას კამპანიისთვის შექმნილ ვებგვერდზე კი აპლიკაციის შევსებაცაა შესაძლებელი.
"მაეზავა დიდი ხანია კოსმოსში მოგზაურობაზე ოცნებობს. მას სურს, რომ ასეთ მნიშვნელოვან ადგილს მნიშვნელოვან პიროვნებასთან ერთად ეწვიოს", — აღნიშნულია ვებგვერდზე. მოგზაურობა წარმოდგენილი იქნება AbemaTV-ზე რეალითი შოუს სახით, სახელად "სავსე მთვარის შეყვარებულები". კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატები სპეციალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ — საჭიროა იყვნენ მხიარულები, აინტერესებდეთ კოსმოსი და სურდეთ მსოფლიო მშვიდობა. შეზღუდულია მონაწილეთა ასაკიც.
მაეზავა და მისი ახალი პარტნიორი მთვარის გარშემო SpaceX-ის ახალი თაობის მასიური ხომალდით, Starship-ით იმოგზაურებს, რომლის შექმნაზეც კომპანია ახლა მუშაობს. 2018 წლის სექტემბერში SpaceX-მა განაცხადა, რომ მაეზავა იქნებოდა პირველი, ვინც ხომალდით იმოგზაურებდა. მაეზავამ დამატებითი ადგილებიც შეიძინა, როგორც თვითონ განმარტა, რამდენიმე ხელოვანისთვის.
"დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ მათ ვთხოვთ, რომ შთაბეჭდილებები საკუთარ ხელოვნებაში აღბეჭდონ და შექმნან შედევრები, რომლებიც ჩვენთვის ინსპირაცია იქნება", — აღნიშნა მაეზავამ.
მიეზავა იაპონური ონლაინ სავაჭრო ქსელის Zozotown-ის დამფუძნებელია და გავრცელებული ინფორმაციით იგი ორ მილიარდ დოლარს ფლობს.
SpaceX უკვე რამდენიმე წელია რაც Starship-ის დიზაინის დახვეწაზე მუშაობს. საკმაოდ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, რათა ადამიანებისთვის მოგზაურობა უსაფრთხო იყოს. კომპანაიის პრეზიდენტის განცხადებით ხომალდი მთვარზე ადამიანების გარეშე ფრენას 2022 წლისთვის შეძლებს.
ამავე თემაზე:
კომენტარები