რეჟისორმა Sleeping Beauty-ში "შესწორება" შეიტანა, რომ შეყვარებულისთვის ხელი ეთხოვა
ბოსტონელი რეჟისორი ლი ლოკლერი საკუთარ თავს უიმედო რომანტიკოსს უწოდებს და მან ეს უკვე დაამტკიცა, როდესაც შეყვარებულს კინოთეატრში დისნეის ანიმაციის ყურებისას სთხოვა ხელი.
ერთი შეხედვით ბანალურად მოგეჩვენათ? ყველაფერი წინ გაქვთ — მან მძინარე მზეთუნახავის პერსონაჟი საკუთარი შეყვარებულით ჩაანაცვლა.
ჯობს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ:
შეყვარებულის, სტუტი დეივიდისთვის ხელის თხოვნამდე ლოკლერი 6 თვის განმავლობაში ემზადებოდა. მან დასახმარებლად ავსტრალიელ ილუსტრატორს, კაილა კუმბს მიმართა და დისნეის კლასიკურ ანიმაციაში ცვლილებების შეტანაში დახმარება სთხოვა.
იმ სცენიდან, როდესაც ავრორასთან საკოცნელად ბრძოლაგამოვლილი პრინცი ფილიპი შედის, რომლის როლშიც, ცხადია, თავად ლოკლერი წარმოგვიდგა, გოგონა უკვე ხვდება, რომ რაღაც რიგზე არ არის.
ვიდეოში ნახავთ სტუტის გაოცებულ სახეს, როდესაც ქერა ავრორას ნაცვლად თავის მსგავ პრინცესას დაინახავს, მოულოდნელად კი ფილიპი მოიხედავს, რომელიც მის შეყვარებულს ჰგავს. ამის შემდეგ, პრინცი ბეჭდის ყუთს ისვრის, რომელსაც, უკვე არატექნოლოგიური უნარების წყალობით, ლოკლერი იჭერს. ამ დროს ხვდება გოგონა, რომ ყველაფერი მისთვისაა მოწყობილი.
"ყოველდღე არ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სკოლის სიყვარულს ხელი სთხოვო", — უთხრა რომანტიკულმა შეყვარებულმა მას და ცალ მუხლზე დაუჩოქა. სტუტმა კი, სანამ დათანხმდებოდა, აუდიტორიას უხერხულად გადახედა, სადაც კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა — დარბაზი მისი მეგობრებითა და ოჯახის წევრებით იყო სავსე.
"მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანის გაოცებულ სახეზე უკეთესი ერთადერთი რამაა — ის, რომ სამუდამოდ ბედნიერად ვიცხოვრებთ", — დაწერა ლოკლერმა ინსტაგრამზე.
როგორც აღმოჩნდა, რეჟისორს "არას" მიღების შემთხვევაში კიდევ ერთი ანიმაცია ჰქონდა მზად — როგორ ტირის შვიდი ჯუჯა სიმღერა Mad World-ის ფონზე, და იმის მიუხედავად, რომ მისი გამოყენება არ დასჭირვებია, ის დარბაზს მაინც უჩვენა.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები