ირანის შეტევის შემთხვევაში, ახალთახალ, ულამაზეს ტექნიკას უყოყმანოდ გავგზავნით — ტრამპი
ფოტო: AP
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტვიტერზე წერს, რომ თუ ირანი შეტევას განახორციელებს ამერიკა უყოყმანოდ გამოიყენებს ახალ სამხედრო აღჭურვილობას. ეს ტრამპის მხრიდან ირანის "გაფრთხილების" პირველი შემთხვევა არაა.
"ამერიკამ ახლახანს დახარჯა ორი ტრილიონი დოლარი სამხედრო აღჭურვილობაზე. ჩვენ ვართ მსოფლიოში ყველაზე დიდი და ამასთან ერთად ყველაზე ძლიერი! თუ ირანი შეტევას განახორციელებს ამერიკულ ბაზაზე ან ნებისმიერ ამერიკელზე, გავგზავნით ამ ახალთახალ, ულამაზეს ტექნიკას… ყოველგვარი ყოყმანის გარეშე!" — წერს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ ტვიტერზე ასევე დაწერა, რომ ირანის 52 ობიექტი ჰყავთ მიზანში და ისინი შეტევას სწრაფად უპასუხებენ. აშშ-ს პრეზიდენტმა ტერორისტი უწოდა ბაღდადის აეროპორტში მოკლულ ირანელ ლიდერს, ყასემ სოლეიმანს. ტრამპი წერს, რომ ამერიკამ მისი სახით მსოფლიოს "მოაშორა" ადამიანი, რომელმაც უამრავი სხვა ამერიკელის თუ ირანელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მომხდარზე თქვა, რომ "სასტიკი შურისძიება ელით მათ, ვინც ამ კრიმინალის უკან დგას". მან ირანში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. აშშ საპასუხოდ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს.
გენერალი სოლეიმანი ირანის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო. მის "ქუდსის ძალებს" აშშ ტერორისტებად მოიაზრებდა, რომელებიც ასობით ამერიკელის სიკვდილზე იყვნენ პასუხისმგებელნი.
რას ამბობენ შტატებში
დონალდ ტრამპმა მომხდარიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ მოკლე კომენტარი დაწერა ტვიტერზე:
"ირანს ომი არასდროს მოუგია, მაგრამ მოლაპარაკებებში უკან არასდროს დაუხევია".
მანამდე, მან ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფოტო გამოაქვეყნა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამერიკულ მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბაღდადში განხორციელებული საჰაერო შეტევა "გარდაუვალი შეტევის" ჩასაშლელად დაიგეგმა. მისი თქმით, დაგეგმილი ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ამერიკელებს უქმნიდა საფრთხეს.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ულოცავს ყველას ვინც სოლეიმანის განადგურების ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. მან ტვიტერზე იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი თეირანის რეჟიმის შესაცვლელად.
აშშ-ს ოპერაციას განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ჯო ბაიდენი. იგი წერს, რომ სოლეიმანი იმსახურებდა პასუხისგებას ამერიკელი ჯარისკაცებისა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილისთვის. მიუხედავად ამისა, ბაიდენი აღნიშნავს, რომ გენერლის წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია "ესკალაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია", რაც კიდევ უფრო წაახალისებს ირანელებს ამერიკაზე თავდასხმისკენ. მისი თქმით, ტრამპმა "ნაღმი ისროლა დაძაბულობის კერაში".
კიდევ ერთი დემოკრატი კანდიდატი, სენატორი ელიზაბედ უორენი "მკვლელს" უწოდებს სოლეიმანს, რომელმაც "ათასობით ადამიანი იმსხვერპლა". იგი ამატებს, რომ ტრამპის დაუფიქრებელი ნაბიჯი სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს ირანთან და გაზრდის დაღუპულთა რაოდენობას.
წარმომადგენმლობითი პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამბობს, რომ შეტევა კონგრესთან შეუთანხმებელი იყო. 2019 წლის ივნისში პელოსი ამბობდა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი არცერთი ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს კონგრესის თანხმობის გარეშე.
ევროპის რეაქცია
ევროპული ქვეყნებიდან გენერლის მკვლელობას პირველად საფრანგეთი გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, "ჩვენ უფრო საშიშ მსოფლიოს ვაღვიძებთ და სამხედრო ესკალაცია ყოველთვის საშიშია".
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესსპიკერის განცხადებით, საჭიროა სიტუაციის დეესკალაცია. მისივე თქმით, ამერიკული შეტევა იყო იმ სამხედრო პროვოკაციებზე პასუხი, რასაც ირანი აკეთებდა.
ბრიტანეთის მთავრობა ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სიტუაციის გაუარესება არავის ინტერესშია.
საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა ირანში მყოფი თავიანთი მოქალაქეები გააფრთხილა, მოერიდონ ნებისმიერ თავშეყრის ადგილს უახლოესი სამი დღის განმავლობაში. მათ, ასევე, რეკომენდაცია გასცეს, გონივრულად იმოქმედონ, განსაკუთრებით, მოგზაურობისას.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს მოსალოდნელი ძალადობის თავიდან ასარიდებლად, დაუყოვნებლივ დატოვონ ბაღდადი.
რუსეთის პასუხი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გენერლის მკვლელობა. უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ გენერლის მოკვლით შტატებს რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლა უნდა:
"ეს მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს, რაც მილიონობით ადამიანს შეეხება".
რუსმა დეპუტატმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, ლეონიდ სლუცკიმ კი თქვა, რომ "ამერიკელებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს".
BBC-ის ცნობით, გენერალ სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ნავთობის ფასი. ბარელი ნავთობის ფასი 4 პროცენტზე მეტით გაიზარდა და $69,50 შეადგინა. ეს სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. ირანი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
რა მოხდა ბაღდადის აეროპორტში
ირანელი გენერალი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ქუდსის ძალების" ლიდერი, ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს გამთენიისას ბაღდადის აეროპორტში მოკლეს. საჰაერო დარტყმისას გენერალი სოლეიმანი მანქანით მიჰყავდათ სამხედროებს აეროპორტის ტერიტორიაზე.
გენერალი სოლეიმანი ირანის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო. მის "ქუდსის ძალებს" აშშ ტერორისტებად მოიაზრებდა, რომელბიც ასობით ამერიკელის სიკვდილზე იყვნენ პასუხისმგებელი.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ერაყში და მთელ რეგიონში ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმას.
პენტაგონის წარმომადგენელის განცხადებით, ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით ჩატარებული ოპერაცია.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები