წერილი სანტას 7 წლის ტეხასელი ბიჭისგან, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ცხოვრობს
ფოტო: ElisaGH / iStock
7 წლის ტეხასელმა ბიჭმა, რომელიც დედასთან ერთად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ცხოვრობს, სანტას წერილი დაუწერა. მასში ის საჩუქრებთან ერთად ისეთ რამეს ითხოვს, რასაც ფულით ვერავინ იყიდის.
წერილი, რომელიც თავშესაფრის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, ბავშვი წიგნებს, ლექსიკონს, საათსა და კომპასს ითხოვს — თუმცა, მისი ყველაზე დიდი სურვილი "ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი მამაა".
წერილი ბიჭუნას ზურგჩანთაში დედამ იპოვა და თავშესაფრის თანამშრომლებს აჩვენა. მასში ვკითხულობთ:
ძვირფასო სანტა,
სახლის დატოვება მოგვიწია. მამა ძალიან გაბრაზებული იყო. სახლში საქმეების კეთება ჩვენ გვიწევდა, მამას კი ყველაფერი ჰქონდა, რაც უნდოდა. დედამ თქვა, რომ წასვლის დრო იყო და რომ უფრო უსაფრთხო ადგილას წავიდოდით, იქ, სადაც არ შეგვეშინდებოდა.
მე ჯერ კიდევ ვნერვიულობ, სხვა ბავშვებთან ლაპარაკი არ მინდა. აპირებ ამ შობას რომ მოხვიდე? აქ ჩვენი ნივთები არ გვაქვს. შეგიძლია წამომიღო საბავშვო წიგნები, ლექსიკონი, და კიდევ კომპასი და საათი? კიდევ მინდა ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი მამა. ამასაც შეძლებ?
სიყვარულით, ბლეიკი.
ოჯახის უსაფრთხოებისთვის, ბიჭის სახელი შეცვლილია და მას სინამდვილეში ბლეიკი არ ჰქვია. მასთან ერთად თავშესაფარში დედა და კიდევ ორი მცირეწლოვანი დედმამიშვილია.
"ოჯახური ძალადობის ზრდასრული მსხვერპლები ცდილობენ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღონ შვილებისა და საკუთარი თავის უსაფრთხოებისთვის. შეიძლება ეს უცხო თვალისთვის რთული გასაგებია, მაგრამ ისინი ზრუნავენ შვილების აკადემიურ მოსწრებაზე და ოჯახის დასატოვებლად ისეთ დროს ირჩევენ, როდესაც მათ არდადეგები აქვთ და სკოლის გაცდენა არ მოუწევთ", — ამბობს თავშესაფრის პრეზიდენტი ქეთრინ ჯეიკობსი CNN-თან. თავშესაფარში ოჯახები 8-10 კვირით რჩებიან. იქამდე, სანამ ცხოვრების უსაფრთხოდ გაგრძელების გზას არ იპოვიან.
პატარა ბიჭის წერილმა ფეისბუქის მომხმარებლებში თანაგრძნობა გამოიწვია. ისინი მის ოჯახსა და თავშესაფარს სხვადასხვა ნივთებითა და ფულად დახმარებას დაჰპირდნენ, ზოგიერთმა მათგანმა კი საკუთარი გამოცდილებაც გააზიარა. როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, შემოწირულობის საიტი ქველმოქმედების მსურველი ვიზიტორების რაოდენობის გამო დროებით გადაიტვირთა კიდეც. ამ შობას "ბლეიკი" აუცილებლად შეხვდება სიყვარულითა და მზრუნველობით სავსე უსაფრთხო გარემოში.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა

კომენტარები