ევროპის საინვესტიციო ბანკი ქართული ბიზნესის მხარდაჭერას აძლიერებს
ფოტო: ევროპის საინვესტიციო ბანკი
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და ევროკავშირის ბანკი 50 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გადასცემს საქართველოს ბანკს, რომლის მიზანია დააფინანსოს ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების მიერ განხორციელებული პროექტები.
- 50 მილიონი ევრო შუალედური სესხი საქართველოს ბანკისთვის — საინვესტიციო ბანკის მიერ განხორციელებული პირველი ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში;
- 15 მილიონი შუალედური სესხი ლიბერთი ბანკისთვის, რომელიც მთლიანი სესხის, 25 მილიონი ევროს პირველი ნაწილია და მიმართულია მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად ფინანსური შუამავლების დახმარებით;
- ორივე ოპერაცია ხელს შეუწყობს 7 800 სამუშაო ადგილის შექმნას;
- EIB ჯგუფის სემინარი ფინანსებზე წვდომისა და ინკლუზიური ზრდის მხარდასაჭერად.
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ პირველი ტრანზაქცია, რომლის ნაწილიც უზრუნველყოფილი იყო ეროვნულ ვალუტაში, გააუმჯობესებს ქართული კომპანიებისათვის გრძელვადიან ფინანსებზე წვდომას, რაც აარიდებთ მათ გაცვლით კურსთან დაკავშირებულ რისკებს. ეროვნული ვალუტის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმი. არის მოლოდინი, რომ განხორციელებული ოპერაციების შედეგად 4 050 სამუშაო ადგილის ათვისება მოხდება. EIB ბანკი უკვე მეორედ გასცემს სესხს საქართველოს ბანკზე, ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკზე.
15 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გადაეცა ასევე ლიბერთი ბანკს. ის გახლავთ პირველი ფინანსური პარტნიორი, რომელიც 25-მილიონიანი ევროს ინიციატივის ფარგლებშია დაფინანსებული. სესხი მიზნად ისახავს იმ მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერას, რომლებსაც ნაკლები წვდომა აქვთ ფინანსებთან. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს 3 750 სამუშაო ადგილს. ლიბერთი ბანკი ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდისგან, რათა მოახდინოს თავისი პრაქტიკის გაუმჯობესება მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებისა და პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით.
ორივე ოპერაცია ხორციელდება EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში. ამ ინიციატივის ფარგლებში, EIB ჯგუფმა მოაწყო ინტერაქტიული სემინარი "ფინანსებთან წვდომა ინკლუზიური ზრდისათვის". სემინარზე განხილულ იქნა, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ფინანსებზე წვდომა ქართული მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის და რა გავლენა აქვს მცირე და საშუალო მეწარმეების მსგავს მხარდაჭერას ინკლუზიურ ზრდაზე. სემინარზე ასევე წარდგენილ იქნა EIB - ის კვლევის "ფინანსებზე წვდომა და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება საქართველოში" შედეგები.
"ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა, მოქნილი, მდგრადი და ინკლუზიური ზრდა ევროკავშირის უმთავრესი პრიორიტეტია", — აღნიშნა EIB– ის ვიცე-პრეზიდენტმა ლილიანა პავლოვამ. "როგორც ევროკავშირის ბანკი, ჩვენ მზად ვართ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, თუმცა ამისათვის ადგილობრივი პარტნიორების დახმარება გვჭირდება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ვაფართოვებთ თანამშრომლობას როგორც EIB-ის უკვე არსებულ ძლიერ პარტნიორთან, ისე ახალ ინსტიტუტებთანაც. მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ჩვენი თანამშრომლობა შეუქმნის უკეთეს პერსპექტივას, როგორც ამ კომპანიებს, ისე მთლიან ქვეყანას".
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ღონისძიებაზე აღნიშნა: ”ჩვენ მოხარული ვართ, რომ EIB პორტფოლიო ფართოვდება კერძო სექტორზე. ზრდა, რომელიც კერძო სექტორის გაძლიერების შედეგია, ერთადერთი შესაფერისი მოდელია საქართველოსთვის. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ EIB-ის კერძო სექტორისკენ მიმართული ინიციატივები ემთხვევა მთავრობის პრიორიტეტებს. ჩვენი ზრდის მოდელი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისკენ. ჩვენ გვინდა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი გახდეს განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მდგრადობას, ინკლუზიურობასა და სიმტკიცეს. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვხედავთ EIB-ის პირველი ოპერაციას ეროვნულ ვალუტაში, რაც ქვეყნის დედოლარიზაციის პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს. მადლობას ვუხდი EIB-ს და ყველა პარტნიორს, რომელებიც ჩართულები არიან ამ ოპერაციაში და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა EIB-სა და საქართველოს კერძო სექტორს შორის."
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა: "ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში, მთელი რიგი პროექტებით, რომლებიც განხორციელებულია EU4Business ინიციატივის ფარგლებში. ამ ინიციატივით, ჩვენ მიზნად ვისახავთ იმ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების მხარდაჭერას, რომლებიც ვერ იღებენ ინვესტიციებისათვის დაფინანსებას კომერციული ბაკებისგან."
საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს სექტორს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი შექმნას სამუშაო ადგილები, თავისი წვლილი შეიტანოს ექსპორტსა და ინოვაციებში და ხელი შეუწყოს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას ქვეყანაში. 2010 წლიდან საქართველოში EIB ბანკმა გამოყო 1,9 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რამაც განაპირობა ადამიანთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, საქართველოს ინფრასტრუქტურის განახლება, კერძო სექტორის განვითარება და ასევე გარემოსდაცვითი საკითხების გაუმჯობესება.
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის ბანკი. ეს არის ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი და არის ერთადერთი ბანკი, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ასევე, გამოყოფს გრძელვადიან დაფინანსებას მდგრადი ინვესტიციებისთვის და ემსახურება ევროკავშირის მიზნების მიღწევას.
მიუხედავად იმისა, რომ EIB-ის საქმიანობის 90%-ზე მეტი მიმართულია ევროპაზე, იგი ხელს უწყობს ევროკავშირის საგარეო და განვითარების პოლიტიკის დანერგვას.
EIB ჯგუფი ეკონომიკის განვითარების მხარდასაჭერად ჩაერთო იმ ქვეყნებში, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას — კერძოდ, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. აღნიშნულ ქვეყნებში გამოყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე მიმართულ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას.
EU4Business ევროკავშირის ინიციატივაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) და უზრუნველყოს მათი ეკონომიკური ზრდა. ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) ერთად, EU4Business ინიციატივის განხორცილებაში ჩართულია გარე ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ევროკავშირის ყველა ინიციატივა, რომელიც ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, წარმოადგენს EU4Business-ის შემადგენელ ნაწილს.
- გაიგეთ მეტი EU4Business-ზე
-
1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს 1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს
გადახედვა
-
ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს? ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს! საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!
-
www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა
გადახედვა
-
ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი" ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი"
გადახედვა
-
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით
-
ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა
გადახედვა
-
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
გადახედვა
-
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება
გადახედვა
-
თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს
გადახედვა
-
YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
-
რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია
გადახედვა
-
სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას? სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას?
გადახედვა
-
1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს 1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს
გადახედვა
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
კომენტარები