ჯარიმები და სავალდებულო რეგისტრაცია - ახალი რეგულაციები სალონებისთვის
სილამაზის სალონების მეპატრონეები მოსალოდნელი რეგულაციების გამკაცრებასთას ერთად, მომსახურების გაძვირებას ელოდებიან. რეგულაციების გამკაცრებისკენ კი პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.
სანქციები სალონებისთვის
ესთეტიკურ ცენტრებსა და სილამაზის სალონებს, შესაძლოა, ხელახალი სავალდებულო რეგისტრაცია დაევალოთ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. 1 იანვრიდან კი უკვე გამკაცრდა მათ მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი. “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილება სხვა კანონპროექტებთან ერთად პარლამენტს რამდენიმე თვის წინ წარედგინა და ის უკვე განიხილა ჯანდაცვის კომიტეტმა. პირველი მოსმენა უახლოეს მომავალში გაიმართება.
სხვა კანონებთან ერთად, ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის მიხედვით, სანიტარული ნორმების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 100 ლარის ოდენობით. რაც შეეხება რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობას, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვალდებულების შესრულების ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ორგანოების პასუხისმგებლობა იქნება. სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა On.ge-ს განუცხადა, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან ჰიგიენური ნორმების შესრულება სავალდებულო გახდა, მაგრამ რეგისტრაციის ვალდებულება ჯერ არ არსებობს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის წამყვან კომიტეტად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მთავარი სპეციალისტის, ინგა გაბისონიას თქმით, ჯანდაცვის კომიტეტმა უკვე განიხილა კანონპროექტი და შესაბამისად, პირველი მოსმენისთვის მზადდება. მისივე თქმით, შემდეგი განხილვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: გვანცა ნემსაძე
უსაფრთხოების კონტროლი სილამაზის სალონებში
როგორც კანონპროექტების ავტორები განმარტავენ, ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონებს რეგულაციების მიზანი სხვადასხვა გადამდები დაავადებისგან ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვა .
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ წლებში ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია B და С ჰეპატიტებით ინფიცირების შემთხვევები. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, კონტროლის არარსებობის შედეგია, რომ სილამაზის სალონები და მსგავსი ობიექტები მუშაობისას არ იცავენ დეზინფექცია-სტერილიზაციისა და ჰიგიენის მინიმალურ სტანდარტებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ინფექციების გავრცელების პრევენციაა, რაც სხვადასხვა რისკის შემცველი სერვისების მკაცრი რეგულაციებით მიიღწევა.
IDFI-ის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცრებულთა რაოდენობა 200 000-ს აჭარბებს, თუმცა, რეალური რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს. გარდა ამისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო 2 წელია ახალი შემთხვევების გამოვლენა იზრდება.
On.ge დედაქალაქში მდებარე რამდენიმე სილამაზის სალონს ესტუმრა, რათა გაეგო იქ მომუშავე ადამიანთა განწყობები ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით. სალონების მფლობელთა ნაწილს პრობლემებზე ღიად საუბარი არ სურს, ნაწილი კი მოსალოდნელ ფინანსურ პრობლემებზე წუხს. ძირითადად, სალონის მეპატრონეებს არ აქვთ დეტალური და ზუსტი ინფორმაცია უკვე არსებული, ან მოსალოდნელი რეგულაციების შესახებ.
“კანონპროექტში გაწერილი ნორმები არის ზედმეტი ხარჯი საშუალო და საშუალოზე დაბალი სალონისთვის. შეიძლება, სალონს საშუალება არ ჰქონდეს სტერილიზებაში ამხელა თანხა გადაიხადოს. ავტოკლავის აპარატი (ჰერმეტულად დახურული მასტერილიზებელი ლითონის ჭურჭელი) დაახლოებით 2 000 ლარის ფარგლებში ღირს.
თუ რეგულაცია დამტკიცდება, ვისაც აქვს ამის საშუალება, როგორმე იყიდის, თუ არა და როცა მაკონტროლებელი შემოვა და ჯარიმას გადაახდევინებს, გაკოტრდება”, - გვითხრა სალონ სელებრითის დირექტორმა ლევან დათაშვილმა.
უსაფრთხოების ნორმების დაცვას ემხრობა სალონ ლოლის დირექტორი ვიოლეტა ბოკუჩავა, მაგრამ მკაცრ რეგულაციებს ამ მიმართულებით არ იზიარებს.
“სამედიცინო ნარჩენები უნდა გაიტანო კონტეინერებით, იარაღები დამუშავდეს ქიმიური ხსნარით, სავარცხლებიც როგორც წესია ისე დამუშავდეს, მაგრამ ავტოკლავით რომ მოგვთხოვონ სტერილიზაცია, ასეთი რამე ევროპაშიც არ არის და ჩვენ რატომ გვთხოვენ არ ვიცი. ავტოკლავის მოთხოვნა ჩვენს სალონში არ არის საჭირო, რადგან ჩვენ შემოწმებული გვაქვს ყველაფერი, თანამშრომლებიც შევამოწმეთ და არცერთს არანაირი პრობლემა არ გვაქვს ჯანმრთელობის მხრივ. დაგვიმტკიცონ, რომ არ ვარგა ის, რასაც ვაკეთებთ. სანამ კანონპროექტი გამოვიდოდა, მე მანამდე შევიძინე ეს ქიმიური ხსნარები, რადგან სამუშაო ინსტრუმენტი აუცილებლად უნდა გასუფთავდეს”, - მიიჩნევს ვიოლეტა ბოკუჩავა.
სილამაზის სალონ დეიზის დირექტორი მარიკა იმნაძე კანონპროექტსა და ახალ რეგულაციებს დეტალურად არ იცნობს, თუმცა სალონებში სტერილიზაციის აპარატის არსებობასა და სანიტარული ნორმების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს
"მართლა მინდა, რომ დროზე დაიწყონ აღწერა და დაიხუროს ის სალონები, რომლებშიც საშინელი პირობებია. ძალიან ბევრი ხალხია დასაქმებული და ალბათ, ეს კანონი ამას ხელს შეუშლის, თუმცა, წესები მაინც უნდა დაიცვან”, - განუცხადა On.ge-ს მარიკა იმნაძემ.
იმ სილამაზის სალონის მეპატრონეთა ნაწილი, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, მიიჩნევს, რომ ყველა სამუშაო ინსტრუმენტის სტერილიზაცია-დეზინფექცია საჭირო არ არის. მათი მოსაზრებით, ფრჩხილების მოსაწესრიგებელ ინსტრუმენტებს
სტერილიზაცია-დეზინფექციას უტარებენ, თუმცა, ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ თმის საჭრელი მაკრატლებისა და სავარცხლების შემთხვევაში. მათი მოსაზრებით, რეგულაციები გადამეტებულია და ეს მომსახურების ფასის ზრდას გამოიწვევს, რაც კლიენტთა რაოდენობაზეც უარყოფითად აისახება.
ფოტო: გვანცა ნემსაძე
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება რეგულაციებზე
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფრჩხილების დასამუშავებელი ხელსაწყოების გარდა, კრიტიკული ობიექტების ნუსხას მიეკუთვნება თმის საჭრელი მაკრატელიც და საჭიროა მისი სტერილიზაცია, ან მაღალი დონის დეზინფექცია.
„ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ მაკრატლის გამოყენებით მომხმარებელმა მიიღოს მცირე ტრავმა და ის, ან მომსახურე პერსონალის დაინფიცირდეს, “ - თქვა ჩვენთან ინტერვიუში ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა. მისივე განმარტებით, ყველა ის პროცედურა, რაც ტარდება ადამიანის კანის ზედაპირზე, ინფექციის გადატანის თვალსაზრისით, მცირე ქირურგიული მანიპულაციების იდენტურია, მაგალითად, როგორც პირსინგი ან ტატუირება.
ნათია ნოღაიდელი განმარტავს, რომ სავალდებულო სტერილიზაცია-დეზინფექციის შესახებ სილამაზის სალონებს მცდარი ინფორმაცია აქვთ და მათ არავინ ავალდებულებს ძვირადღირებული ავტოკლავის (სასტერილიზაციო აპარატი) შეძენას. მისივე თქმით, სავალდებულოა მხოლოდ ქიმიური სტერილიზაცია შესაბამისი ხსნარებით.
“ყველას შეუძლია დარეკოს ჯანდაცვის სამინისტროში, ვებ-გვერდზეც დევს ეს დოკუმენტები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ სამსახურებსაც ვუთხარით, რომ ქიმიური სტერილიზაციის მეთოდი არის იგივე მეთოდი, როგორც თერმული (ავტოკლავის გამოყენებით), ოღონდ ყველა პროცედურის დაცვით, რაც არსებობს”, - ამბობს ნათია ნოღაიდელი On.ge-სთან ინტერვიუში.
საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტებში დეტალურადაა აღწერილი, როგორ უნდა ჩატარდეს ინსტრუმენტების სტერილიზაცია-დეზინფექცია, თითოეული პროცედურის მერე როგორ დამუშავდეს ინსტრუმენტები, როგორ უნდა დაიცვან ჰიგიენური ნორმები ესთეტიკური ცენტრებისა და სალონების თანამშრომლებმა თითოეული პროცედურის დაწყებისა და დამთავრების შემდეგ.
ფოტო: გვანცა ნემსაძე
სალონების სავალდებულო რეგისტრაცია
სალონ სელებრითის დირექტორი ლევან დათაშვილი ვერ ხედავს აზრს, რა საჭიროა სილამაზის სალონების ხელახალი რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, როცა საჯარო რეესტრში ისედაც ჩანს, რას საქმიანობს კომპანია.
ხელახალი რეგისტრაციის აზრს ასევე ვერ ხედავს სალონ დეიზის დირექტორი მარიკა იმნაძე. მისივე თქმით, საჯარო რეესტრში ისედაც აღნიშნულია ესა თუ ის კომპანია რა მიმართულებით საქმიანობს.
ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლის, ნათია ნოღაიდელის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის კანონად ქცევის შემდეგ, ყველა იურიდიულ პირს მიეცემა გარდამავალი პერიოდი, სანამ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდებიან.
ნათია ნოღაიდელი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ დღეს სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების რაოდენობის შესახებ არანაირი სტატისტიკა არ არსებობს, სავალდებულო ხელახალი რეგისტრაცია კი მათი ზუსტი რაოდენობის დადგენას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ამისათვის ყველაზე მარტივი გზაა, რომ მეწარმეებმა საქმიანობის ველში მიუთითონ „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულება”. ამის გაკეთების ვალდებულება კი მათ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ექნებათ.
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა

კომენტარები