პირველად საქართველოში — გაანაღდე მოგება უბარათოდ!
betlive.com-ისა და კომპანია UniPay-ის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ბანკომატებიდან თანხის უბარათოდ განაღდების ინოვაციური სერვისი, QR - განაღდება.
ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაში, betlive.com თავის სფეროში ინოვატორ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც დაარსების დღიდან, ნერგავს სიახლეებს და მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული.
ლოკალური ბარათი X Card-ის პროექტის წარმატებული გაშვების შემდეგ, რომელიც, ბეთლაივის ბალანსზე არსებული თანხის ბანკომატებიდან განაღდებას გულისხმობს, მომხმარებელს კიდევ უფრო ინოვაციური, სწრაფი და კომფორტული სერვისი QR-განაღდება შესთავაზა, რომელიც, გულისხმობს ბანკომატებიდან უბარათოდ თანხის განაღდებას, მობილური ტელეფონის საშუალებით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Live.ge ბეთლაივის ბიზნესის განვითარების დირექტორს, გუკა თოფურიძეს და UniPAY-ის გენერალურ დირექტორს, კობა ქურდაძეს ესაუბრა.
რას გულისხმობს UNIPAY-ის ახალი პროდუქტი, რაში მდგომარეობს მისი ინოვაციურობა და რა უპირატესობას აძლევს ის მოხმარებელს?
QR განაღდების მეთოდი - ეს არის ინოვაციური სერვისი, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, გაანაღდოს თანხა ბარათის გარეშე საკუთარი ანგარიშიდან მაქსიმალურად სწრაფი და დაცული გზით.
ვთვლით რომ ამ კონკრეტული ცვლილებით, ძალიან დიდ კომფორტს შევუქმნით იმ მომხმარებლებს, რომლებსაც,პირობითად, ბარათი ეკარგებათ, პინი ავიწყდებათ, ან ბარათი უზიანდებათ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ჩვენს მომხმარებლებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი არხით შესძლებოდათ კომფორტულად თანხის განაღდება,მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით.
როგორ უნდა მივიღო თანხა ბანკომატიდან QR-განაღდებით?
აღნიშნული სერვისის გამოყენება ძალიან მარტივია - შედით betlive.com-ზე მობილური ვერსიიდან, შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირე QR ღილაკს თითი ,მობილურის ეკრანზე გამოჩნდება ჩარჩო, მოათავსე ჩარჩოში ბანკომატის ეკრანზე არსებული QR ვიზუალი, შეიყვანე ბანკომატში პინ კოდი და მოითხოვე სასურველი თანხა.
რამდენად უსაფრთხოა QR განაღდების სერვისის გამოყენება პლასტიკური ბარათით სარგებლობასთან შედარებით?
სერვისით სარგებლობა არის მაქსიმალურად უსაფრთხო: სმარტფონების მომხმარებლების უმეტესობა ეკრანის განბლოკვისთვის იყენებს თითის ანაბეჭდს, პასკოდს ან სახის ბიომეტრიულ დაცვას - ეს არის დაცვის პირველი შრე.
ამასთან, როდესაც QR განაღდების გამოყენება გვსურს, შევდივართ betlive-ის მობილურ ვერსიაში, სადაც მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანაა საჭირო - ეს უკვე უსაფრთხოების მეორე პარამეტრია.
შედარებისთვის, პლასტიკური ბარათი მესამე პირებისთვის არის მარტივად ხელმისაწვდომი — შეიძლება ბარათი დაიკარგოს, მას ფოტო გადაუღონ, დაიმახსოვრონ CVC კოდი და ა.შ. ამის საპირისპიროდ, QR განაღდება გაცილებით დაცულ სისტემას წარმოადგენს, რაც პირდაპირ გამორიცხავს მობილურის კოდის ცოდნას, სახის ბიომეტრიული დაცვის რაიმე გზით გატეხვას, თითის ანაბეჭდის დუბლირებას და სხვა.
იგეგმება თუ არა ამ პროექტში სხვა ბანკებთან თანამშრომლობა, იმისათვის რომ მომხმარებელმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფრო მეტი ბანკომატიდან შეძლოს თანხის მარტივად განაღდება?
ამ მომენტისთვის, QR განაღდებით სარგებლობა შესაძლებელია TBC ბანკის ბანკომატების საშუალებით. მომხმარებლებს საქართველოს ბანკის ბანკომატებიდან მომსახურებას შევთავაზებთ დეკემბრის დასაწყისში, ლიბერთი ბანკთან კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სერვისი მაქსიმუმ 2020 წლის პირველ კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ QR განაღდების სერვისი 3 დიდი სექტორის კოლაბორაცია და პარტნიორული თავსებადობაა, სადაც სათამაშო სფერო (betlive), ფინტექი-ელექტრონული საფულე (UniPAY) და ბანკი არის გაერთიანებული. ამ ნიშნით, ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალური დაცულობისა და სერვისის მომხმარებელზე მორგების გარანტია. ეს არის სინერგია, სადაც ტექნოლოგიურ სფეროში გამოცდილი კომპანიები არიან გაერთიანებული.
რა პროცედურაა საჭირო იმისთვის რომ ბეთლაივის მომხმარებელმა QR-განაღდების გააქტიურება შეძლოს?
QR-ით თანხის განაღდებისთვის,მომხმარებელი betlive.com-ზე უნდა იყოს იდენტიფიცირებული - ანუ თუ მას, ერთხელ მაინც აქვს რომელიმე ბანკის ან UniPAY-ის სალაროდან ბალანსზე შემოტანილი ან განაღდებული თანხა, ეს ადამიანი არის იდენტიფიცირებული და ავტომატურად აქტიურდება QR ღილაკი.
თქვენი აზრით რატომ შეცვლის თქვენი მომხმარებლების ქცევას QR-განაღდების მეთოდი?
ეს ქცევა არის ახალი,რეალურად, ჩვენ გავამარტივეთ გზა თანხის გასანაღდებლად და შეიქმნა პროდუქტი რომელიც აკმაყოფილებს სამ მნიშვნელოვან სტანდარტს: სანდოობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობაში!
- სანდოობა — მომხმარებლის ფული ყოველთვის დაცულია
- უსაფრთხოება — ბალანსზე წვდომა მესამე პირისთვის ყოველთვის მაქსიმალურად არის შეზღუდული
- ხელმისაწვდომობა — მომხმარებლებს ნებისმიერ დროს, შეუძლიათ მივიდნენ ბანკომატთან და ყოველგვარი ბარათის და სხვა დამატებითი საბუთების გარეშე, ბალანსზე არსებული თანხა გაანაღდონ.
თქვენი აზრით, რამდენად მარტივად აითვისებს მომხმარებელი ამ სიახლეს?
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბეთლაივისა და UniPAY-ის მომხმარებლები ტექნოლოგიურად განვითარებულები არიან, რადგან ჩვენს მიერ შეთავაზებულ ინოვაციებს მარტივად ითვისებენ. ჩვენი თითოეული ნაბიჯი, ბაზარზე ოპერირების კუთხით, სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას ემსახურებოდა, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის მარტივად მისაღები იყო და სირთულეს არ წარმოადგენდა. ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ ახალ სერვისს მომხმარებლები, ასევე მარტივად გამოიყენებენ.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ QR განაღდების საკომისიო 0%-ს შეადგენს და მომხამარებელს ამ ინოვაციური სერვისის სარგებლობისთვის დამატებითი თანხის გადახდა არ მოუწევთ.
დასასრულს, გვინდა მადლობა გადავუხადოთ UniPAY-ის გუნდს, ასევე თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის ძალიან კომპეტენტურ და პროფესიონალ ჯგუფებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ პროდუქტის შექმნაში. მათ იდეის ინოვაციურობა და სარგებლიანობა თავიდანვე დაინახეს და ამის გარეშე, პროექტი არ შედგებოდა.
პროექტში მონაწილე 100-ზე მეტ ადამიანს, ბეთლაივის გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით, დეველოპერებს, რომლებმაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სერვისი იდეალურად, უმაღლეს სტანდარტზე გამართეს. მადლობა თითოეულ იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ჩართული იყო ამ დიდი პროექტის განხორციელებაში — დიზაინერიდან დაწყებული, პროდუქტის იდეის ავტორით დამთავრებული.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
კომენტარები