თუ საჭირო იქნება, ორჯერ და ასჯერ იქნება — გომელაური პიკეტის დაშლაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში პარლამენტის პიკეტირებას ყოველ ჯერზე დაშლიან.
"საჭირო თუ იქნება ორჯერ და ასჯერ იქნება... რა ვქნათ, გადავკეტოთ მთელი ქალაქი? გეკითხებით, გადავკეტოთ მთელი ქალაქი? ცეცხლები დავანთოთ?" — უთხრა მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
კითხვაზე, ახლა თუ ხედავს პარლამენტის მიმდებარე ქუჩების გადაკეტვის აუცილებლობას, გომელაური პასუხობს, რომ რასაც ხედავ იმას აკეთებს:
"არ ვხედავ და ტყუილად გამოვიყვანე? მე ვარ შსს მინისტრი ხო? ვინ გამოიყვანდა? ჯანდაცვის მინისტრი ხო არ გამოიყვანდა. ვხედავ საჭიროებას და მაგიტომ გამომყავს".
როგორც მინისტრი ამბობს, უწყება აქვს რესურსი, რომ მსგავს რეჟიმში მუშაობა გააგრძელოს. მისივე თქმით, სანამ საჭირო იქნება პოლიცია გარეთ იდგება:
"დისკომფორტი როგორ არ არის. ოთხი დღეა დილიდან გარეთ ვდგავართ. მოქალაქეებისთვის [არის დისკომფორტი] პირველ რიგში, პოლიციელები არიან ცოდოები. და ჩვენ ვართ ცოდოები, ყველა მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს, წუხდება".
რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებაზე მის პოზიციას, გომელაურმა უპასუხა:
"აი, ველოდებით და თუ არ შეასრულა მთავრობამ, მთელი პოლიცია გავიფიცებით. რა პოზიცია უნდა მქონდეს? ველოდებით, რა თქმა უდნა, თუმცა ჩავარდა. მე რა პოზიცია უნდა მქონდეს. უნდა გავიფიცო?"
მისივე თქმით, დიალოგმა კაბინეტებში უნდა გადაინაცვლოს და ოპოზიციამ უმრავლესობის წევრებთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
დილიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება იგეგმებოდა, თუმცა პოლიცია ოპოზიციის წევრებს მომზადებული დახვდა. პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან პოლიცია მობილიზებულია. საკანონმდებლო ორგანოსთან მისასვლელი ყველა გზა რკინის ჯებირებით არის გადაკეტილი.
პარლამენტის პიკეტირება 26 ნოემბერს დაანონსდა. მოქალაქეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაპირების არშესრულებას აპროტესტებენ თითქმის 10 დღეა აქციას მართავენ. მათ უნდათ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩამგდები მმართველი პარტიის წევრები პარლამენტში არ შეუშვან. პარლამენტის სხდომებს ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და სხვა დამოუკიდებელი დეპუტატები.
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
კომენტარები