ღამენათევები ქვეყნის სამსახურში
პარლამენტთან წყლის ჭავლით დაშლილი, სველი და ღამენათევი აქციის მონაწილეები ამ დრომდე კარვებთან რჩებიან. წყლის ჭავლით დაშლა დღეს, 26 ნოემბერს გამთენიისას დაიწყეს, რა დროსაც 28 პირი დააკავეს. პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნის ფარგლებში მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას შეეცადნენ.
ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პროტესტს აგრძლელებს. 26 ნოემბრის საღამოს აქციის განახლებამდე ადგილზეა პლაკატები, სასტევენები და, ასევე, სიმბოლური გალია, სადაც ბიძინა ივანიშვილის ფოტო ჯაჭვით, ვარდთან ერთად კიდია.
კარვების მიმდებარეთ შეშის ღუმელი დგას, სადაც აქციის ღამენათევი მონაწილეები თბებიან.
ზოგიერთ მათგანს გასულ ღამით მიტანილ ე.წ. პუფზე სძინავს.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობაში მხოლოდ თანამშრომლებს, დეპუტატებსა და პარლამენტის აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს უშვებენ. პოლიციის კორდონს ავტობუსებით აქვთ ჩაკეტილი ჩიჩინაძისა და ჩიტაძის ქუჩები. 12 საათზე ჩანიშნული პლენარულ სხდომა შეუფერხებლად გაიმართა.
კომენტარები