ათას კაცთან ერთად მოვალ, გამოგიყვანთ, პოლიტიკურ სანაგვეზე მიგიჩენთ ადგილს — ბრეგაძის მუქარა ლომჯარიას
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ემუქრება, რომ ერთ კვირაში მის ოფისში რამდენიმე ათას კაცთან ერთად შევა და "პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩენს ადგილს". გარდა ამისა, ბრეგაძე ამბობს, რომ ლომჯარიას თანამდებობიდან გადააყენებს. ის ომბუდსმენის ოფისთან აქციებსაც აანონსებს.
"მომისმინე ლომჯარია, ერთ კვირაში რამდენიმე ათას კაცთან ერთად მოვალ აქ და შემოვალ ამ ოფისში. ვერავინ ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლებების განხორციელებაში. შენ და შენს აფსონებს გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც არის თქვენი ადგილი. ეს არის პოლიტიკური სანაგვე", — განაცხადა ბრეგაძემ.
სანდრო ბრეგაძე და ქართული მარშის რამდენიმე წევრი დღეს, 12 ნოემბერს ომბუდსმენის ოფისში იყო მისული. მათთან ერთად მისული ერთ-ერთი კაცი ამტკიცებს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი And Then We Danced-ის ფილმში გადაიღეს და ფილმის შინაარსის შესახებ მშობლებს არაფერი შეატყობინეს.
ნინო ლომჯარიას მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ სანდრო ბრეგაძესთან მათ შეხვედრა შეთანხმებული ჰქონდათ. მისივე თქმით, მათ სახალხო დამცველის განცხადებაზე უნდა ესაუბრათ, რომელიც 8 ნოემბრის მოვლენებში რადიკალური ჯგუფების პასუხისმგებლობას უკავშირდებოდა. როგორც ბურჯანაძემ განმარტა, მათ არ იცოდნენ, რომ შეხვედრაზე არასრულწლოვნის მამაც აპირებდა მისვლას.
"შემდგომ როგორც აღმოჩნდა, მან [სანდრო ბრეგაძემ] გარკვეული აქცია დააანონსა, ასევე, განაცხადა რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა. ბუნებრივია, მას ვაცნობე, რომ ამ ფორმატში და ამ რეჟიმში შეხვედრა ვერ მოხდებოდა და ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ჩვენ ვიმსჯელებდით", — აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან.
ჰომოფობიური პროტესტი And Then We Dance-ის წინააღმდეგ
8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად აქციები გაიმართა. თბილისში აქციის ორგანიზატორები ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე იყვნენ. ბრეგაძე და ვასაძე ამირანთან, ხოლო ფალავანდიშვილი თბილისი გალერიაში იმყოფებოდნენ და სეანსის ჩაშლას ცდილობდნენ.
8 ნოემბერს აგრესიული ჯგუფები მშვიდობიანი მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთს ისროდნენ, შემდეგ კი პარაკლისი გადაიხადეს. რაც შეეხება ბათუმში გამართულ ჩვენებას, კინოთეატრ აპოლოში დემონსტრანტებმა კვერცხები და შუშხუნები შეყარეს.
პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების მიუხედავად, აგრესიული პირების თავდასხმის გამო, თბილისში აქციაზე დაშავდნენ ანა სუბელიანი, დავით ბერძენიშვილი და ერთი პოლიციელი. ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჩვენების პირველ დღეს პოლიციამ 28 პირი დააკავა, მათ შორის ერთი სისხლის სამართლის კოდექსით.
მიუხედავად პროტესტისა, ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და არც ერთი სეანსი არ ჩაშლილა.
ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს შედგა, პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის ჩვენება კი თბილისის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს გაიმართა.
And Then We Danced ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. მთავარ როლებს ქართველი მსახიობები: ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.
და ჩვენ ვიცეკვეთ, რომელმაც არა ერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში შვედეთის სახელითაა გაგზავნილი. ფილმის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები