10 სერიული მკვლელი ქალი, რომელზეც არაფერი გსმენიათ
ისტორიაში შემონახულ ცნობილ კრიმინალურ ქმედებებს შორის სერიული მკვლელების მიერ ჩადენილი დანაშაულებები ცივსისხლიანობითა და წარმოუდგენელი სისასტიკით გამოირჩევა. სერიულ მკვლელს უწოდებენ ისეთ პიროვნებას, რომელმაც სამი ან მეტი ადამიანი სხვადასხვა დროის შუალედში მოკლა.
მათი მკვლელობების მოტივები ძირითადად დევიაციური ფსიქოლოგიური წარმოდგენებითაა განპირობებული, რომლებსაც ხშირად თან ერთვის სექსუალური ხასიათის ელემენტები. სერიულ მკვლელებს ასევე ახასიათებთ მსხვერპლების კონკრეტული ნიშნით გამორჩევა, იქნება ეს სქესი, ასაკი თუ რასა.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დამნაშავეების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ცნობილია ხოლმე, უმეტესად მხოლოდ კაცი სერიული მკვლელების შესახებ გვსმენია. არადა, ისტორიას არაერთი ქალი დამნაშავე ახსოვს, რომელთაც ყველას თავიანთი უსაზღვრო ძალადობითა და დაუნდობლობით დაამახსოვრეს თავი.
ამ სტატიაში სწორედ ათი ასეთი ცნობილი სერიული მკვლელის შესახებ გიამბობთ.
1. ეილინ უორნოსი
ფოტო: Prison Photography
1989-90 წლებში ეილინ უორნოსმა 7 ადამიანი იარაღით მოკლა. ის სექს-მუშაკი იყო და როგორც შემდეგ ამბობდა, ყველა მკვლელობისას გაუპატიურებისაგან იცავდა თავს. სასამართლომ ის ბრალდებულად ცნო და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რაც 2002 წელს აღსრულდა.
ეილინ უორნოსის შესახებ ცნობილი ფილმი Monster გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს შარლიზ ტერონი ასრულებს.
2. ხუანა ბარაზა
ფოტო: Marco Ugarte/AP
ქალაქ მეხიკოში 1990 წლიდან 2003 წლამდე ხუანა ბარაზამ თექვსმეტი მოხუცი ქალი მოკლა, თუმცა ადგილობრივ მედიაში ხშირად წერდნენ, რომ რეალურად მისი მსხვერპლების რაოდენობა გაცილებით მეტი, ორმოცდაათამდე იყო.
ხუანა მარტო მცხოვრები მოხუცი ქალების სახლებში დასახმარებლად მიდიოდა, თუმცა შემდეგ მათ ახრჩობდა და ძარცვავდა. სასამართლომ მას 759 წლით პატიმრობა მიუსაჯა და ის დღემდე იხდის ამ სასჯელს.
3. კრისტენ გილბერტი
ფოტო: YouTube
კრისტენ გილბერტი ომის ვეტერანების სამედიცინო ცენტრში ექთნად მუშაობდა, რა დროსაც ოთხი პაციენტი მათ სხეულებში წამლის გადაჭარბებული დოზის შეყვანით მოკლა. მას კიდევ სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად და 33 წლის ასაკში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
4. ნენი დოსი
ფოტო: Public Domain
ნენი დოსს ხშირად შავ ქვრივადაც მოიხსენიებენ, რადგან მან ოთხი ქმრის მკვლელობა აღიარა - ოთხივე მათგანი დარიშხანით მოწამლა. მას კიდევ შვიდი ადამიანის მკვლელობა დაუმტკიცდა, მათ შორის ორი შვილის, ორი დის, დედისა და შვილიშვილის. ნენი დოსი 1965 წელს ციხეში გარდაიცვალა.
5. მიუკი იშიკავა
ფოტო: Life
1948 წელს ტოკიოში დააპატიმრეს მიუკი იშიკავა, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ სერიულ მკვლელად ითვლება. ის ბებიაქალად მუშაობდა, თუმცა ჩვილი ბავშვები, რომელთა გაჩენაშიც იღებდა მონაწილეობას, უმეტესად კვდებოდნენ. პოლიციამ დაადგინა, რომ ეს ბუნებრივი მიზეზით არ ხდებოდა და იშიკავას ჯამში 103 ახალშობილის მკვლელობა ედებოდა ბრალად.
6. დოროთეა პუანტე
ფოტო: Public Domain
1988 წელს კალიფორნიის შტატში დოროთეა პუანტეს სახლის ეზოში პოლიციამ დამარხული გვამის ნაწილები იპოვა. მის ეზოში ოთხი ქალისა და სამი კაცის გვამი აღმოაჩინეს, საბოლოოდ კი ცხრა ადამიანის მკვლელობისთვის წარუდგინეს ბრალი და სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო. ამასთანავე დოროთეა პუანტე კიდევ ექვსი ადამიანის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა ამ შემთხევევებში მას დანაშაული ვერ დაუმტკიცეს.
7. მაირა ჰინდლეი
ფოტო: Biography.com
1963-1965 წლებში მაირა ჰინდლეიმ თავის ქმართან ერთად ხუთი არასრულწლოვანი მოკლა. პოლიციამ მხოლოდ სამი მათგანის გვამი იპოვა. როგორც აღმოჩნდა, ისინი მსხვერპლებზე სიკვდილამდე სექსუალურადაც ძალადობდნენ. ორივე მათგანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
8. დაგმარ ოვერბაი
ფოტო: Public Domain
დანიის სასამართლო ისტორიაში დაგმარ ოვერბაის საქმე ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იყო. 1920-იან წლების კოპენჰაგენში ოვერბაი ქალებს, რომლებსაც ბავშვების გაშვილება სურდათ, ჰპირდებოდა, რომ ბავშვები სანდო ოჯახში მიჰყავდა, თუმცა სინამდვილეში ის მათ კლავდა. მას დაახლოებით 25 არასრულწლოვანის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, რის გამოც სიკვდილით დასჯა შეუფარდეს.
9. ლეონარდა ჩიანჩული
ფოტო: Public Domain
1930-იან წლების ბოლოს ლეონარდა ჩიანჩულის უფროსი და ყველაზე საყვარელი ვაჟი ომში გაიწვიეს, ლეონარდა კი მისი უსაფრთხოების გამო ძალიან ღელავდა. ამიტომაც, მან იფიქრა, რომ თუ მსხვერპლშეწირვას მიმართავდა, მისი ვაჟი კარგად იქნებოდა. ამის გამო მან სამი ქალი მოკლა, გვამების გადამალვის მიზნით კი მათგან საპონი დაამზადა.
10. როზმერი უესტი
ფოტო: HO/AP
როზმერი უესტმა თავის ქმართან, ფრედთან ერთად ათი თინეიჯერი გოგო მოკლა, მათ შორის ერთ-ერთი მათი შვილი იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ წყვილი მსხვერპლს მკვლელობამდე აწამებდა და სექსუალურადაც ძალადობდა. ბრიტანეთის ისტორიაში ამ ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობა შეეფარდათ და როზმერი დღემდე იხდის ამ სასჯელს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები