5 ქალი პასუხობს კითხვაზე: რატომ აყალბებენ ქალები ორგაზმს?
კვლევების თანახმად, ჰეტერო ქალები, რომელთაც ფემინიზმის მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვთ, ყველაზე ხშირად აყალბებენ ორგაზმს.
ფოტო: Rachel Levit
თავს უხერხულად გრძნობთ სიტყვა კლიტორის წარმოთქმისას? რამდენად ხშირად ცრუობთ ორგაზმთან დაკავშირებით? ფემინისტი ხართ? შეიძლება, გაგიკვირდეთ, თუ რა კავშირშია ეს კითხვები ერთმანეთთან, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევები ორგაზმის გაყალბების სიხშირეს სწორედ მსგავსი სოციალური წარმოდგენების გავლენას უკავშირებს.
ამ საკითხზე ჩატარებული ერთი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც კლიტორის წარმოთქმისას თავს უსიამოვნოდ გრძნობენ, უფრო ხშირად აყალბებენ ორგაზმს. ხოლო ასევე კიდევ ერთი კვლევის თანახმად, უფრო მეტად ის ქალები აყალბებენ ორგაზმს, რომლებიც ფემინიზმს ეწინააღმდეგებიან.
სექსის დროს ემოციების იმიტირება ანტიფემინისტად გაქცევს ან მეტყველებს თუ არა სასქესო ორგანოს წარმოთქმისას დისკომფორტის შეგრძნება იმაზე, თუ როგორი სექსუალური გამოცდილება გაქვს? სწორედ ამის გადასამოწმებლად ხუთ სხვადასხვა ქალთან ჩაატარეს ინტერვიუ, რომელთა პასუხებიც საინტერესო წარმოდგენებს გვიქმნის ამ პრობლემური საკითხის შესახებ.
შელბი, 28 წლის, სამხრეთ კაროლინიდან: "ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მეგონა, სწორედ ასე მთავრდებოდა სექსი"
ფოტო: Getty
საკუთარ თავს ფემინისტს უწოდებ?
აბა რა!
თავს არასასიამოვნოდ გრძნობ კლიტორის წარმოთქმისას?
არა.
ოდესმე სექსის დროს ორგაზმი გაგიყალბებია?
კონკრეტული შემთხვევა ახლა არ მახსენდება, მაგრამ ვიცი, რომ გამიკეთებია.
რატომ?
ძირითადად ამას აქტის დასრულებისთვის ვაკეთებდი. დიდი ხანია ასე აღარ მოვქცეულვარ, მაგრამ როცა მქონდა ასეთი შემთხვევები, უბრალოდ ამ გზით მარტივად ვცდილობდი მალე დამთავრებულიყო ყველაფერი.
რატომ შეწყვიტე ამის გაკეთება?
იმიტომ, რომ უფრო მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება დავიწყე კაცებთან და ქალებთან. ადრე მეგონა, რომ სექსის მიზანი ორგაზმის მიღწევა იყო, ახლა კი უბრალოდ სიამოვნებაზე ვფიქრობ. ამიტომაც ახლა ნაკლებ წნეხს ვგრძნობ და აღარ მჭირდება ორგაზმის გაყალბება.
ამ თემის განხილვა ფემინისტურ საკითხად მიგაჩნია?
ვფიქრობ, უფრო ნაკლები შანსია, რომ ეს გააკეთო, როცა საკუთარ თავს ისეთს იღებ, როგორიც ხარ და შეგიძლია ასე დაამყარო ურთიერთობა სხვებთან. ეს კიდევ მჭიდრო კავშირშია ფემინიზმთან, რადგან ამის გაკეთება განსაკუთრებით სწორედ ქალებს გვიჭირს. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ საკუთარი თავი არ მიგვეღო ისეთებად, როგორებიც ვართ და მუდმივად "უკეთესად" მოგვენდომებინა.
მედი, 49 წლის, ნიუ-იორკიდან: "ქმარს ვღალატობ და ამიტომაც ორგაზმის იმიტირება მიწევს"
ფოტო: Getty
საკუთარ თავს ფემინისტს უწოდებ?
არა. მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში ქალებმა გარკვეული ძალაუფლება მოიპოვეს, მაგრამ ფემინისტები მაინც აზვიადებენ ხოლმე ყველაფერს და უფრო მეტს ითხოვენ. ფემინისტებს მიაჩნიათ, რომ ქალები კაცებზე უკეთესები არიან. მე კიდევ არ მგონია, რომ რაღაც საკითხებში უფრო კვალიფიციური მხოლოდ იმიტომ შეიძლება იყო, რომ ქალი ხარ და არც საკუთარს თავს ვაყენებ კაცებზე მაღლა.
თავს უხერხულად გრძნობ კლიტორის წარმოთქმისას?
არა, სექსუალობაზე საუბარი პრობლემას არ მიქმნის.
ოდესმე სექსის დროს ორგაზმი გაგიყალბებია?
კი და ამისათვის ბევრი მიზეზი მქონდა. კაცები ძალიან ემოციურად უდგებიან ამ საკითხს, სექსის დროს მუდმივად აიტერესებთ, რას განიცდი და სანამ ორგაზმს არ მიაღწევ, მანამდე არ ჩერდებიან. მათ სიმართლის მიღება არ შეუძლიათ, ამიტომაც ვიტყუები ხოლმე.
კიდევ სხვა რომელ მიზეზს დაასახელებდი?
დაქორწინებული ვარ, მაგრამ ხანდახან ქმარს ვღალატობ, რადგან ბედნიერი აღარ ვარ. მან არ იცის ამის შესახებ და სჯერა, რომ მხოლოდ ერთმანეთი გვყავს. მასთან ორგაზმის მიღწევა აღარ შემიძლია, რადგან ძველი ვნება გამიქრა. ამიტომაც ვიმიტირებ ორგაზს და ამის შესახებ არასდროს ვეტყვი, რადგან ეს გულს ძალიან ატკენს, მე კი არ მინდა, რომ ასე მოვექცე.
ანიტა, 51 წლის, დიდი ბრიტანეთიდან: "ორგაზმის იმიტაცია ძალაუფლებას მანიჭებს"
ფოტო: ELNORA TURNER
საკუთარ თავს ფემინისტს უწოდებ?
მმ, არა, რადგან ჩემი აზრით ფემინიზმი ქალებს კაცებზე უპირატესად წარმოაჩენს, მე კი კაცებისა და ქალების თანასწორობის მჯერა.
ოდესმე სექსის დროს ორგაზმი გაგიყალბებია?
კი. ერთხელ ისეთ ურთიერთობაში ვიყავი, რომელშიც სექსუალურ სიამოვნებას ვერ ვიღებდი, მაგრამ ჩემი პარტნიორი კაცი მუდმივად მაკონტროლებდა. ამიტომ მარტივ გზას მივმართავდი და ორგაზმს ვაყალბებდი. თუმცა, მას შემდეგ აღარ გამიმეორებია.
ამ თემის განხილვა ფემინისტურ საკითხად მიგაჩნია?
ვფიქრობ, კი, ოღონდ იმის საწინააღმდეგო კუთხით, როგორც განიხილავენ. მიმაჩნია, რომ ორგაზმის გაყალბება ძალაუფლებას განიჭებს, რადგან თავად აკონტროლებ საკუთარ სხეულს და თავადვე წყვეტ, გააკეთებ ამას თუ არა. მე იმიტომ მივმართავდი ორგაზმის იმიტირებას, რომ მინდოდა სასურველი ვყოფილიყავი.
მაგრამ ხომ აღნიშნე, პარტნიორს რადგან სურდა, ამას იმიტომ აკეთებდი?
მმ, კი. კარგით, მგონი, ცოტა ვითვალთმაქცე. იცით, აზრი შევიცვალე: შეიძლება, ფემინისტი ვარ.
ბოლოს როდის გააყალბეთ ორგაზმი?
18 წლის წინ. მას შემდეგ უფრო სწორ არჩევანს ვაკეთებ!
ადეირი, 26 წლის, ბოსტონიდან: "როცა ორგაზმს ვაყალბებ, თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ"
ფოტო: Rebecca Hendin
საკუთარ თავს ფემინისტს უწოდებ?
დიახ.
ოდესმე სექსის დროს ორგაზმი გაგიყალბებია?
დიახ, თანაც ხშირად.
რატომ?
ვფიქრობდი, რომ თავის მოჩვენება უკეთესი იყო. არ მინდოდა პარტნიორს თავი ცუდად ეგრძნო, ამიტომაც ვაკეთებდი ამას. ხანდახან ასე უფრო მარტივია, რომ კაცი თავიდან მოიშორო. ზოგიერთი კაცი ძალიან ბრაზდება, თუ ორგაზმს ვერ მიაღწევ, რადგან ფიქრობს, რომ ეს მისი თავმოყვარეობის საქმეა. ეს კი მე არ მომწონს და ძალადობრივადაც მივიჩნევ. ამიტომაც ორგაზმის გაყალბება უფრო უსაფრთხო მგონია ჩემთვის.
ამ გზას კიდევ მიმართავთ?
არა და ამას ჩემს ფემინისტურ განათლებას ვუკავშირებ. ფემინისტებს უკეთესი სექსი აქვთ, რადგან მათ თავის მოჩვენება არ სჭირდებათ და უფრო მეტად სიამოვნებაზე არიან ორიენტირებულნი, შესაბამისად უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ. ახლა რომ ასე მოვიქცე, თავს დამცირებულად ვიგრძნობდი. როცა ამას ვაკეთებდი, იმაზე ვფიქრობდი, თუ რამდენად კარგად გამოვიყურებოდი: ერთდროულად ტუჩებს წინ ვწევდი, მხრებში ვსწორდებოდი და თმას ვიშლიდი - ეს ყველაფერი კი ძალიან არარეალურია.
კიდევ რაიმეს თქმა ხომ არ გინდა?
რჩევა ჰეტეროსექსუალ კაცებს სამომავლოდ: თუ თქვენი პარტნიორი ორგაზმის დროს კარგად გამოიყურება, მაშინ ეს ორგაზმი ნამდვილი არაა.
ლუსი, 31 წლის, კანადიდან: "ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ მეგონა, სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავი"
ფოტო: Jen Epervary / The Guardian
საკუთარ თავს ფემინისტს უწოდებ?
100%-ით.
ოდესმე სექსის დროს ორგაზმი გაგიყალბებია?
კი. ამის გაკეთება იმიტომ დავიწყე, რომ ბუნებრივად ორგაზმის მიღწევა ძალიან რთული აღმოჩნდა, ჩემი მეგობრები კი მეუბნებოდნენ, რომ მათ შესანიშნავი ორგაზმები ჰქონდათ (ალბათ, იტყუებოდნენ). ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სასურველი და სექსუალური წარმოვჩენილიყავი, ორგაზმის გარეშე კი მეგონა, რომ მეტისმეტად უბიწოს შთაბეჭდილებას ვტოვებდი.
ყველაზე ცუდი ამას ის მოჰყვა, რომ ერთხელ გავბედე და ეს ერთ ჩემს პარტნიორს ვუთხარი, მან კი მაშინვე გადაწყვიტა, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო და ჩემთვის ყველაფრის ფასად ორგაზმი განეცდევინებინა, რაც ცოტათი ძალადობასაც ჰგავდა. მან ეს მეტისმეტად პირადულად მიიღო - ეს მის ეგოს ეხებოდა და არა მე, ამიტომაც იძულებული ვიყავი ორგაზმი გამეყალბებინა.
ამ თემის განხილვა ფემინისტურ საკითხად მიგაჩნია?
თავისთავად. ქალები ამას სოციალური ნორმების გამო აკეთებენ, რადგან ჰგონიათ, რომ მის გარეშე სასურველები ვერ იქნებიან ან ამით ვიღაცას გააბრაზებენ. თუმცა, არც ის მგონია, რომ ორგაზმის გაყალბება ანტიფემინისტურია, რადგან უნდა შევთანხმდეთ, რომ საზოგადოებაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ქალები ხშირად იძულებულები არიან სწორედ ასე მოიქცნენ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები