ამ საკითხზე ვისაუბრეთ, ცოტა ხანში გაიგებთ მეტს — თალაკვაძე ზარდიაშვილის წასვლაზე
ფოტო: ქართული ოცნება
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მანდატის დატოვების საკითხზე ვანო ზარდიაშვილთან საუბარი ჰქონდა. დამატებით დეტალებს ის არ აჟღერებს და ამბობს, რომ უფრო მეტს საზოგადოება თავად ზარდიაშვილისგან შეიტყობს.
"ბატონმა ვანო ზარდიაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობა, დეპუტატის მანდატი არ არის თვითმიზანი და არ არის ის მთავარი ღირებულება, რომლისთვისაც ჩვენი გუნდი მუშაობს. დეპუტატის მანდატიც და სხვა თანამდებობაც არის საშუალება, რომ საქმე გავაკეთოთ. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ზედმეტი ყურადღება და აჟიოტაჟი მისთვისაც და ჩვენთვისაც არის მიუღებელი.
რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მე მას ვესაუბრე და ვიცი, რა თქმა უდნა, თუ რა გეგმები აქვს მას. ცოტა ხანში თქვენ გეცოდინებათ უფრო მეტი. ალბათ, უპრიანია, რომ ამასთან დაკავშირებით თავად ზარდიაშვილამ ისაუბროს", — განაცხადა მან.
ინფორმაცია ზარდიაშვილის მიერ მანდატის დატოვებაზე გუშინ, 6 ოქტომბერს ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა.
"ამ ეტაპზე არაფერი მაგდაგვარი გადაწყვეტილება არ მიმიღია, დაველოდოთ დროს და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს", — განუცხადა დეპუტატმა ტელეკომპანიას სატელეფონო ინტერვიუში.
ვანო ზარდიაშვილი 2016 წლიდან პარლამენტის დეპუტატია. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას ე.წ. სასამართლო კლანის ნაწილად მოიხსენიებს. მისი ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია კი ამტკიცებს, რომ ის მოსამართლეთა პირველი ათკაციანი სიის გატანას ცდილობდა პარლამენტში.
რამდენიმე დღის წინ, 26 სექტემბერს პარლამენტში, სადაც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა. ზარდიაშვილმა მოსამართლეების მოსმენის დროს ახსენა სიტყვები "ბესელიას მორალი", რის გამოც ბესელია მას ხელით შეეხო.
"ამ არარაობასთან არაფერი საქმე არა მაქვს. მას, რა თქმა უნდა, თავი არ უნდა გაუყადრო ადამიანმა, მაგრამ არც იმას არ ვაპირებ, ის შეურაცხყოფები რაც მესმოდა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, გავატარო", — განაცხადა ბესელიამ კონფლიქტის შემდეგ.
მომხდარში თავის დანაშაულს ვერ ხედავდა ზარდიაშვილიც. ინციდენტის შემდეგ მან მომხდარი სექსისტურად შეაფასა, როცა ტელეკომპანია პირველის წამყვანს ჰკითხა: "როგორც ქალს და როგორც მანდილოსანს, სუსტი სქესის წარმომადგენელს, ობიექტურ ჟურნალისტს, თქვენ მოგეწონათ ბესელიას დღევანდელი საქციელი?"
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები