წაიკითხეთ ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარი სრულად
ფოტო: Jabin Botsford/The Washington Post; Saul Loeb/AFP/Getty Images
თეთრმა სახლმა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა. საუბრის მიხედვით ირკვევა, რომ ტრამპმა ზელენსკის რამდენჯერმე სთხოვა, გამოძიება ჯო ბაიდენის შვილით დაინტერესებულიყო.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატების წამყვანი კანდიდატია და ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპისთვის ანგარიშგასაწევ კონკურენტად ითვლება.
გარდა ჯო ბაიდენის შვილთან დაკავშირებული საკითხებისა, საუბარი უკრაინის განვითარებას, ანგელა მერკელს, ევროკავშირს და სამხედრო უსაფრთხოებას ეხება, ამიტომაც, ქართველი მკითხველისთვის შეიძლება საინტერესო იყოს.
გთვაზობთ საუბრის ტრანსკრიპტს სრულად:
პრეზიდენტი ტრამპი: გილოცავთ ამ გამარჯვებას. ყველა გიყურებდით აშშ-დან და არაჩვეულებრივად იმუშავეთ. ცუდი პოზიციიდან დაიწყეთ, როგორც ადამიანმა, რომელსაც დიდი შესაძლებლობა არ ჰქონია და ასე მარტივად გაიმარჯვეთ - ეს არაჩვეულებრივი მიღწევაა. გილოცავთ!
პრეზიდენტი ზელენსკი: აბსოლუტურად სწორი ხართ, ბატონო პრეზიდენტო. მართლა მნიშვნელოვნად გავიმარჯვეთ და ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. მართალია, დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ, მაგრამ იმაშიც უნდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენგან ბევრი რამ ვისწავლე. თქვენს ცოდნაზე და უნარებზე დაკვირვება არჩევნებში გამოგვადგა და ეს ნამდვილად უნიკალური არჩევნები იყო. პირველად როცა დამირეკეთ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მომილოცეთ, მეორედ - საპარლამენტო არჩევნების მოგება. ვფიქრობ, უფრო ხშირად უნდა ვიყარო ხოლმე კენჭი, რომ ხშირად დამირეკოთ და საუბარი შევძლოთ.
ევროკავშირი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უნდა იყოს, მაგრამ რეალურად აშშ ბევრად უფრო დიდი პარტნიორია
პრეზიდენტი ტრამპი: [იცინის] კარგი იდეაა. მგონია, რომ ქვეყანაც ბედნიერი იქნება.
პრეზიდენტი ზელენსკი: დიახ, სიმართლე გითხრათ, თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რომ ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ. უამრავი ახალი ადამიანი მოვიყვანეთ: ძველი, ტიპიური პოლიტიკოსები - არა. გვინდა, რომ ახალი ფორმატი და ახალი ტიპის მთავრობა შევქმნათ. ამ ნაწილში თქვენ არაჩვეულებრივი მასწავლებელი ხართ.
პრეზიდენტი ტრამპი: მადლობა ამ სიტყვებისთვის. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ უკრაინისთვის და უამრავ დროს და ძალისხმევას ვხარჯავთ ამ ქვეყანაზე - ბევრად მეტს, ვიდრე ევროპის ქვეყნები. ისინი უფრო მეტად უნდა გეხმარებოდნენ. გერმანია თითქმის არაფერს აკეთებს თქვენთვის და ამ საკითხზე აუცილებლად უნდა დაუსვათ კითხვები. როცა ბოლოს ანგელა მერკელს შევხვდი, უკრაინაზე მელაპარაკა, თუმცა ის არაფერს აკეთებს. ევროპის სხვა ქვეყნებიც ასე იქცევიან და მგონი, ეს გასათვალისწინებელია, თუმცა აშშ უკრაინისთვის ძალიან კარგი პარტნიორია. ვერ ვიტყოდი, რომ ეს აუცილებელი მოცემულობაა, რადგან არც ისე კარგი მოვლენებიც ხდება, მაგრამ აშშ უკრაინას ყოველთვის კარგად ექცეოდა.
პრეზიდენტი ზელენსკი: აბსოლუტურად მართალი ხართ. მხოლოდ 100%-ით კი არა, 1000%-ით და მინდა შემდეგი რამ გითხრათ; მე შევხვდი და ველაპარაკე ანგელა მერკელს, ასევე მაკრონს და ვუთხარი, რომ სანქციების კუთხით არ აკეთებენ იმდენს, რამდენიც საჭიროა. ისინი სანქციებს აქტიურად არ ატარებენ. უკრაინას ისე არ ემუშავებიან, როგორც უნდა ემუშავებოდნენ. ევროკავშირი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უნდა იყოს, მაგრამ რეალურად აშშ ბევრად უფრო დიდი პარტნიორია და ამისთვის უზომოდ მადლიერი ვართ. აშშ ბევრ რამეს აკეთებს უკრაინისთვის, ბევრად მეტს, ვიდრე ევროკავშირი, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზეა საუბარი. ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ თავდაცვის სფეროში დახმარებისთვის. მზად ვართ შემდეგ საფეხურებზე გადასასვლელად და გვინდა, მეტი ჯაველინი ვიყიდოთ აშშ-სგან თავდაცვის მიზნებისათვის.
პრეზიდენტი ტრამპი: მინდა, რომ ერთ საქმეში დაგვეხმაროთ, იმიტომ რომ ჩვენმა ქვეყანამაც ბევრი რამ გამოიარა და უკრაინამ ეს ყველაფერი იცის. მინდა, რომ გავარკვიოთ მთელი ეს სიტუაცია უკრაინასთან დაკავშირებით, Crowdstrike, მგონი, თქვენი ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი... სერვერი, ამბობენ, რომ უკრაინას აქვს. უამრავი რამ მოხდა მთელ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით
[ტრანსკრიპტში წყვეტაა, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ თეთრმა სახლმა გარკვეული ინფორმაცია ამოიღო. Crowdstrike კიბერუსაფრთხოების კომპანიაა, რომელმაც განაცხადა, რომ 2016 წელს დემოკრატიული პარტიის კომიტეტზე (DNC) კიბერთავდასხმა რუსეთმა განახორციელა. ეს დასკვნა აშშ-ს დაზვერვამ და რობერტ მიულერმა დაადასტურეს, თუმცა ტრამპს სჯერა, რომ ისინი შეიძლება ცდებოდნენ]
ვფიქრობ, თქვენც მსგავსი ხალხით ხართ გარშემორტყმული. მინდა, რომ გენერალურმა რწმუნებულმა დაგირეკოთ თქვენ ან თქვენს "ხალხს" და ეს ბოლომდე გავარკვიოთ. როგორც გუშინ ნახეთ, მთელი ეს სისულელე დამთავრდა რობერტ მიულერის უსუსური, არაპროფესიონალური პერფორმანსით, მაგრამ ამბობენ, რომ ბევრი რამ უკრაინით დაიწყო. რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, მნიშვნელოვანია, რომ გააკეთოთ, თუ შესაძლებელია.
ბაიდენი დადიოდა და ტრაბახობდა, რომ გამოძიება შეაჩერებინა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ საკითხს მიხედავთ... ჩემი აზრით, ეს საშინელებაა.
პრეზიდენტი ზელენსკი: დიახ, ჩემთვის ეს და ყველაფერი, რაც მანამდე ახსენეთ, მნიშვნელოვანია. ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის პრინციპულია, რომ ღია ვიყოთ მომავალი პარტნიორობისათვის. მზად ვართ, რომ უკრაინისა და აშშ-ს ურთიერთობა ახალ ეტაპზე ავიყვანოთ. ამ მიზნით აშშ-ში ჩვენი ელჩი გამოვიწვიე და მალე მას კომპეტენტური და გამოცდილი ელჩით ჩავანაცვლებ, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები დაახლოვდნენ. იმედი მაქვს, რომ თქვენს ნდობას დაიმსახურებს და პირადი ურთიერთობაც გექნებათ, რათა უკეთ შევძლოთ თანამშრომლობა. მინდა პირადად გითხრათ, რომ ჩემი ერთ-ერთი ასისტენტი ცოტა ხნის წინ ბატონ ჯულიანის ესაუბრა და იმედი გვაქვს, რომ ის უკრაინაში ჩამოვა და პირადადაც შევხვდებით. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ აქ მხოლოდ მეგობრები გყავთ. ყველაფერს ვიზამ, რომ საუკეთესო და ყველაზე გამოცდილი ადამიანები მყავდეს გარშემო. მინდა იცოდეთ, რომ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, ამ ქვეყანაში მეგობრები გყავთ და ჩვენ გვინდა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განვაგრძოთ. ვაპირებ, რომ კარგი ადამიანები შემოვიკრიბო და რაც შეეხება გამოძიებას, მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა გამოძიება ჩატარდება ღიად და გამჭვირვალედ. ამის პირობას გაძლევთ.
პრეზიდენტი ტრამპი: კარგია, იმიტომ რომ გავიგე, რომ ძალიან კარგი პროკურორი გყავდათ, რომელიც მოიშორეს და ეს უსამართლობაა. უამრავი ადამიანი ლაპარაკობს, რომ ამაში "ცუდი ხალხი" იყო გარეული. ბატონი ჯულიანი პატივსაცემი კაცია. ის ნიუ-იორკის მერი იყო, ძალიან კარგი მერი და მინდა, რომ მან დაგირეკოთ. ვთხოვ, რომ რწმუნებულთან ერთად ისიც დაგელაპარაკოთ. რუდიმ ყველაფერი იცის, რაც ხდება და ბევრი რამ შეუძლია. თუ დაელაპარაკებით, კარგი იქნება. აშშ-ს ყოფილი ელჩი უკრაინაში, ქალი, კარგი არ იყო და ის ხალხიც, ვისაც უკრაინაში ეკონტაქტებოდა, კარგს არაფერს წარმოადგენდნენ და მინდა, რომ იცოდეთ. კიდევ ერთი რამ: ბევრი საუბარია ბაიდენის შვილზე, იმაზე, რომ ბაიდენმა გამოძიება შეაჩერა და ეს საკითხი უამრავ ადამიანს აინტერესებს, ასე რომ რისი გაკეთებაც შეგიძლიათ რწმუნებულთან ერთად, კარგი იქნება, თუ გააკეთებთ. ბაიდენი დადიოდა და ტრაბახობდა, რომ გამოძიება შეაჩერებინა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ საკითხს მიხედავთ... ჩემი აზრით, ეს საშინელებაა.
პრეზიდენტი ზელენსკი: მინდა, პროკურორზე გითხრათ. პირველ რიგში, ყველაფერი მესმის და კარგად ვიცნობ ამ სიტუაციას. რაკი პარლამენტში უმრავლესობა მოვიპოვეთ, შემდეგი პროკურორი 100%-ით ჩემი კანდიდატი იქნება და მას პარლამენტი დაამტკიცებს. სექტემბერში ახალი პროკურორი გვეყოლება. ის მიხედავს ამ სიტუაციას, კონკრეტულად კი იმ კომპანიასთან დაკავშირებულს, რომელიც ახსენეთ. გამოძიებასთან დაკავშირებით მთავარია, რომ ნდობა აღდგეს. ამ საქმის გამოძიებას მივხედავთ. მინდა გთხოვოთ, რომ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოთ, რომელიც დაგვეხმარება, რომ სამართლიანობა მთელ ქვეყანაში აღვადგინოთ. რაც შეეხება ყოფილ ელჩს, მგონი, ივანოვიჩია გვარად, კარგია, რომ თქვენ თვითონ ახსენეთ, რომ ცუდი ელჩი იყო, რადგან 100%-ით გეთანხმებით. ჩვენი ურთიერთობა მაინცდამაინც კარგი არ იყო, რადგან წინა პრეზიდენტი მოსწონდა და მის მხარეს იყო. ბოლომდე არ მაღიარებდა ახალ პრეზიდენტად.
შეგვიძლია პოლონეთშიც შევხვდეთ. გაგვიხარდება, თუ უკრაინას ეწვევით ამის შემდეგ. შეგვიძლია ჩემი თვითმფრინავით ჩამოვფრინდეთ ან თქვენი თვითმფრინავით, რომელიც სავარაუდოდ, ჩემსაზე უკეთესი იქნება.
პრეზიდენტი ტრამპი: ჰო, ახლა სხვა ამბები ხდება მის თავს. მოკლედ, ჯულიანი დაგირეკავთ და ასევე რწმუნებულს, ბარს ვეტყვი, რომ დაგირეკოთ და ყველაფერში გაერკვეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მოახერხებთ. გავიგე, რომ პროკურორს საკმაოდ ცუდად მოექცნენ, არადა კარგი პროკურორი იყო, ასე რომ, წარმატებები ამ საკითხში. ჩემი რწმენით, თქვენი ეკონომიკა აუცილებლად გაუმჯობესდება, უამრავი რესურსი გაქვთ. არაჩვეულებრივი ქვეყანაა. მე ბევრი უკრაინელი მეგობარი მყავს და საოცარი ადამიანები არიან.
პრეზიდენტი ზელენსკი: მინდა გითხრათ, რომ მეც მყავს უკრაინელი მეგობრები, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ. ბოლოს როცა შტატებში ვიყავი, ცენტრალ პარკთან, ტრამპ თაუერში დავრჩი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოპატიჟებისთვის, განსაკუთრებით კი, ვაშინგტონში მოწვევისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სერიოზულად ვართ განწყობილები და ვიმუშავებთ გამოძიებაზე. რაც შეეხება ეკონომიკას, უზარმაზარი პოტენციალი არსებობს ჩვენი ქვეყნებისათვის და უკრაინისთვის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი ენერგოდამოუკიდებლობაა. მჯერა, რომ ამ სფეროში ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნებოდა. უკვე ვმუშაობთ ამაზე. ჩვენ ამერიკულ ნავთობს ვყიდულობთ, თუმცა იმედი მაქვს მომავალი შეხვედრის. უფრო მეტი დრო და შესაძლებლობა გვექნება ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და ამ გეგმებზე სალაპარაკოდ. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის.
პრეზიდენტი ტრამპი: კარგი, დიდი მადლობა. ვაფასებ ამას. ვეტყვი რუდის და რწმუნებულ ბარს, რომ დაგირეკონ. მადლობა. როცა გადაწყვეტთ თეთრ სახლში ვიზიტს, დამირეკეთ. გვითხარით თარიღი და შევთანხმდებით. ველოდები თქვენთან შეხვედრას.
პრეზიდენტი ზელენსკი: დიდი მადლობა. დიდი პატივი იქნება თქვენთან პირადად შეხვედრა და საუბარი. ველი ჩვენს შეხვედრას და მინდა, მეც დაგპატიჟოთ უკრაინაში, კიევში, რომელიც ულამაზესი ქალაქია. არაჩვეულებრივი ქვეყანა გვაქვს, რომელიც სიამოვნებით გიმასპინძლებდათ. როგორც ვიცი, პირველ სექტემბერს პოლონეთში იქნებით და შეგვიძლია პოლონეთშიც შევხვდეთ. გაგვიხარდება, თუ უკრაინას ეწვევით ამის შემდეგ. შეგვიძლია ჩემი თვითმფრინავით ჩამოვფრინდეთ ან თქვენი თვითმფრინავით, რომელიც სავარაუდოდ, ჩემსაზე უკეთესი იქნება.
პრეზიდენტი ტრამპი: კარგი, ამაზე მოვილაპარაკოთ. ველოდები თქვენს ნახვას ვაშინგტონში და შეიძლება პოლონეთშიც.
პრეზიდენტი ზელენსკი: დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო.
პრეზიდენტი ტრამპი: გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ გამარჯვებას. მთელი მსოფლიო გიყურებდათ. დარწმუნებული არ ვარ, რომ თქვენთვის რთული იყო, მაგრამ გილოცავთ!
პრეზიდენტი ზელენსკი: დიდი მადლობა, პრეზიდენტო, ნახვამდის.
-
ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც წარმატებით გამოუვა, როგორც პოლიტიკა ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია-ხელმძღვანელობაც წარმატებით გამოუვა, როგორც პოლიტიკა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ მსოფლიოს მდინარეებს? ქვიზი: როგორ იცნობ მსოფლიოს მდინარეებს?
-
მეორადი სტრესი — როგორ გადაგვედება სხვისი ნერვიულობა ისე, რომ ვერც კი ვხვდებით მეორადი სტრესი — როგორ გადაგვედება სხვისი ნერვიულობა ისე, რომ ვერც კი ვხვდებით
-
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
-
დიდ ბრიტანეთში 2009 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებს სიგარეტის შეძენა აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში 2009 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებს სიგარეტის შეძენა აეკრძალებათ
გადახედვა
-
ჰეიდარ ალიევის ცენტრის საპირწონედ თბილისური ეზო უნდა დაინგრეს — რეპორტაჟი გორგასლის მე-4 შესახვევიდან ჰეიდარ ალიევის ცენტრის საპირწონედ თბილისური ეზო უნდა დაინგრეს — რეპორტაჟი გორგასლის მე-4 შესახვევიდან
გადახედვა
-
ალბი კორძაიას ბრალდების საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო ალბი კორძაიას ბრალდების საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმს კრიტიკოსები უარყოფითად აფასებენ მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმს კრიტიკოსები უარყოფითად აფასებენ
გადახედვა
-
ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი
გადახედვა
-
"ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა? "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
გადახედვა
-
ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს
-
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია — Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია — Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა
-
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
გადახედვა
-
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა "გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა
გადახედვა
კომენტარები