რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პირველი არხი
რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთანავე, მას ქვეყნის გასვლა შეეზღუდა. პროცესის დასრულების შემდეგ კახაბერ დამენიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბრალს აღიარებს.
პროკურატურამ დამენიას ბრალი რუსთავი 2-ის ქონების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის მოტივით წაუყენა. რუსთავი 2-ის საქმეზე ბრალი წარედგინა ინტერმედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილს. მას კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას ედავებიან.
ამასთანავე, ნიკა გვარამიას დაემატა კიდევ ერთი ბრალი, რაც რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვასა და გაყალბებას გულისხმობს.
პროკურატურის ვერსია
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაშინდელი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სარეკლამო კომპანია ინტერმედია პლუსისგან თანხას "ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკით" იმ დრომდე ითხოვდა, სანამ არხის დასაბრუნებლად დავას ქიბარ ხალვაში დაიწყებდა და წილები დაყადაღდებოდა. პროკურატურის ვერსიით, ამ დროიდან გვარამიამ სარეკლამო კომპანიისგან არსებობისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყო.
"საერთო ჯამში, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ, 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხებთან შედარებით (სულ 43 230 509 ლარი), შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, 2015 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოითხოვეს მხოლოდ 36 467 000 ლარის ანაზღაურება, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს შპს ინტერმედია პლიუსისგან 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება", — აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, ამის სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ ინტერმედია პლიუსის დირექტორის დახმარებით მიიღო თბილისში მდებარე ორი ბინა. პროკურატურის ვერსიით, გვარამიამ თავად შეარჩია ორივე ბინა, თუმცა ის ჯერ ინტერმედია პლიუსის საკუთრება გახდა, მოგვიანებით კი სესხის ფიქტიური ხელშეკრულებით მასე გადაფორმდა.
9 აგვისტოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა. მას არხის დირექტორად მუშაობის დროს საზიანო გადაწყვეტილების მიღებას ედავებიან. სასამართლომ გვარამიას აღმკვეთ ღონისძიებად 40 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები