ესკიზები, რომლებსაც აკირა კუროსავა საკუთარი ფილმებისთვის თვითონ ხატავდა
აკირა კუროსავა საკულტო იაპონელი რეჟისორია, რომელმა 57 წლიანი კარიერის მანძილზე 30 ფილმი გადაიღო. სანამ რეჟისორი გახდებოდა, ის მხატვარი იყო.
ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც კუროსავას ცხოვრებაზე გავლენა იქონია, მისი დაწყებითი სკოლის მასწავლებელი ბატონი ტაჩიკავა იყო. ტაჩიკავას პროგრესული სწავლების მეთოდები მის სტუდენტებს საშუალებას აძლევდა საკუთარი სურვილით ეხატათ. ამ ყველაფერმა კუროსავას გადააწყვეტინა, რომ საკუთარი აზრები ხელოვნებით გამოეხატა. კარიერის დასაწყისში ახალგაზრდა მხატვარი საკუთარი ქვეყნის მუშათა კლასზე იყო კონცენტრირებული, მას სურდა, რომ განუხორციელებელი პოლიტიკური იდეალები პირდაპირ ტილოზე გამოეტანა.
ამ ყველაფრის შემდეგ, კუროსავაზე საკმადო დიდი გავლენა იქონია მისმა უფროსმა ძმამ ჰეიგომ, რომელიც უცხოური კინოთი იყო შეპყრობილი. კუროსავამ უფროს ძმასთან, ტოკიოში გადაწყვიტა საცხოვრებლად გადასვლა, სადაც კინოს გაცნობა დაიწყო. უყურებდა იმდენ ფილმს, რამდენის ნახვაც შეეძლო. "სანამ კინოთი დავკავდებოდი, მხატვარი მინდოდა გამოვსულიყავი. მოვლენების კურიოზულმა თანმიმდევრობამ კი კინოში მომიყვანა, სადაც ახლანდელი კარიერა დავიწყე" ამბობდა კუროსავა, ციტატა სტივენ პრინცის წიგნიდან The Warrior’s Camera-დან არის მოყვანილი.
ის ამბობდა: "როდესაც პროფესია შევიცვალე, ყველა ჩემი ნახატი დავწვი რაც იქამდე მქონია. ვცდილობდი მხატვრობა საერთოდ დამევიწყებინა. როგორც ცნობილ იაპონურ ანდაზაშია - თუ ორ კურდღელს მისდევ, შესაძლოა ვერცერთი ვერ დაიჭირო. მას შემდეგ, რაც კინოში დავიწყე მუშაობა არცერთი ნახატი არ დამიხატავს. მაგრამ როდესაც რეჟისორი გავხდი, აღმოვაჩინე, რომ უხეში ესკიზები, ჩანახატები ხშირად მეხმარებოდა ჩემი იდეების გუნდისთვის გადაცემაში".
იმის მიუხედავად, რომ ხატვა დათმო და წლების შემდეგ საკულტო რეჟისორის წოდება დაიმსახურა, კუროსავამ წლების შემდეგ გაამხილა, რომ ყოველთვის სურდა წამყვანი, წარმატებული მხატვარი და არტისტი ყოფილიყო. "როდესაც ახალგაზრდა სტუდენტი ვიყავი ვოცნებობდი, რომ პარიზში საკუთარი ნახატების კოლექციას გამოვფენდი, ან სოლო გამოფენა მექნებოდა. ეს ოცნებები წლების შემდეგ ფილმი Kagemusha-ს პუბლიკაციით მოულოდნელად ახდა. ცხოვრება ნამდვილად უცნაურია"
მოგვიანებით, სრულმეტრაჟიანი ფილმების დიდი წარმატების შემდეგ კუროსავა თავის წიგნს, Ran-ს აქვეყნებს, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმის პუბლიკაციას წარმოადგენს. წიგნში შესულია ფილმის სცენარი და კადრირების ილუსტრაციები. წიგნში ის წერს: "მონუსხული ვარ იმ ფაქტით, რომ როდესაც ვცდილობდი კარგად მეხატა, მხოლოდ საშუალო დონის ნახატების ხატვა გამომდიოდა. თუმცა, როდესაც ჩემი ფილმებისთვის საკუთარი იდეების აღწერაზე დავიწყე კონცენტრაცია გაუცნობიერებლად ისეთი რაღაცების ხატვა დავიწყე, რაც ხალხისთვის საინტერესო აღმოჩნდა".
ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ კუროსავას ხელით შესრულებული ესკიზები, რომლებიც მისი კინემატოგრაფიული ხედვის პირველი გამოხატულებები იყო.
აკირა კუროსავა - Dreams, 1990.
ოფიციალური სინოფსისი: "მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია, რომლის ავტორიც აკირა კუროსავაა. პირველ თავში პატარა ბიჭი მელიების საქორწინო ცერემონიას უთვათვალებს. შემდეგ ნაწილში სხვა ახალგაზრდაზე გვიყვებიან, რომელიც ბაღში მაგიური მომენტის შემსწრე გახდა.
"ყვავების" ნაწილში კი მხატვარი ნახატის სამყაროში გადადის, სადაც ვინსენტ ვან გოგს გაიცნობს. ამ ნამუშევარში ფილმების უმეტესობაა კონკრეტული გარემოს თემატიკით ერთიანდება".
აკირა კუროსავა - Kagemusha, 1980.
ოფიციალური სინოფსისი: " აკირა კუროსავა ფეოდალურ ამბავს გვიყვება, სადაც მეწვრილმანე ჯიბის ქურდს ქვეყნის მმართველის შინგენ ტაკედას ორეულად წვრთნიან. მოხუც მმართველს ორეული მოწინააღმდეგე კლანების თავდასხმის ასარიდებლად სჭირდება.
"როდესაც შინგენი კვდება, მისი გენერლები თანხმდებიან, რომ მისი ადგილი ორეულმა უნდა დაიკავოს. ცოტა ხანში ჯიბის ქურდი შინგენის ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას, თუმცა მის როლისადმი თავდადებას გამოცდა ელის, როდესაც ჯარს მტერ მხედართმთავართან საბრძოლველ ომში უნდა გაუძღვეს"
აკირა კუროსავა - Ran, 1985.
ოფიციალური სინოფსისი: "სამოცდაათი წლის ასაკში, დიადი მმართველი ჰიდეოტორა იშიმონჯი გადაწყვეტს, რომ ტახტიდან ჩამოვიდეს და საკუთარი ქონება თავის სამ ვაჟს გაუყოს.
"ყველაზე უფროსი, ტარო მმართველი იქნება, ჯირო- შუათანა ვაში და უმცროსი საბურო მეორე და მესამე ციხესიმაგრეების მმართველები იქნებიან, თუმცა ისინი უფროს ძმას უნდა დაემორჩილონ. საბურო გადაწყვეტს მამის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს, რის გამოც მას ჩამოიშორებენ".
აკირა კუროსავა - Madadayo, 1993.
ოფიციალური სინოფსისი: "1943 წელს იაპონიის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის გამო, პროფესორი ჰიაკენ უჩიდა მასწავლებლობას თავს ანებებს და მწერლის კარიერას იწყებს.
"მისი ყოფილი სტუდენტები გადაწყვეტენ, რომ პროფესორს ეწვიონ და მადლობა გადაუხადონ მას ყველაფრისთვის, რაც მას მასწავლებლობის დროს გაუკეთებია. ხშირი ვიზიტების შემდეგ სტუდენტებს ყოფილი მასწავლებლისადმი პატივისცემა უფრო მატულობს, ისინი აფასებენ მის სიბრძნესა და უცნაურ იუმორის გრძნობას".
ესკიზების ფილმის კადრებთან შესადარებლად კი ამ არაჩვეულებრივ ვიდეოს შემოგთავაზებთ:
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა

კომენტარები