პომპეის ნანგრევებში ჯადოქრის აღჭურვილობა აღმოაჩინეს
ფოტო: Archaeological Park of Pompeii
უძველესი რომაული ქალაქის, პომპეის გათხრისას არქეოლოგებმა ხის ყუთის ანჯამები აღმოაჩინეს. ხე, ბუნებრივია, დიდი ხნის გახრწნილი იყო, თუმცა ყუთის შიგთავსი მეცნიერებმა კვლავ თავის ადგილას, პომპეის ფერფლში იპოვეს. პომპეი ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ სრულად გაანადგურა.
ჯამში არქეოლოგებმა 100-მდე პატარა ნივთი იპოვეს, მათ შორისაა ძვლებისგან დამზადებული ღილები, გამოთლილი ხოჭოები, მინიატურული პენისები, კრისტალები, პაწაწინა თავის ქალები და პატარა თოჯინები.
მიჩნეულია, რომ ეს ნივთები ჯადოქარს ეკუთვნოდა, რომლებსაც ის მომავლის წინასწარმეტყველებისთვის იყენებდა. რესტავრატორებმა აღნიშნული ნივთები უკვე გაწმინდეს, ახლა კი ისტორიკოსები და არქეოლოგები მათი ზუსტი მნიშვნელობის დადგენას ცდილობენ.
ფოტო: Archaeological Park of Pompeii
"ეს ის ობიექტებია, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად იყენებენ. ეს ნივთები განსაკუთრებულია, რადგან თითოეული მათგანი ადგილობრივების — იმ ადამიანების ისტორიასა და ბიოგრაფიას გვიყვება, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ამოფრქვევას გაქცეოდნენ", — აცხადებს პომპეის არქეოლოგიური პარკის გენერალური დირექტორი მასიმო ოსანა.
აღმოჩენილ ნივთებში ოქროსა და სხვა ძვირფასეულობას ვერ ვხვდებით, რაც ნიშნავს, რომ ეს აღჭურვილობა მონას ან მოსამსახურეს ეკუთვნოდა.
ეს ნივთები, სავარაუდოდ, გამრავლებასა და ორსულობასთან დაკავშირებულ რიტუალებში გამოიყენებოდა. ასევე დასაშვებია, რომ ეს აღკაზმულობა ყელსაბამებადაც გამოეყენებინათ.
არქეოლოგებმა ოთახში, რომელშიც ყუთი აღმოჩნდა, განამარხებული ადამიანებიც იპოვეს, მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც. ახლა არქეოლოგები დნმ-ს ანალიზით ცდილობენ დაადგინონ, თუ რა ოჯახური კავშირები იყო მათ შორის.
"ეს ყუთი, შესაძლოა, ოთახში მყოფ რომელიმე ადამიანს ეკუთვნოდა", — აცხადებს ოსანა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები