ის, რაც ფარისებრი ჯირკვლის კიბოზე უნდა იცოდე
ფოტო: askhealthnews.com
ფარისებრი ჯირკვლის კიბო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებაა. მისი შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
ფარისებრი ჯირკვლის კიბო, შემთხვევების რაოდენობასთან ერთად, განსაკუთრებულად არათანაბარი გავრცელებითაც გამოირჩევა. ცნობილია, რომ ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების რაოდენობა კაცებისას საშუალოდ სამჯერ აღემატება. ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა 5% ფარისებრ ჯირკვალს უკავშირდება. ბავშვებსა და მოზარდებს შორის ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებები იშვიათია, ის ძირითადად 35-დან 65-წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება.
შემთხვევათა რაოდენობის ზრდას, ნაწილობრივ, დიაგნოსტიკური საშუალებების განვითარება და გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა განაპირობებს.
დღეს სამედიცინო გამოკვლევას უფრო მეტი ადამიანი იტარებს — და უფრო რეგულარულად — ვიდრე ოდესმე, ამ გამოკვლევების მგრძნობიარობა და სიზუსტე კი წლიდან წლამდე მატულობს. შედეგად ონკოლოგიური დაავადებები დღეს იმაზე უფრო ხშირად და იმაზე უფრო ადრე ვლინდება ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი.
სამედიცინო ლიტერატურაში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რამდენიმე ტიპოლოგია იკვეთება. ყველაზე ფართოდ გავრცელებული კატეგორიზაციის მიხედვით, ის — სიმსივნური პროცესის დამწყები უჯრედული ჯგუფების მიხედვით — ოთხ მთავარ ფორმად იყოფა:
- პაპილარული: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა დიდი უმრავლესობა (~80%) ამ კატეგორიაში ხვდება. პაპილარულ ფორმას ახასიათებს სიმსივნის ლოკალიზება და განკურნების მაღალი ალბათობა. გავრცელებულია ახალგაზრდა ქალთა შორის (50 წლამდე);
- ფოლიკულარული: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ეს ფორმა ძირითადად ასაკოვან ქალებში გვხვდება. მისი პროგნოზიც, როგორც წესი, დადებითია. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 10% ფოლიკულარულია;
- მედულარული: მედულარული კიბო ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მესამე ყველაზე ხშირი ფორმაა. მისი განვითარების ალბათობა ნაწილობრივ გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული. მას პაპილარულ და ფოლიკულარულ ფორმებზე უარყოფითი პროგნოზი ახასიათებს. მთლიანობაში, შემთხვევებს შორის მისი წილი 5%-დან 10%-მდე მერყეობს;
- ანაპლასტიური: ანაპლასტიური ფორმა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ყველაზე იშვიათი და აგრესიული ფორმაა. ის განკურნებას იშვიათად ექვემდებარება (5%-10%), თუმცა შემთხვევათა შორის მისი წილი 5%-ს არ აღემატება.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების გახშირება მხოლოდ დიაგნოსტიკური ფაქტორებით არ აიხსნება. რამდენიმე კვლევა მას ბუნებრივი გარემოს სხვადასხვა მახასიათებლებს უკავშირებს. ცნობილია, რომ მისი ჩამოყალიბების ალბათობაზე ცხოვრების წესიც ზემოქმედებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წონის ფაქტორი. ერთი კვლევის თანახმად, ჭარბწონიანობა სიმსივნის ჩამოყალიბების რისკს, საშუალოდ, 10%-15% პროცენტით ზრდის.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ჩამოყალიბების რისკზე გარემოს სხვადასხვა დამაბინძურებლების გავლენის შესაფასებლად იტალიელ მკვლევართა ჯგუფმა არსებული ლიტერატურის სრული აკადემიური მიმოხილვა ჩაატარა. მათი ანგარიში 2019 წლის აპრილში გარემოსა და ჯანმრთელობის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა. მიმოხილვაში მოხვდა უკანასკნელი 10 წლის მანძილზე (2009-2019) აკადემიურ სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული ყველა კვლევითი სტატია, სადაც ფარისებრი ჯირკვლის კიბო და გარემოს დამაბინძურებლებია განხილული.
შერჩევის პროცესი მხოლოდ ინგლისურ და ფრანგულენოვან სტატიებს შეეხო. ტექსტები, რომელსაც გარე შეფასება გავლილი არ ჰქონდათ, ან რომლებსაც სხვა მეთოდოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდათ, მიმოხილვის მიღმა დარჩა.
ქიმიური დამაბინძურებლები
ლითონური ნარჩენები
ლითონურ ელემენტთა ნაწილი — მათ შორის რკინა, თუთია და მაგნიუმი — გარკვეული რაოდენობით ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. თუმცა, ზღვრულ რაოდენობაზე მეტის სხეულში მოხვედრის შემთხვევაში, ისინი ადამიანისთვის ტოქსიკური ხდება.
დღეს მძიმე და სხვა ლითონები ძრავებსა თუ გამათბობლებში მიმდინარე არასრული წვის შედეგად ბუნებრივ გარემოში დიდი რაოდენობით ხვდება. ნიადაგში, წყალსა და ჰაერში გროვდება ინდუსტრიული პროცესებით ნაწარმოები ლითონური ნარჩენებიც. ლითონები გვხვდება სამომხმარებლო პროდუქტებში — მაგალითად საღებავში, საწმენდ საშუალებებსა და სასოფლო-სამეურნო პროდუქტებში. ხშირად ლითონურ ელემენტებს შეიცავს მტვერიც, როგორც PM10 ისე PM2,5.
ცნობილია, რომ ზოგიერთ ლითონურ ელემენტს კარცინოგენული თვისებები აქვს. მათ შორისაა ნიკელი, ბერილიუმი, დარიშხანი, ქრომი და კადმიუმი. მიმოხილვაში მოხვედრილი რამდენიმე კვლევა მიუთითებს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა მანგანუმისა და ტყვიის ენდოკრინული სისტემის დამაზიანებელი თვისებები. სხეულში მოხვედრილ ამ ლითონურ ელემენტებს ჰორმონალური დარღვევების გამოწვევა და სიმსივნური პროცესების წამოწყება შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ გარემოში ლითონების არსებობასა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევებს შორის არსებულ შესაძლო ურთიერთობაზე ბევრი კვლევა არ ჩატარებულა, იკვეთება რამდენიმე დადასტურებული კავშირი. ცნობილია, რომ სხეულში მოხვედრილ კადმიუმს ბიოაკუმულაციური პროცესების შედეგად ფარისებრ ჯირკვალში დაგროვება შეუძლია. იქ მოხვედრილი ლითონი კი ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს და ენდოკრინულ დარღვევებს იწვევს.
კორეაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გარემოში კადმიუმის მაღალი კონცენტრაცია ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების სტატისტიკურად მნიშვნელოვან ზრდასთანაა დაკავშირებული. მსგავსი თვისებები აქვთ მანგანუმსა და ტყვიასაც. ორგანიზმში მოხვედრილ ამ ლითონებს ენდოკრინული სისტემის მოშლა შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ კავშირები ამ ლითონებსა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევებს შორის ჯერაც დადასტურებას სჭირდება, ის, რომ მათ ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება შეუძლიათ არაერთი კვლევით დასტურდება.
ნიტრატები
აზოტმჟავას მარილები და სხვა ნიტრატები გარემოში ძირითადად სასუქის გავლით ხვდება. ნიტრატთა ნაწილი სამეურნეო მიწებიდან მდინარეებსა და ტბებში ირეცხება, იქიდან კი სასმელ წყალში ხვდება. ნაწილი სასუქით დამუშავებულ მიწაზე მოყვანილ პროდუქტებში კონცენტრირდება, იქიდან კი მათი მომხმარებლების სხეულში იყრის თავს.
მიმოხილვაში მოხვედრილი კვლევების მიხედვით, საჭმლისა და სასმელი წყლის გზით ორგანიზში ზედმეტი ნიტრატების მოხვედრა ფარისებრ ჯირკვალს იოდის ათვისებაში უშლის ხელს. ნიტრატების მაღალი კონცენტრაცია ორგანიზმის მიერ ფარისებრი ჯირკვლისთვის აუცილებელი ჰორმონების გამოყოფასაც უშლის ხელს.
ერთი კვლევის თანახმად, დიდი რაოდენობით ნიტრატების შემცველი საჭმლის მიღება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ჩამოყალიბების რისკს მნიშვნელოვნად, დაახლოებით 20%-ით ზრდის.
სხვა კვლევა მიუთითებს, რომ ქალებს, რომლებიც 5 ან მეტი წლის განმავლობაში ისეთ წყალს სვამდნენ, რომელშიც ნიტრატების მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა (ლიტრში 5 მილიგრამზე მეტი), ფარისებრი ჯირკვლის ჩამოყალიბების ორჯერ უფრო მაღალი რისკი აღენიშნათ.
ჰაერის დაბინძურება
მიმოხილვაში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული კვლევებიც მოხვდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, დაბინძურებული ჰაერი აღიარებულია როგორც კიბოს ერთერთი რისკ-ფაქტორი.
კვლევების თანახმად, ევროკავშირის მოსახლეობის 80%-ზე მეტი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, თანაც ისეთი ელემენტებით დაბინძურებულს, რომლებიც კარცინოგენებად მიიჩნევა.
მიმოხილვაში მოხვედრილი კვლევების უმეტესობა დაბინძურებულ ჰაერს მხოლოდ ფილტვს კიბოს უკავშირებს. თუმცა არსებობს სხვა ტიპის სიმსივნური დაავადებების შემსწავლელი კვლევებიც, რომლებიც მათზე დაბინძრებული ჰაერის გავლენის განსაზღვრას ცდილობენ.
ასეთი კვლევების თანახმად ჰაერის ფონური დაბინძურება არა მხოლოდ ფილტვის, არამედ სხვა სიმსივნური დაავადების რისკსაც ზრდის. მათ შორისაა ფარისებრი ჯირკვლის კიბოც. მიმოხილვაში მოხვედრილი ერთი ასეთი კვლევის თანახმად ჰაერში ნიტრატებისა და მტვრის კონცენტრაციის 5 მიკროგრამიანი ზრდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ჩამოყალიბების რისკის 10%-დან 20%-მდე ზრდას დაუკავშირდა.
• მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა კაქტუს-მედიაზე.
• კვლევების შემაჯამებელი მიმოხილვა — Role of Emerging Environmental Risk Factors in Thyroid Cancer: A Brief Review თარგმნა გიორგი ცინცაძემ. გიორგი არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების მაგისტრი;
• სტატიის თარგმანი ნაწილია კაქტუსის პროექტისა "ჰაერის დაბინძურება და ქალთა ავადობები," რომელიც ქალთა ფონდი საქართველოში Women's Fund in Georgia მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც გარემოს დაბინძურებასა და ქალთა ავადობების გავრცელებას შორის კავშირს სწავლობს.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები