საარქივო ჩანაწერი: რეიგანმა ნიქსოთან საუბრისას აფრიკელ დელეგატებს "მაიმუნები" უწოდა
გამოცემა The Atlantic-მა გაასაჯაროვა რონალდ რეიგანისა და რიჩარდ ნიქსონის სატელეფონო საუბარი, სადაც რეიგანი აფრიკელ დელეგატებს "მაიმუნებს" უწოდებს. სატელეფონო საუბარი 1971 წელს არის გაკეთებული, მაშინ რეიგანი კალიფორნიის შტატის გუბერნატორი იყო, ხოლო ნიქსონი აშშ-ს პრეზიდენტი.
რეიგანი, რომელიც ტაივანის მხარდამჭერი იყო, მაშინ აღშფოთებული იყო იმით, რომ გაერომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარა და აშშ-ს არ დაუჭირა მხარი. კენჭისყრით გახარებულმა ტანზანიის დელეგაციამ კი ცეკვა დაიწყო.
დაარქივებული აუდიოჩანაწერი ნიქსონის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა, ისტორიის პროფესორმა ტიმ ნაფტამ აღმოაჩინა. მან The Atlantic-ში დაწერა, რომ პირველად აღნიშნული აუდიოჩანაწერი 2000-ში გასაჯაროვდა, როდესაც რეიგანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ მაშინ აღნიშნული შინაარსის წინადადება ამოჭრილი იყო.
ტიმ ნაფტამ სატელეფონო საუბრის გასაჯაროება რეიგანის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთხელ ითხოვა და ეროვნულმა არქივმა ის ორი კვირის წინ გამოაქვეყნა.
რეიგანი ამბობს: "მაიმუნები აფრიკული ქვეყნებიდან — ჯანდაბა, ისინი ჯერ კიდევ არაკომფორტულად გრძნობენ თავს ფეხსაცმელში". გუბერნატორის ამ ფრაზაზე ნიქსონის სიცილი ისმის.
როგორც ნაფტა წერს, რეიგანმა ნიქსონს დაურეკა, რათა აშშ-ს გაერო დაეტოვებინა, მაგრამ შემდგომში პრეზიდენტმა თქვა, რომ რეიგანის ზარის მიზანი "აფრიკელი დელეგატებზე ჩივილი" იყო. გარდა ამისა, ნაფტა ამბობს, რომ ნიქსონმა მოგვიანებით თავის სახელმწიფო მდივანს დაურეკა და უთხრა, რომ რეიგანმა ტანზანიელი დელეგატები "კაციჭამიებად" მოიხსენია, რომლებიც "ფეხსაცმელსაც" არ ატარებდნენ.
რონალდ რეიგანი პრეზიდენტის პოსტს 1981-1989 წლებში იკავებდა. ის აშშ-ს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტად მიიჩნევა. მის მმართველობის წლებს უკავშირდება ცივი ომის კულმინაცია და საბჭოთა კომუნიზმის დასასრულის დასაწყისი. 2004 წელს აშშ-ს მე-40 პრეზიდენტი 93 წლის ასაკში ალცჰაიმერის დაავადებით გარდაიცვალა.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები