საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფშაველი-ომალოს გზაზე მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარი იპოვნეს. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებში ჩართულა მძიმე ტექნიკაც.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 27 ივლისს მოხდა. გუშინვე იპოვეს გარდაცვლილი 5 მგზავრი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. უწყების ინფორმაციით, გარდა ამისა, დაშავდა ხუთი ადამიანი, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.