რა გავლენა აქვს მოზარდთა დეპრესიაზე ეკრანთან გატარებულ დროს? — კვლევა
ფოტო: Highwaystarz Photography
დეპრესიას ასაკი არ აქვს და მისი თითოეული შემთხვევა თავისი მნიშვნელობით უნიკალურია. ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში მოექცა მოზარდთა დეპრესია, რადგანაც იგი მჭიდრო კავშირშია აკადემიური მოსწრების დაქვეითებასთან, ფსიქოსოციალური თუ კოგნიტური უნარების მოშლასთან,მავნე ნივთიერებების მოხმარებასთან (ალკოჰოლი, ნარკოტიკი), ღარიბ ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან, დაბალ თვითშეფასებასთან და სუიციდთან.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2001 წლის პროგნოზით, 2020 წლისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მოზარდთა ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი იქნება. მკვლევართა ვარაუდით, ამის მიზეზი ეკრანთან გატარებული დროის ზრდა უნდა იყოს.
აქამდე არსებული კვლევები ეკრანთან გატარებულ დროსა და დეპრესიის კავშირზე ცალსახა პასუხს არ იძლეოდა. მაგალითად: 2011 და 2012 წლებში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში გამოკვეთილი კავშირი არ ჩანდა, ხოლო 2014 და 2015 წლის კვლევებში კი ეს კორელაცია გამოხატული იყო. მსგავსი განსხვავების მიზეზი შესაძლოა მარტივი იყოს: წლიდან წლამდე კომპიუტერული ტექნოლოგია იხვეწება, იცვლება მასთან მოზარდების დამოკიდებულება და წვდომა. შესაბამისად, სახეზეა ცოცხალი, მუდმივად ცვლადი დინამიკა.
აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო კვლევა ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა. მეცნიერები შეეცადნენ ზუსტად განესაზღვრათ ეკრანთან გატარებული დროის გავლენა მოზარდთა დეპრესიაზე და მეტ-ნაკლებად გამოევლინათ მისი ზუსტი მიზეზები.
მკვლევარებმა მოზარდებთა ინტერესების ანალიზით 4 ძირითადი კომპონენტი გამოყვეს:
- სოციალური მედია;
- ტელევიზია;
- კომპიუტერული თამაშები;
- ზოგადად კომპიუტერის მოხმარება.
ამგვარი კლასიფიცირებით მათ უნდა გაეანალიზებინათ წლიდან წლამდე ეკრანთან გატარებული დროის დინამიკა და მისი კავშირი დეპრესიასთან, რათა საბოლოოდ შეძლებოდათ გამოეკვეთათ შესაძლო მიზეზები და მოეხერხებინათ მათი ახსნა.
მეცნიერები ასევე იკვლევდნენ მოზარდებში 3 ძირითადი მედია-თეორიის ეფექტებს:
- ჩანაცვლების ჰიპოთეზა (Displacement hypothesis) — მოიაზრებს, რომ ყველა ტიპის ეკრანთან გატარებულ დროს ნეგატიური გავლენა აქვს ფსიქიკაზე, რადგანაც ამგვარად ჩანაცვლებულია ჯანსაღი აქტივობები (მაგ. ფიზიკური ვარჯიში);
- აღმავალი სოციალური შედარება (Upward social comparison) — ამ თეორიის მიხედვით ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს კონტენტი, ანუ ის, რასაც უყურებს მოზარდი. (მაგ. მოზარდი შესაძლოა საკუთარ თავს ადარებდეს მისთვის იდეალურ ადამიანს, მის სხეულს და ცხოვრების სტილს);
- შერჩევითი მხარდაჭერა (Reinforcing spirals) — ამ მოსაზრების მიხედვით, ინდივიდი საკუთარი მსოფლმხედველობის მიხედვით არჩევს მისთვის საინტერესო კონტენტს. ასეთ დროს ადამიანი შერჩევითად, მისი შეხედულების მიხედვით იძიებს ინფორმაციას (მაგ. დეპრესიული მოზარდები სოც. მედიაში დეპრესიული შინაარსის პოსტებს აზიარებენ, ხოლო სოციალური ქსელების ალგორითმი კი მათ ნიუს-ფიდში ისევ და ისევ დეპრესიულ პოსტებს უჩვენებს).
კვლევისათვის საჭირო მონაცემებს მეცნიერთა გუნდი 2012 წლიდან 2018 წლამდე აგროვებდა. 6-წლიან შუალედში მათ 3 659 მოზარდის მიერ მოწოდებული მონაცემები გააანალიზეს. თინეიჯერები ავსებდნენ სპეციალურ კითხვარებს, მკვლევარები საზღვრავდნენ დეპრესიის სიმპტომებს, ყოველდღიურად ეკრანთან გატარებულ დროს, იკვლევდნენ თინეიჯერების თვითშეფასების მაჩვენებლებს და ფიზიკური აქტივობის სიხშირეს. რადგანაც მონაცემთა შეგროვებას ამგვარი გამოკითხვის სახე ჰქონდა, მის სრულ ობიექტურობაზე საუბარი რთულია. თუმცა რაოდენობრივი მახასიათებლების გათვალისწინებთ, გარკვეული სურათის დანახვა მაინც შეგვიძლია.
მიღებული შედეგებით დადგინდა, რომ მოზარდთა დეპრესიასა და სოციალური მედიის გამოყენებას შორის კავშირი არსებობს. კერძოდ, აღმავალი სოციალური შედარების თეორიის მიხედვით, თინეიჯერები ხშირად საკუთარ ცხოვრებას კუმირების იდეალურ ცხოვრებას ადარებენ, რაც მათში დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ეს კი, საბოლოო ჯამში, დეპრესიისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ამას ასევე ემატება ინფორმაციის შერჩევითი მხარდაჭერა, რაშიც ძირითადი წვლილი სოციალური ქსელების ალგორითმებს მიუძღვის — დეპრესიული პოსტების გაზიარების და ძიების პარალელურად, მოზარდთა ნიუს-ფიდში უმეტესად ამგვარი შინაარსის პოსტები ჩნდება. ჯერჯერობით ეს საკითხი ბოლომდე კარგად არ არის შესწავლილი.
იგივე ეფექტი დაფიქსირდა ზოგადად კომპიუტერთან და ტელევიზორთან გატარებული დროის შემთხვევაშიც. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სოც. მედიასთან შედარებით დეპრესიული სიმპტომატიკის განვითარება დროში უფრო მეტად იყო გაწელილი.
შესაძლოა იფიქროთ, რომ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ჩანაცვლების ჰიპოთეზის მართებულობაზე მიუთითებს და მოზარდთა ჯანმრთელობისთვის ყველა ტიპის ეკრანი მავნებელია. ეს ასე ნამდვილად არაა.
საქმე იმაშია, რომ კომპიუტერულ თამაშებში დახარჯული დრო დეპრესიასთან კავშირში არ არის. ამ მოსაზრების ერთ-ერთი პირველი მტკიცებულება ჯერ კიდევ 2007 წლიდან არსებობდა.
გეიმერების 70% თამაშებს მეგობართან ერთად ან ონლაინ თამაშობს. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, კომპიუტერული თამაშები მოზარდებში დადებითი ემოციების გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თუმცა, ამ კვლევაში არ იყო დაკონკრეტებული კომპიუტერული თამაშების ჟანრები და ასევე უფრო ზუსტად არ იყო შესწავლილი მათი ფსიქიკაზე გავლენა.
შემდგომ ეტაპზე მკვლევარები უფრო კონკრეტულ საკითხებს ჩაუღრმავდებიან. კერძოდ: ისინი გამოიკვლევენ, კონკრეტულად რომელი სოციალური ქსელი არის კავშირში უფრო მეტად დეპრესიასთან და ასევე მეტი სიზუსტისთვის, სავარაუდოდ, დახვეწენ საკვლევი ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მოდელს.
მოზარდთა დეპრესიის კლინიკურ ნიშნებს ყველაზე ადრე, როგორც წესი, მშობლები ამჩნევენ. ამიტომაც, აუცილებელია მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შვილების ეკრანთან გატარებულ დროსა თუ მათი ხასიათების ცვლილებებს, იზრუნონ მოზარდთა ინტერესების გამრავალფეროვნებაზე და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის დროულად მიმართონ ფსიქიატრს.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა

კომენტარები