ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა
პარასკევს ჩინური კოსმოსური სადგური Tiangong-2 დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა.
Tiangong-2 აღარ არსებობს, თუმცა მისი უკანასკნელი წამების ნახვა ქვემოთ მოცემულ ვიდეოზე შეგვიძლია, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს თუ როგორ შემოდის ხომალდი ატმოსფეროში, რა დროსაც მის გარშემო პლაზმა წარმოიქმნება.
ჩინელმა მეცნიერებმა ხომალდს სპეციალური ტრაექტორია შეურჩიეს, რისი წყალობითაც ის დედამიწის ატმოსფეროში წყნარი ოკეანის ერთ-ერთი რეგიონის თავზე შემოვიდა. ამ რეგიონს ხშირად "კოსმოსური ხომალდების სასაფლაოდაც" მოიხსენიებენ ხოლმე.
კოსმოსურის ადგურის უმეტესი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვა, თუმცა ფრაგმენტების ნაწილი ოკეანეშიც ჩაცვივდა. Tiangong-2 დიდწილად ექსპერიმენტალური პროტოტიპი იყო.
ჩინეთი პარალელურად ახალ კოსმოსურ სადგურზე მუშაობს, რომლის გაშვებაც 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.
კომენტარები